პოლიტიკა

რუსული გაზსადენი ევროპას ძვირი დაუჯდება

რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე ბოლო წლების მანძილზე ძალიან ბევრს კამათობენ, ძირითადად პოლიტიკურ ჭრილში, თუმცა, ფართო საზოგადოებისთვის თითქმის შეუმჩნევლად, ამ პროექტის ირგვლივ მიმდინარეობს სულ სხვა, მაგრამ არანაკლებად დაუნდობელი ომი – სამართლებრივი. ეს ბრძოლა შესაძლოა ევროპელებს ძალიან ძვირი დაუჯდეთ, პირველ რიგში საკუთარი სიბრიყვის გამო. დიდი ხანია გაზსადენის მფლობელები სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში აპროტესტებენ ევროკავშირის ერთ-ერთ ნორმას – კერძოდ, „საგაზო დირექტივას“, რომელიც თანახმადაც გაზის ...

Read More »
კლიმატის ცვლილებაზე თბილისში ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია ჩატარდება

გაერო: ტყვიის შემცველი ბენზინი ოფიციალურად იკრძალება

მსოფლიოში ეთილირებული ბენზინის წარმოება ოფიციალურად შეწყდება. ამის შესახებ გარემოს დაცვის გაეროს პროგრამის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ალჟირში არსებულმა ბოლო ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ტოქსიკური დანამატების გამოყენება შეწყვიტა. საქმე ისაა, რომ ეთილირებული საწვავი ეკოსისტემის დეგრადაციას და ადამიანის ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს. აშშ-ში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში ის 20 წელზე დიდი ხნის წინ აღარ გამოიყენება, მაგრამ დაბალი ...

Read More »

რუსეთი გაზით ევროპაზე ზეწოლას ზრდის

გაზის მარაგები ევროპაში მინიმალურ დონეზეა იმის გამო, რომ  პანდემიის დროს მწარმოებლებმა მოპოვება შეამცირეს, შემდეგ კი, ეკონომიკის აღდგენის დაწყების  პარალელურად, აღმოჩნდა, რომ გაზის არსებული რაოდენობა საკმარისი არაა. შედეგად გაზის ღირებულება რეკორდებს ხსნის, ევროპელები კი ხარჯების შესამცირებლად ნახშირის მოხმარებას მკვეთრად ზრდიან. სწორედ ამ გლობალური კრიზისის დროს, რუსეთმა ევროპაში უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის გაზრდაზე უარი განაცხადა. ევროპაში რუსული გაზი ძირითადად სწორედ უკრაინის გავლით ...

Read More »

თეირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ბაიდენის მუქარას პასუხობს

თეირანმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის მუქარას უპასუხა. ბაიდენმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში „სხვა ვარიანტებიც იქნება განხილული“. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. „ირანის წინააღმდეგ სხვა ვარიანტების გამოყენებაზე საუბარი სხვა ქვეყნის მიმართ უკანონო მუქარას ნიშნავს, რაზეც ირანი შესაბამისად უპასუხებს“, – განაცხადა ირანის უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს პრესმდივანმა ალი შამხანიმ. ჯოზეფ ბაიდენმა ირანის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ნაფტალი ბენეთთან შეხვედრაზე ისაუბრა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ...

Read More »

მოსკოვი გაზის სარქველებს „აჟღარუნებს“

ბლუმბერგი იუწყება, რომ რუსეთის გაზის მონოპოლისტმა „გაზპრომმა“ ევროკავშირისთვის გაზის გაყიდვები 2022 წლისთვის მას შემდეგ შეაჩერა, რაც გერმანულმა სასამართლომ უარყო მისი სარჩელი გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ. გერმანიის გაზის მარეგულირებელმა უარი თქვა, რომ Nord Stream 2-ის მიმართ არ გავრცელდეს ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტის ნორმები, რომლებიც უკრძალავს ერთ კომპანიას იყოს როგორც გაზმიმწოდებელი, ასევე, გაზსადენის მფლობელი. „გაზპრომისთვის“ ეს ნიშნავს, რომ ბალტიის ზღვის ...

