საქართველომ გაზპრომთან შეთანხმებას მიაღწია

შვედეთის სასამართლომ უარყო „გაზპრომის“ სარჩელი

შვედეთის საოლქო სასამართლომ უარყო რუსეთის კომპანიების, „გაზპრომისა“ და „გაზპრომ ექსპორტის“ სარჩელი პოლონური კომპანიის წინააღმდეგ. კომპანიებმა გაასაჩივრეს სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილება პოლონეთის კორპორაცია PGNiG-სთან დავის თაობაზე, რაც პოლონეთისთვის გაზის მიწოდების შესახებ კონტრაქტის პირობებს ეხებოდა. ამას პოლონური კომპანია იტყობინება.

პოლონეთისთვის „იამალ – ევროპის“ მილსადენით გაზის მიწოდების თაობაზე სასამართლო დავა 2015 წლიდან გრძელდება. მაშინ PGNiG-მ სტოკჰოლმში საარბიტრაჟო საქმე აღძრა და „გაზპრომისგან“ მოითხოვა, გადაეხედა 1996 წელს ხელმოწერილი კონტრაქტით გათვალისწინებული ფასებისთვის. სტოკჰოლმის არბიტრაჟმა 2020 წლის მარტში მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლონეთის კომპანიას ფასის შემცირების მოთხოვნის უფლება ჰქონდა და ფასების კორექტირება მოეხდინა. „გაზპრომმა“ სტოკჰოლმის არბიტრაჟის მიერ დაკისრებული თანხა, 1,6 მილიარდ დოლარზე მეტი, გადაუხადა პოლონურ კომპანიას, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

პოლონეთმა ადრე, ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, განაცხადა, რომ არ გააგრძელებს „გაზპრომთან“ კონტრაქტს, რომელიც 2022 წლის 31 დეკემბერს იწურება. ვარშავაში იმედი აქვთ, რომ რუსულ გაზს ჩაანაცვლებენ საწვავით სხვა წყაროებიდან, კერძოდ ნორვეგიიდან.

წყარო: radiotavisupleba.ge

Leave a Reply