პოლიტიკა

ენერგორესურსები სერიოზული სტიმულია რეგიონალური ინტეგრაციისთვის

ენერგორესურსები სერიოზული სტიმულია რეგიონალური ინტეგრაციისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ენერგორესურსები არის სერიოზული სტიმული რეგიონალური ინტეგრაციისთვის. ამის შესახებ პრემიერმა საქართველო-არაბეთის გაერთიანებული საემიროების ბიზნესფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო წამყვანი როლი უნდა ითამაშოს ევროპისა და მეზობლების ენერგოუსაფრთხოების საკითხში. “ჩვენს ქვეყანაზე გადის მილსადენები ისე, რომ არ გადის რუსეთის ტერიტორიაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. “შაჰდენიზის” პროექტის 35 მილიონიანი ინვესტიცია სერიოზულად აძლიერებს და 60 მილიარდი კუბური მეტრის დამატებით ...

Read More »
საქართველო ავსტრიის პარტნიორობა

საქართველო ავსტრიის პარტნიორობა

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, საქართველო ავსტრიას, პარტნიორ ქვეყნად განიხილავს. მისი თქმით, საქართველომ უნდა გაიზიაროს ის გამოცდილება, რაც ავსტრიის ენერგეტიკის სფეროში არსებობს. კალაძის თქმით ქვეყანამ აუცლებლად უნდა გაიზიაროს ის გამოცდილება, რაც ავსტრიას თუნდაც ენერგეტიკის მიმართულებით აქვს. “ავსტრიას ჩვენს პარტნიორ ქვეყანად განვიხილავთ. შემიძლია ბევრი ვისაუბრო ენერგეტიკის მიმართულებით, თუ რამდენად მჭიდრო ურთიერთობა გააჩნია საქართველოსა და ავსტრიას. ინვესტიციას რაც შეეხება, ჯერ პირველი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ...

Read More »
აზერბაიჯანი ევროკავშირთან ენერგოდეკლარაციას აწერს ხელს

აზერბაიჯანი ევროკავშირთან ენერგოდეკლარაციას აწერს ხელს

თურქმენეთმა, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს ევროკავშირთან დეკლარაციას ენერგეტიკულ სფეროში. დეკუმენტს ხელი მოეწერა 1 მაისს აშხაბადში მიმდინარე შეხვედრის დროს, რომელშიც თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ნავთობისა და გაზის მინისტრები და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეები მხარს უჭერენ საიმედო, სტაბილური და გრძელვადიანი საერთაშორისო ენერგეტიკული თანამშრომლობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ენერგორესურსების მწარმოებლების, სატრანზიტო ქვეყნებისა და მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით. მათ ასევე ...

Read More »
რა მოცულობის ინვესტიციას ჩადებს EBRD ნენსკრას ჰესის მშენებლობაში?

რა მოცულობის ინვესტიციას ჩადებს EBRD ნენსკრას ჰესის მშენებლობაში?

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) ნენსკრას ჰესის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ განაცხადა, ბანკი მზადაა ჰესის მშენებლობის დაფინანსებაში მიიღოს მონაწილეობა. ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორი ჰიდროენერგეტიკაა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ მიმართულებით დავაფინანსოთ ნენსკრას პროექტი,” – განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ. საპარტნიორო ფონდი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებაზე კორეულ კომპანია K Water-თან ერთად მუშაობს. აღნიშნული ჰიდროელექტროსადგური სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე ...

Read More »
ჩაკრაბარტი: საქართველო დალოცვილია წყლის რესურსებით

ჩაკრაბარტი: საქართველო დალოცვილია წყლის რესურსებით

EBRD-ის პრეზიდენტის სუმა ჩაკრაბარტი აცხადებს, რომ საქართველო დალოცვილია წყლის რესურსებით და ამ რესურსებს სჭირდება როგორც ადგილზე მოვლა, ასევე მისი ექსპორტირება. როგორც სუმა ჩაკრაბარტი აღნიშნავს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში ფართო საფუძვლიანი პროგრამები აქვს, განსაკუთრებით ბოლო წლებში. “საქართველოში ჩვენ ფართო საფუძვლიანი პროგრამები გვაქვს, განსაკუთრებით ბოლო წლებში, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი მაჩვენებლები დავინახეთ. ჩვენ დაახლოებით 30-მდე პროექტი გვაქვს, რომლებიც 5 მილიონ ევროზე ...

