ევროკავშირის მოწოდება მოქალაქეებს: რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულების შესამცირებლად, შეზღუდეთ ავტომობილებით გადაადგილება და სახლიდან იმუშავეთ

ევ­რო­კავ­ში­რი მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბა შე­ზღუ­დონ, უარი თქვან კონ­დი­ცი­ო­ნერ­ზე და კვი­რა­ში სამი დღე იმუ­შა­ონ სახ­ლი­დან, რათა შე­ამ­ცი­რონ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სულ ნავ­თობ­სა და გაზ­ზე.

ევ­რო­კო­მი­სი­ის გან­ცხა­დე­ბით, ზო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ ენერ­გე­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტოს­თან ერ­თად შე­ი­მუ­შა­ვეს, ოჯა­ხებს წე­ლი­წად­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 500 ევ­როს და­ზოგ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თუ ევ­რო­კავ­ში­რის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე და­ი­ცავს ცხრა­პუნ­ქტი­ან გეგ­მას, სა­ხელ­წო­დე­ბით „ჩემი როლი“, ეს 120 სუ­პერ­ტან­კე­რის შე­სავ­სე­ბად საკ­მა­რის ნავ­თობ­სა და 20 მი­ლი­ო­ნი სახ­ლის გა­სათ­ბო­ბად სა­ჭი­რო ბუ­ნებ­რივ გაზს და­ზო­გავს.

ევ­რო­კო­მი­სია და ენერ­გე­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტო მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დე­ბენ: ზამ­თარ­ში გათ­ბო­ბას და­უ­წი­ონ, ზა­ფხულ­ში კი კონ­დი­ცი­ო­ნე­რი ნაკ­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნონ, გა­მო­ი­ყე­ნონ სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი უფრო ეკო­ნო­მი­უ­რად, შე­ამ­ცი­რონ სიჩ­ქა­რე მა­გის­ტრა­ლებ­ზე, ნაკ­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნონ მან­ქა­ნის კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბი, მცი­რე მან­ძი­ლის გავ­ლი­სას გა­და­ად­გილ­დნენ ფე­ხით, ან ვე­ლო­სი­პე­დით, ავ­ტო­მო­ბი­ლის ნაც­ვლად, ისარ­გებ­ლონ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით.

Leave a Reply