პოლიტიკა

საქართველომ გაზპრომთან შეთანხმებას მიაღწია

შვედეთის სასამართლომ უარყო „გაზპრომის“ სარჩელი

შვედეთის საოლქო სასამართლომ უარყო რუსეთის კომპანიების, „გაზპრომისა“ და „გაზპრომ ექსპორტის“ სარჩელი პოლონური კომპანიის წინააღმდეგ. კომპანიებმა გაასაჩივრეს სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილება პოლონეთის კორპორაცია PGNiG-სთან დავის თაობაზე, რაც პოლონეთისთვის გაზის მიწოდების შესახებ კონტრაქტის პირობებს ეხებოდა. ამას პოლონური კომპანია იტყობინება. პოლონეთისთვის „იამალ – ევროპის“ მილსადენით გაზის მიწოდების თაობაზე სასამართლო დავა 2015 წლიდან გრძელდება. მაშინ PGNiG-მ სტოკჰოლმში საარბიტრაჟო საქმე აღძრა და „გაზპრომისგან“ მოითხოვა, გადაეხედა 1996 წელს ...

Read More »

ტრამპმა ევროპა აშშ-ის მიერ რუსეთის ნავთობისა და გაზის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე არშეერთებისთვის გააკრიტიკა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპა აშშ-ის მიერ რუსეთის ნავთობისა და გაზის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე არშეერთებისთვის გააკრიტიკა. „ახლახან დადასტურდა, რომ ევროპის ქვეყნების უმეტესობა არ შეუერთდება აშშ-ს რუსეთის ნავთობისა და გაზის ბოიკოტირებაში. ჩვეულებისამებრ, აშშ მარტო დარჩება, რითაც ევროპა ისარგებლებს“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში. აშშ-მა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს მე ვაცხადებ, ...

Read More »

უნგრეთის პრემიერი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ უნდა მოიცავდეს ენერგოპროდუქტების იმპორტის აკრძალვას

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ უნდა მოიცავდეს ენერგოპროდუქტების იმპორტის აკრძალვას, – ამის შესახებ აღნიშნულია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ ლონდონში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან გამართული ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში. „ვგმობთ რუსეთის შეიარაღებულ თავდასხმას და ვგმობთ ომს, თუმცა არ დავუშვებთ, რომ უნგრულ ოჯახებს ამ ომის საფასური გადაახდევინონ. სანქციები არ უნდა გავრცელდეს ნავთობისა და გაზის სფეროებზე“, – აცხადებს ორბანი. ორბანის თქმით, რუსეთის ენერგოსექტორზე ...

Read More »

დევიდ მაკკალისტერი: უნდა ვიმუშაოთ რუსულ ენერგოიმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად, რადგან პუტინის რეჟიმი ამას პოლიტიკურ იარაღად იყენებს

სანქციები ძალიან ძლიერად დაარტყამს რუსეთის ეკონომიკას, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ევროპარლამენტარმა დევიდ მაკკალისტერმა. მაკკალისტერის თქმით, ევროპის ენერგოპოლიტიკამ ძალიან რთული გზა უნდა გაიაროს, უნდა იმუშაონ რუსულ ენერგოიმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად, რადგან პუტინის რეჟიმი ენერგოიმპორტს პოლიტიკურ იარაღად იყენებს. „სანქციების პაკეტები შევიმუშავეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ის უპრეცედენტოა; მსგავსი სიმკაცრის სანქციები ევროკავშირს არასდროს დაუმტკიცებია. ეს სანქციები ძალიან ძლიერად დაარტყამს რუსეთის ეკონომიკას. ეს არის ...

Read More »

ევროკავშირში აცხადებენ, რომ წელს რუსული გაზის იმპორტს ორი მესამედით შეამცირებენ, 2030 წლისთვის კი, ნავთობისა და გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა აქვთ დაგეგმილი

ევროკავშირი რუსული გაზის იმპორტს წელს ორი მესამედით შეამცირებს, 2030 წლისთვის კი, ნავთობისა და გაზის იმპორტს სრულად შეწყვეტს, რითაც რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებული აღარ იქნება. ამის შესახებ „სიენენი“ ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. მედიის ცნობით, ევროკავშირი გეგმის განხორციელებას ბუნებრივი აირის მარაგების დივერსიფიცირებით გეგმავს; კერძოდ კი, გათხევადებული აირის იმპორტისა და მილსადენების გაზრდის ხარჯზე, რომელიც არ იქნება რუსეთიდან მიღებული; ასევე, ბიომეთანისა და განახლებადი წყალბადის ...