Read More »

IAEA: ჩრდილოეთ კორეამ იონგბიონის ბირთვულ რეაქტორში მუშაობა განაახლა

გაერო-ს მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეამ იონგბიონის ბირთვულ რეაქტორში მუშაობა განაახლა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, სატელიტური სურათებით მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ჩრდილოეთ კორეის იონგბიონის ბირთვულ რეაქტორში მუშაობა განახლებულია. სააგენტოს ბოლო მონაცემებით, რეაქტორი 2021 წლის ივლისიდან მუშაობს და ახლა წყლით გაგრილების სისტემის გამოყენება მიმდინარეობს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რეაქტორმა გამოიყენა საწვავის სრული პარტია და მისი გადატვირთვა ხორციელდება. გარდა ამისა, სააგენტოს მონაცემებით მუშაობა განახლებულია კომპლექსის რადიოქიმუირ ლაბორატორიაშიც. სააგენტოს განცხადებით, რეაქტორი, სავარაუდოდ, პლუტონიუმს აწარმოებს, ...

Read More »

ამერიკულ ბაზებს ევროპაში, რუსეთიდან ენერგორესურსების შეძენა აეკრძალებათ

პენტაგონი აუკრძალავს ევროპაში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს ენერგორესურსების შესყიდვაზე კონტრაქტების გაფორმებას რუსეთიდან. აკრძალვა 30 აგვისტოდან ამოქმედდება. აშშ-ს ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით, იუწყება rosbalt. რუსული ენერგეტიკული რესურსების შესყიდვის შესახებ აკრძალვა შემოღებულ იქნა ევროპაში ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ვრცელდება ყველა სახის რესურზსე – “ნებისმიერი სახით, ფორმით და მიზნით მიწოდებული ენერგია, გათბობის, გაგრილებისა და ელექტროენერგიის ჩათვლით” – ნათქვამია დოკუმენტში. შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ ...

Read More »

ჩინეთი მოსახლეობას მოუწოდებს ბიტკოინისგან “თავი შორს დაიჭირონ”

ჩინეთის სახალხო ბანკის განცხადებით,  კრიპტოვალუტებით ტრანზაქციები სპეკულაციაა. ამის შესახებ გამოცემა People Daily წერს. ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა მოსახლეობას მოუწოდებს ბიტკოინისგან “თავი შორს დაიჭირონ”. ”ცენტრალური ბანკი შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად  კრიპტოვალუტის უცხოური ბირჟებისა და ადგილობრივ ტრეიდერების  წინააღმდეგ სპეციალურ ზომებს მიიღებს”, – ნათქვამია განცხადებაში. მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ხელისუფლებას, თუ გაიგებენ ციფრული აქტივებით უკანონო გარიგებების შესახებ. წყარო: report.ge

Read More »

“უკრაინის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების სისტემის ოპერატორმა” შესაძლოა Nord Stream 2-ის მართვაში მიიღოს მოაწილეობა

“უკრაინის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების სისტემის ოპერატორი” გეგმავს Nord Stream-2 პროექტს  საკუთარი მომსახურება შესთავაზოს” – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა სერგეი მაკოგონმა. “ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს მომსახურებას <…> რადგან ვართ ოპერატორი, რომელიც რეალურად დამოუკიდებელია რუსეთისგან” – ციტირებს “რია ნოვოსტი” მის პასუხს “ფეისბუქის” ერთ-ერთი მომხმარებლის შეკითხვაზე. შეგახსენებთ, რომ ახლახანს დიუსელდორფის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა Nord Stream 2-ის ოპერატორის – კომპანია Nord Stream 2 AG-ის, რომლის ...

Read More »

კანცლერი, კრემლი და გაზი – მერკელის გზავნილები მოსკოვიდან და კიევიდან

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამბობს, რომ ბუნებრივი აირი გეოპოლიტიკურ იარაღად არ უნდა იყოს გამოყენებული. ამის შესახებ მერკელმა კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანვე კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა რუსეთთან გაზის იმ სატრანზიტო შეთანხმების მიმართ, რომელსაც ვადა 2024 წელს გასდის. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გაგრძელებაზე მოლაპარაკებები ბუნდოვანია და მას სურს ზუსტად იცოდეს, რას მიიღებს უკრაინა მას შემდეგ, რაც შეთანხმებას ვადა ამოეწურება. ...

Read More »