“უკრაინის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების სისტემის ოპერატორი” გეგმავს Nord Stream-2 პროექტს საკუთარი მომსახურება შესთავაზოს” – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა სერგეი მაკოგონმა.
“ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს მომსახურებას <…> რადგან ვართ ოპერატორი, რომელიც რეალურად დამოუკიდებელია რუსეთისგან” – ციტირებს “რია ნოვოსტი” მის პასუხს “ფეისბუქის” ერთ-ერთი მომხმარებლის შეკითხვაზე.
შეგახსენებთ, რომ ახლახანს დიუსელდორფის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა Nord Stream 2-ის ოპერატორის – კომპანია Nord Stream 2 AG-ის, რომლის ერთადერთი აქციონერი რუსული სახელმწიფო გიგანტი კომპანია „გაზპრომია“, საჩივარი გერმანული მარეგულირებლის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელმაც პროექტი ევროკავშირის ბუნებრივი აირის დირექტივის გავლენის ქვეშ დატოვა.
ხსენებული დირექტივის თანახმად კი, დვერსიფიცირების მიზნით, Nord Stream 2, როგორც ევროკავშირის მილსადენი, ნაწილობრივ უნდა იყოს შევსებული ალტერნატიული მიმწოდებლის მიერ, ან მისი წილი ევროკავშირში უნდა ეკუთვნოდეს მესამე მხარის კომპანიას.
მაკოგონმა განმარტა, რომ უკრაინულ კომპანიას შეუძლია ხსენებული პირობის შესრულებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
ნინო სამადაშვილი