ბერბოკი: გვსურს მოლდოვას რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება შევამციროთ

გერმანია და პარტნიორები, მათ შორის ევროკავშირი, საფრანგეთი და რუმინეთი, შეისწავლიან გზებს, რათა შეამცირონ მოლდოვას დაუცველობა რუსეთის მიმართ. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

„ჩვენს მოლდოველ პარტნიორებთან ერთად გვინდა შევაფასოთ, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მოლდოვას რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში ეკონომიკური, ფინანსური და ენერგეტიკული თვალსაზრისით, და გავაძლიეროთ ქვეყნის გამძლეობა“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

Leave a Reply