Read More »
იბიარდის პრეზიდენტი საქართველოს 12 მაისს ეწვევა

იბიარდის პრეზიდენტი საქართველოს 12 მაისს ეწვევა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, იბიარდის (EBRD) პრეზიდენტი, სერ სუმა ჩაკრაბარტი, თბილისში 12 მაისს, ოფიციალური ვიზიტით, ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებსა და ბიზნესფორუმზე დასასწრებად ჩამოვა. სუმა ჩაკრაბარტი, საქართველოს პრეზიდენტ – გიორგი მარგველაშვილს, პრემიერმინისტრ – ირაკლი ღარიბაშვილს, ფინანსთა მინისტრ – ნოდარ ხადურსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე – გიორგი ქადაგიძეს შეხვდება. პრეზიდენტი – ჩაკრაბარტი და პრემიერმინისტრი – ღარიბაშვილი, მემორანდუმს მოაწერენ ხელს. მემორანდუმი, ...

Read More »
ხუდონჰესის მშენებლობა, შეიძლება 2 წლით გადაიდოს

ხუდონჰესის მშენებლობა, შეიძლება 2 წლით გადაიდოს

”მწვანე ალტერნატივა” მთავრობას მოუწოდებს, ხუდონჰესის ინვესტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გააუქმოს ხუდონჰესის მშენებლობის საკითხი ისევ გაურკვეველია. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამბობს, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე საუბარი ნაადრევია. გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმებას სთხოვს და აღნიშნავს, რომ ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ ”ტრანს ელექტრიკას” არც ოფისი გააჩნია და არც საქმიანობის წარმოებისთვის აუცილებელი ლიცენზია. ახალი ვადის მიხედვით, ხუდონჰესის მშენებლობა წლის ბოლოს უნდა დაიწყოს. ...

Read More »
მილიარდი ლარის მოლოდინში

მილიარდი ლარის მოლოდინში

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ გასულ წელსაც დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი გამართული სტრუქტურაა და გარდა იმისა, რომ მომხმარებელს ხარისხიან მომსახურებას უწევს, ინვესტიციების განხორციელების მხრივაც, ერთ-ერთი პირველია. მიმდინარე წელს ენერგეტიკის სექტორში მილიარდ ლარამდე ინვესტიციის მოლოდინია და ეს მოლოდინი რეალური ფაქტებით არის გამყარებული. ინვესტიციების გარდა, ენერგეტიკის სამინისტროს პრიორიტეტად მოსახლეობისთვის ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ჰიდრორესურსების რაციონალური ათვისება რჩება. ამასთან ერთად, ელექტროგადამცემი ხაზებისა და მაგისტრალების რეაბილიტაცია და ...

Read More »
კახა კალაძე ელ.ენერგიის ტარიფის დათვლის შესახებ განაცხადის წარდგენას აჟიოტაჟის საფუძვლად არ მიიჩნევს

კახა კალაძე ელ.ენერგიის ტარიფის დათვლის შესახებ განაცხადის წარდგენას აჟიოტაჟის საფუძვლად არ მიიჩნევს

თუ რომელიმე კომპანიამ ვალუტის კურსის ცვლილების გამო მიიღო ზარალი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და არა აჟიოტაჟის საფუძველი. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ავრცელებს. ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.”გვსურს, მოსახლეობას განმარტება მივცეთ მარეგულირებელ კომისიაში ტარიფების დათვლაზე განაცხადების წარდგენასთან დაკავშირებით, ვინაიდან ინფორმაცია ამის შესახებ ბევრმა არასწორად აღიქვა. ენერგეტიკაში, სახელმწიფო თუ კერძო ...

Read More »
ენერგოსექტორში ინვესტიციების მოზიდვა გრძელდება

ენერგოსექტორში ინვესტიციების მოზიდვა გრძელდება

გასული კვირა, ენერგოსექტორის ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ხელი მოეწერა რამდენიმე პროექტის დაფინანსების ხელშეკრულებებს, ასევე, გაფორმდა რამდენიმე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ახალი ჰესების მშენებლობა, საქართველოს ერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, უდიდეს მნიშვნელობას ატარებს. ახალ ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის უარყოფითი ენერგობალანსის შემცირებას. “ნენსკრა ჰესის” პროექტზე 1 მილიარდი დოლარი დაიხარჯება და აქ გამომუშავებული ენერგია მთლიანად საქართველოში დარჩება” საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K Water-თან, რომელიც ...

Read More »