პოლიტიკა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი – ომმა და სანქციებმა ევროპას ლტოლვილები, კაპიტალის გადინება და ენერგოდეფიციტი მოუტანა, აშშ-ს კი მოგება და სიმდიდრე

ომმა და სანქციებმა ევროპას ლტოლვილები, კაპიტალის გადინება და ენერგოდეფიციტი მოუტანა, აშშ-ს კი მოგება და სიმდიდრე, – ჩინეთის სახელმწიფო სააგენტოს „სინჰუას“ ცნობით, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა. ამასთან, ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოუწოდებს აშშ-ს, შეაჩეროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, რომლებიც პეკინის აზრით, მხოლოდ აზარალებს გლობალურ ეკონომიკას. „ისტორიამ და რეალობამ ნათლად ჩვენა, რომ სანქციები არ უზრუნველყოფს მშვიდობას და ...

Read More »

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მზადაა, რუსული გაზის საფასური რუბლში გადაიხადოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ის დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ვრცლად ესაუბრა, რა დროსაც მას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა. ორბანმა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან ერთად უნგრეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვია. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, პუტინის პასუხი იყო “პოზიტიური, მაგრამ პირობებით”. უნგრეთის პრემიერმა სხვა დეტალები არ დაასახელა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ის მზადაა, რუბლებში გადაიხადოს რუსულ გაზის ...

Read More »

ბერბოკი: რუსული გაზის იმპორტზე ემბარგოს დაწესებას ომის შეჩერება რომ შეეძლოს, ამას მაშინვე გავაკეთებდით

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა რუსული გაზის იმპორტზე ემბარგოს დაწესება გამორიცხა, რადგან გერმანიის მთავრობას არ სჯერა, რომ ენერგეტიკული ემბარგო უკრაინაში რუსეთსის სამხედრო შეტევას შეაჩერებს. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამგვარი ნაბიჯი რეცესიასა და მასობრივ უმუშევრობას გამოიწვევს. „სრული ემბარგოს დაწესებას ომის შეჩერება რომ შეეძლოს, ჩვენ ამას მაშინვე გავაკეთებდით. ასეთი აკრძალვა მხოლოდ ამ ომის ფასს კიდევ უფრო გაზრდის. მაგრამ ეს ვერ შეაჩერებს ...

Read More »

შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ ადრე თუ გვიან საჭირო იქნება ზომების მიღება რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ ადრე თუ გვიან საჭირო იქნება რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტთან დაკავშირებით ზომების მიღება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. შარლ მიშელი წერს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების ახალი პაკეტი ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას მოიცავს. „ჩვენ ვამკაცრებთ სანქციებს, რათა მაქსიმალური ზეწოლა შევინარჩუნოთ კრემლზე. ახალი პაკეტი მოიცავს ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას. ვფიქრობ, ადრე თუ ...

Read More »

ბერბოკი: გვსურს მოლდოვას რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება შევამციროთ

გერმანია და პარტნიორები, მათ შორის ევროკავშირი, საფრანგეთი და რუმინეთი, შეისწავლიან გზებს, რათა შეამცირონ მოლდოვას დაუცველობა რუსეთის მიმართ. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. „ჩვენს მოლდოველ პარტნიორებთან ერთად გვინდა შევაფასოთ, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მოლდოვას რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში ეკონომიკური, ფინანსური და ენერგეტიკული თვალსაზრისით, და გავაძლიეროთ ქვეყნის გამძლეობა“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

Read More »

ევროკავშირმა რუსეთს სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა, რომელთა შორის ნახშირის იმპორტის აკრძალვაა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ის სანქციები გააჟღერა, რომლებიც ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების მეხუთე პაკეტში. მათ შორისაა რუსეთიდან ნახშირის იმპორტის აკრძალვა (წელიწადში 4 მილიარდი ევროს მოცულობით); სრული აკრძალვა რუსეთის 4 წამყვან ბანკთან, მათ შორის VTB-სთან ტრანზაქციებზე; რუსეთის გემების ევროკავშირის პორტებში შესვლა (გამონაკლისია საკვები პროდუქტების, ჰუმანიტარული დახმარების და ენერგომატარებლების მიწოდება); ევროკავშირში რუსული და ბელორუსულ სატრანსპორტო ოპერატორების მუშაობის აკრძალვა; რუსეთიდან სხვადასხვა ...

Read More »

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მხარს ვუჭერთ სანქციებს რუსული გაზის წინააღმდეგ

იტალია მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი კიევის რეგიონში – ბუჩის მცხოვრებლების – წინააღმდეგ განხორციელებული სისასტიკე ვნახეთ. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ 4 აპრილს, ზაგრებში განაცხადა. მან ასევე თქვა, რომ იტალია რუსული გაზზე სანქციებს ვეტოს არ დაადებს. დი მაიოს განმარტებით, ბუჩაში მომხდარი სისასტიკის ფოტოებმა ის შოკში ჩააგდო. დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, ...

Read More »

სლოვაკეთის პრემიერი: რუსული გაზის საფასურს რუბლებში არ გადავიხდით

სლოვაკეთი, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები, რუსულ გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდის. ამის შესახებ 3 აპრილის საღამოს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა. “რუსეთიდან გაზის შეძენისას სლოვაკეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უნისონში იმოქმედებს. სწორედ ჩვენი მოთხოვნით დაიწყო შეთანხმება ევროკავშირის მიდგომის შესახებ რუსეთიდან გაზის იმპორტის რუბლებში გადახდასთან დაკავშირებით. ამ ვითარებაშიც კი ერთიანობაა მთავარი და ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ ხელშეკრულების პირობების და ევროში ანგარიშსწორების დაცვას”, – წერს ...

Read More »

გერმანიის მთავრობა გაზპრომის შვილობილი კომპანიის კონტროლს იბარებს

გერმანიაში გაზპრომის შვილობილი კომპანიის, Gazprom Germania-ს კონტროლს გერმანიის მთავრობა იბარებს. ქვეყნის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის გადაწყვეტილებით, კომპანიის მეურვე ქსელების ფედერალური სააგენტო გახდება. ჰაბეკი გადაწყვეტილების მიზეზად “გაურკვეველ სამართლებრივ ურთიერთობებს” და სავაჭრო და საგადასახადო რეგულაციების დარღვევას ასახელებს. გასულ პარასკევს გაზპრომმა განაცხადა, რომ თავისი გერმანული შვილობილი კომპანიის საქმიანობას გააჩერებდა.

Read More »

შტაინმაიერი – „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მიმართ ჩემი ერთგულება აშკარად შეცდომა იყო

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მიმართ ჩემი ერთგულება აშკარად შეცდომა იყო, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. შტაინმაიერმა, რომელიც პრეზიდენტობამდე ანგელა მერკელის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია ნიშნავს, რომ მან და სხვებმა გულწრფელად უნდა აღიარონ, რომ ცდებოდნენ. „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მიმართ ჩემი ერთგულება აშკარად შეცდომა იყო. ჩვენ ვებღაუჭებოდით ხიდს, რომლისაც რუსეთს აღარ სჯეროდა ...

Read More »