პოლიტიკა

ზურაბ ტყემალაძე: სემეკის წევრობის კანდიდატების შერჩევა პრეზიდენტის პრეროგატივა არ არის

ზურაბ ტყემალაძე: სემეკის წევრობის კანდიდატების  შერჩევა პრეზიდენტის პრეროგატივა არ არის

დეპუტატ, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სემეკის წევრების კანდიდატების შერჩევის კანონმდებლობა არასწორად გაიგო. ტყემალაძის განცხადებით, კანონის მიხედვით, სემეკის წევრობის კანდიდატებს პრემიერი არჩევს, რის შემდეგაც კანდიდატებს პარლამენტში წარსადგენად პრეზიდენტს უგზავნის. “პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აბსოლუტურად არასწორად გაიგო კანონი და კონკურსი მოაწყო ვინ უნდა წარმოედგინა და ვინ არა. პირიქით არის, – ეს არის კომუნიკაციების მარეგულირებელში, როდესაც თვითონ არჩევენ და შემდგომ გადმოაგზავნიან პარლამენტში. პირიქით უნდა ...

Read More »
მთავრობის უარის მიუხედავად პრეზიდენტი სემეკ-ის წევრობის იმავე კანდიდატებს ხელახლა წარადგენს

მთავრობის უარის მიუხედავად პრეზიდენტი სემეკ-ის წევრობის კანდიდატებს ხელახლა წარადგენს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებად პრეზიდენტის მიერ დასახელებული სამი კანდიდატიდან, საქართველოს მთავრობამ ორის პარლამენტში წარდგენაზე უარი განაცხადა. როგორც ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავრობამ გიორგი ფანგანის კანდიდატურა შეათანხმა, მარინა გულედანისა და დავით ასლანიშვილის კანდიდატურების შეთანხმებაზე კი უარი განაცხადა. აბაშიშვილის განმარტებით, აღნიშნულ კანდიდატებზე უარი ყოველგვარი არგუმენტაციიის გარეშე ითქვა. “საქართველოს პრეზიდენტმა 8 სექტემბერს, ექსპერტებთან კონსულტაციის ...

Read More »

FactCheck: კახა კალაძის განცხადება ელ.ენერგიის დეფიციტის ზრდის შესახებ მეტწილად სიმართლეა

მიმდინარე წლის 13 სექტემბერს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ელექტროენერგიის დეფიციტი, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. მინისტრის შეფასებით, დეფიციტის ზრდას ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა იწვევს, რაც თავის მხრივ ეკონომიკის განვითარებითაა გამოწვეული. ფაქტ-მეტრმა ელექტროენერგიის დეფიციტის ზრდის ტენდენცია და მიზეზები გააანალიზა. დეფიციტში საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის და მთლიანი შიდა მოხმარების სხვაობა იგულისხმება. საქართველოში ელექტროენერგიის შიდა წარმოების 80% ჰიდროსადგურებზე მოდის. აქედან გამომდინარე, შიდა წარმოება ...

Read More »
თინა ხიდაშელი: ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს

თინა ხიდაშელი: ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. თინათინ ხიდაშელი თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტში (RUSI) სიტყვით გამოვიდა.  საჯარო გამოსვლისას მან თანამედროვე მსოფლიოს უსაფრთხოების გამოწვევების, ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილის, ნატო-საქართველოს ურთიერთობების და ტერორიზმთან ბრძოლაში შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება. „საქართველო განსაკუთრებულ ინტერესს იძენს ...

Read More »
ჩვენ უნდა განვახორციელოთ პროექტები, რომლებიც ათწლეულები იქნებიან მომავალი თაობების სამსახურში

ჩვენ უნდა განვახორციელოთ პროექტები, რომლებიც ათწლეულები მომავალი თაობების სამსახურში იქნებიან

საქართველოს მთავრობა და კორეული კომპანია „K Water-ი” დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჰიდროელექტროსადგურის, „ნენსკრაჰესის” მშენებლობას იწყებენ – ჰიდროელექტროსადგურს დღეს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ და კორეული კომპანია K-Water-ის წარმომადგენლებმა ჩაუყარეს საფუძველი. “დღეს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ეყრება საფუძველი.ეს არის ხელშეკრულებათა კომპლექსური პაკეტი, რომელსაც ხელს აწერენ, საპარტნიორო ფონდი, ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ნენსკრაჰესი იქნება ქვეყნის ენერგოსისტემის მდგრადობის გარანტი

