უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ის დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ვრცლად ესაუბრა, რა დროსაც მას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა.
ორბანმა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან ერთად უნგრეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვია.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, პუტინის პასუხი იყო “პოზიტიური, მაგრამ პირობებით”. უნგრეთის პრემიერმა სხვა დეტალები არ დაასახელა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ის მზადაა, რუბლებში გადაიხადოს რუსულ გაზის საფასური, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის პოზიციასთან, რომელიც ოფიციალური მოსკოვის აღნიშნულ მოთხოვნას ეწინააღმდეგება.
BBC-ის ინფორმაციით, ნაციონალისტ ორბანს თბილი ურთიერთობა აქვს რუსეთთან. მან რამდენიმე დღის წინ, ხელახლა არჩევის შემდეგ, ბრიუსელის ბიუროკრატებსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის “მოწინააღმდეგეები” უწოდა.
წყარო: bpn.ge