Read More »

დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის ბოლომდე ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტი უნდა შეწყდეს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა დროთა განმავლობაში რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის შემცირების შესახებ გეგმას წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს. მათი გადაწყვეტილებით, 2022 წლის ბოლომდე ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტი უნდა შეწყდეს. BBC-ის ინფორმაციით, ეს გარდამავალი პერიოდი ქვეყნის ბაზარს, ბიზნესსა და მიწოდების ქსელებს საკმაო დროს მისცემს რუსული იმპორტის ჩასანაცვლებლად, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მოთხოვნის 8%-ს შეადგენს. დღეს ევროკავშირმა განაცხადა, რომ გაერთიანება რუსულ ნავთობსა დ ...

Read More »

კულება: მადლობა Shell-ს მორალური და პასუხისმგებლიანი ნაბიჯისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მადლობას უხდის კომპანია Shell-ს რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვის შეწყვეტისთვის. მისი თქმით, ეს ნაბიჯი წაახალისებს სხვა მსოფლიო ბიზნესებსაც. “მადლობა Shell-ს ამ მორალური და პასუხისმგებლიანი ნაბიჯისთვის და სხვა მსოფლიო ბიზნესების წახალისებისთვის”, — წერს ის.

Read More »
ბლინკენი

ენტონი ბლინკენი ევროპას მოუწოდებს, რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულება შეწყვიტოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ რუსულ ენერგეტიკაზე დაყრდნობა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ამჟამად არა მხოლოდ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, არამედ აუცილებლობაც არსებობს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა საბოლოოდ მოიშორონ რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულება, რადგან რუსეთი მას იარაღად იყენებს. შეგახსენებთ, რომ აშშ-მა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი აკრძალა აშშ აღნიშნულ ნაბიჯს ცალმხრივად დგამს, ევროპელი მოკავშირეების გარეშე, ვინაიდან ევროპულ ქვეყნებს შორის უთანხმოებაა ...

Read More »

ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების ორი მესამედით შემცირებას აპირებს

ევროკავშირი წლის ბოლომდე რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტის ორი მესამედით შემცირებას აპირებს. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ფრანს ტიმერმანსის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთიდან გაზის იმპორტზე უარის თქმა იქნება შესაძლებელი. „მარტივი არ იქნება, თუმცა შესაძლებელია“, – ამბობს ტიმერმანსი. ამჟამად რუსეთი ევროკავშირის ბუნებრივ აირზე მოთხოვნილების 40 %-ს აკმაყოფილებს იმ ფონზე, როცა დასავლეთი რუსეთისთვის ნავთობის და გაზის ემბარგოს დაწესებას განიხილავს, ბრიუსელში რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირების ...

Read More »

ოლაფ შოლცი – ჩვენი მხრიდან შეგნებული გადაწყვეტილებაა, გავაგრძელოთ რუსეთთან ენერგომომარაგების სფეროში ბიზნესის წარმოება

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია და ევროკავშირი ყველამხრივ მხარს უჭერენ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას, თუმცა ამჟამად არ არიან მზად, უარი თქვან რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტზე. მისივე თქმით, ყველა ნაბიჯი გათვლილია იმისთვის, რომ მძიმე დარტყმა მიაყენონ რუსეთს გრძელვადიან პერსპექტივაში. როგორც ოლაფ შოლცი ამბობს, ევროპამ მიზანმიმართულად არ შეზღუდა სანქციებით რუსეთიდან ენერგორესურსების შემოტანა, რადგან ჯერჯერობით არ არის სხვა გზა, უზრუნველყონ ევროპა ენერგიით, რომელიც ...

Read More »