ირაკლი ღარიბაშვილი: ნენსკრაჰესი იქნება ქვეყნის ენერგოსისტემის მდგრადობის გარანტი

სვანეთში მდინარე ნენსკრაზე საფუძველი ჩაეყარა 280მგვტ-იანი სადგურის ნენსკრას მშენებლობას. აღნიშნულ პროექტს საპარტნიორო ფონდი კორეულ K-Water-თან ერთად ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების დაწყებას დაესწრო პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორი ირაკლი კოვზანაძე, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და ასევე კომპანია K-Water-ის წარმომადგენლები. მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ნენსკრა ჰესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ნენსკრა ...

Read More »
ირაკლი კოვზანაძე: ნენსკრაჰესი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის გარეშე არ აშენდებოდა

ირაკლი კოვზანაძე: ნენსკრაჰესი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის გარეშე არ აშენდებოდა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინსიტრმა კახა კალაძემ, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაზემ და კორეული კომპანია K-Water-ის წარმომადგენლებმა „ნენსკრა ჰესის“ პროექტის განხორციელებას ჩაუყარეს საფუძველი. ჰესის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა საპარტნიორო ფონდის დირექტორი ირაკლი კოვზანაძე. მისი განცხადებით ნენსკრა ჰესი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია. “პროექტის საინვესტიციო მოცულობა პრაქტიკულად ერთ მილიარდ დოლარს აღწევს. ეს იქნება საქართველოში ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული ...

Read More »

დაიძრება თუ არა თურქული ნაკადი მკვდარი წერტილიდან?

თურქული ნაკადის გაზსადენის პროექტი თითქოს გაიყინა. მილსადენი განკუთვნილი იყო რუსული გაზის თურქეთში და შემდგომ ევროპაში ექსპორტისათვის. რუსული მხარის ხმამაღალი განცხადებები პირველი განშტოების მშენებლობის ივნისში დაწყების შესახებ ენერგეტიკული ბაზრის მკაცრ რეალობას შეეჯახა. რუსეთის მისწრაფება, დაიწყოს პროექტი, საკმარისი არ აღმოჩნდა. მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. ამას გარდა, მშენებლობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ოპერაცია გადაიდო. „გაზპრომმა“ დაარღვია კონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, გააუქმა ტენდერები, შეცვალა სამუშაო გეგმები ინფრასტრუქტურის გაფართოების მიზნით, დაკარგა რა დრო და ფული. ...

Read More »
135 მეტრის სიმაღლის ნენსკრას კაშხალმა საქართველოში ელ.ენერგიის იმპორტი უნდა ჩაანაცვლოს

135 მეტრის სიმაღლის ნენსკრაჰესის კაშხალმა საქართველოში ელ.ენერგიის იმპორტი უნდა ჩაანაცვლოს

ინტერვიუ კორეაში საქართველოს ელჩთან ნიკოლოზ აფხაზავასთან გასულ კვირას ხელი მოეწერა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტს. ხელმოწერის ცერემონია საზეიმო ვითარებაში გაიმართა და მას პრემიერ-მინისტრი დაესწრო. ითვლება, რომ ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტიცია ქართულ ენერგო სექტორში. როგორ შეაფასებთ კორეული კომპანიის ამ გადაწყვტილებას და რამ განაპირობა მათი მაღალი ინტერესი? კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო 2011 წლიდან ფუნქციონირებს და ამ ხნის განმავლობაში უკვე არაერთი ...

Read More »
ახალი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებით ქვეყანაში ენერგობალანსი ძირეულად შეიცვლება

ახალი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებით ენერგობალანსი ძირეულად შეიცვლება

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ფონდი ამჟამად 10-მდე პროექტს ახორციელებს, ხოლო 20-მდე განხილვის პროცესშია. როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, სექტემბერში საპარტნიორო ფონდმა ისრაელის კომპანიასთან ერთად, 85 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების ქარხნის მშენებლობასა და სვანეთში 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას ჩაუყარა საფუძველი. კოვზანაძის განცხადებით, წელს ივლისში საპარტნიორო ფონდმა 239 მგვტ-ნი სიმძლავრის გარდაბნის ...

Read More »