საქართველო ავსტრიის პარტნიორობა

საქართველო ავსტრიის პარტნიორობა

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, საქართველო ავსტრიას, პარტნიორ ქვეყნად განიხილავს. მისი თქმით, საქართველომ უნდა გაიზიაროს ის გამოცდილება, რაც ავსტრიის ენერგეტიკის სფეროში არსებობს.

კალაძის თქმით ქვეყანამ აუცლებლად უნდა გაიზიაროს ის გამოცდილება, რაც ავსტრიას თუნდაც ენერგეტიკის მიმართულებით აქვს.
“ავსტრიას ჩვენს პარტნიორ ქვეყანად განვიხილავთ. შემიძლია ბევრი ვისაუბრო ენერგეტიკის მიმართულებით, თუ რამდენად მჭიდრო ურთიერთობა გააჩნია საქართველოსა და ავსტრიას. ინვესტიციას რაც შეეხება, ჯერ პირველი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი განხორციელებულია, დაახლოებით, 20 მილიონის ინვესტიცია იქნა განხორციელებული ამ მიმართულევბით. ეს არის ავსტრიულ-ქართული ერთობლივი კომპანია და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც გაგრძელდება ეს თანამშრომლობა. ჩვენ აუცილებლად უნდა გავიზიაროთ ის დიდი გამოცდილება, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია ენერგეტიკის მიმარულებით და აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ,  რომ ის ურთიერთობები, რაც დღეს საქართველოსა და ავსტრიას გააჩნია, კიდევ უფრო გავაღრმავოთ და მეგობრული გავხადით”,-განაცხადა კახი კალაძემ.
ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტურმობს.

 

Leave a Reply