პოლიტიკა

შარლ მიშელი მოუწოდებს ევროკავშირს, დაუყოვნებლივ გადაწყვიტოს ენერგიაზე ფასების ზრდის საკითხი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მოუწოდებს ევროკავშირს, დაუყოვნებლივ გადაწყვიტოს ენერგიაზე ფასების ზრდის საკითხი. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკომისია ვერ დაელოდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის 14 სექტემბრის გამოსვლას, რომელიც ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსვლის საკითხებს შეეხება. „არ ერთი დღე არ უნდა დავკარგოთ. ეს სიახლე არ არის. ამ დებატებს დღეს არ ვიწყებთ. ამიტომ ჩვენ წარსულში რამდენჯერმე მოვიწვიეთ კომისია, რათა ...

Read More »

ევროკომისია: „გაზპრომის“ განცხადება სიცრუეა

ევროკომისია მიიჩნევს, რომ „გაზპრომმა“ ევროპას გაზი ცრუ საბაბით გაუთიშა. შესაბამისი განცხადება Twitter-ზეა ხელმისაწვდომი. „გაზპრომის“ განცხადება, რომ ის კიდევ ერთხელ აჩერებს NorthStream1-ით გაზის მიწოდებას მცდარი საბაბით, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ის არასანდო მომწოდებელია. ეს რუსეთის ცინიზმის კიდევ ერთი დასტურია, რადგან მას კონტრაქტების პატივისცემის ნაცვლად, გაზის დაწვა ურჩევნია“, – აცხადებს ევროკომისიის წარმომადგენელი. „გაზპრომი“ აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, ევროპისთვის გაზის მიწოდება ...

Read More »

„დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ რუსულ ნედლ ნავთობზე ფასის შეზღუდვა 5 დეკემბრიდან, ნავთობპროდუქტებზე კი 5 თებერვლიდან ამოქმედება

„დიდი შვიდეულის“ (G7) სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებენ, რამაც უნდა შეამციროს ნავთობის გაყიდვებიდან შემოსავალი და შეასუსტოს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების შესაძლებლობა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ რუსულ ნედლ ნავთობზე ფასის შეზღუდვა 5 დეკემბრიდან ამოქმედდება, ხოლო ნავთობპროდუქტებზე 5 თებერვლიდან. „ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს საერთო პოლიტიკურ განზრახვას, დავასრულოთ და განვახორციელოთ ყოვლისმომცველი აკრძალვა იმ სერვისებზე, რომელიც მთელ მსოფლიოში რუსული ...

Read More »

ნორვეგიული ნავთობკომპანია რუსეთს ტოვებს

ნორვეგიის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთიდან მთლიანად გავიდა. „Equinor-ს აღარ დარჩა აქტივები ან პროექტები რუსეთში”, – იტყობინება კომპანია. რუსეთის შეჭრიდან მეოთხე დღეს, 28 თებერვალს კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთიდან გასვლის პროცესს იწყებდა. წყარო: europetime.eu

Read More »

ევროპა თუ რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებს, რუსეთი უბრალოდ გაუთიშავს ევროპას გაზს – მედვედევი

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარს დაწესების შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მედვედევის თქმით, თუ ევროპა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რუსეთი, მარტივად უბრალოდ გაუთიშავს ევროპას გაზს. განცხადება გაკეთდა კრემლშიც. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ის კომპანიები რომლებიც საფასო ზღვარს დააწესებენ, რუსულ გაზს ვეღარ მიიღებენ. „ჩვენ მათთან არასაბაზრო პრინციპებით ...

Read More »

„ასეთი ნაბიჯი ენერგობაზრების მნიშვნელოვან დესტაბილიზაციამდე მიგვიყვანს“ – პესკოვი რუსული გაზის ზედა ზღვრის დაწესებაზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვი, მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვრის დაწესების შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, ის კომპანიები რომლებიც საფასო ზღვარს დააწესებენ, რუსულ გაზს ვეღარ მიიღებენ. „ჩვენ მათთან არასაბაზრო პრინციპებით არ ვითანამშრომლებთ. ერთი რამის დარწმუნებით თქმა შეიძლება – ასეთი ნაბიჯი ენერგობაზრების მნიშვნელოვან დესტაბილიზაციამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა პესკოვმა. წყარო: pia.ge

Read More »

ბორის ჯონსონი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგი იქნება ის, რომ დასავლეთის დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკულ იმპორტზე შემცირდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგი იქნება ის, რომ დასავლეთის დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკულ იმპორტზე შემცირდება. „რაღაც დადებითი გამოვა ამ კატასტროფიდან, პუტინის ომიდან, რადგან ევროპა უარს იტყვის რუსულ ნახშირწყალბადებზე. ჩვენ აღარ ვიქნებით დაუცველები შანტაჟის მიმართ და ჩვენ საგრძნობლად დავაჩქარებთ დიდი ხნის დაგვიანებულ რეფორმებს და სვლას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ, კერძოდ, ჩვენი ატომური მრეწველობისთვის მიყენებული ზიანის გამოსწორებით“, – აღნიშნა ...

Read More »

ებრაჰიმ რაისი: ბირთვული შეთანხმება ვერ განახლდება, თუ ინსპექტორები არ შეწყვეტენ ბირთვულ ობიექტებზე გამოძიებას

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს სახელმწიფოებთან ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენა შეუძლებელი იქნება, თუ გაეროს ბირთვული მეთვალყურეები არ შეწყვეტს გამოძიებას ირანის ბირთვულ ობიექტებზე აღმოჩენილი ბირთვული მასალის წარმოშობასთან დაკავშირებით. 29 აგვისტოს, ხელისუფლებაში პირველი წლის აღსანიშნავად გამართულ პრესკონფერენციაზე, რაისიმ ასევე განაცხადა, რომ ის კვლავაც ვერ ხედავს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრის აზრს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი, ორივე, მომავალ თვეში გაეროს გენერალურ ...

Read More »

აშშ-მ რუსული ლუკოილისთვის თვითმფრინავის ჩამორთმევის ბრძანება გასცა

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-მ რუსული ენერგეტიკული ფირმის, ლუკოილის კუთვნილი $45 მილიონის ღირებულების თვითმფრინავის, ბოინგ 737-ის ჩამორთმევის ბრძანება გასცა. იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ორდენის საფუძველი უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების დარღვევაა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში და რუსეთიდან ამერიკული წარმოების ავიალაინერების ფრენა აკრძალულია, ლუკოილის თვითმფრინავმა კი ეს აკრძალვა დაარღვია. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ამჟამად რუსეთის ტერტორიაზე იმყოფება. ამასთან ერთად, შეტყობინებას ორდერის გაცემის შესახებ აშშ გაუგზავნის ყველა ...

Read More »

რუსეთიდან ნახშირის ექსპორტი პარალიზებულია

რუსული ნახშირის გაყიდვები ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტის დაწყების შემდეგ შეჩერდა. რუსეთში უმსხვილეს სამთო კომპანია SUEK-ს ნახშირი აგვისტოს შუა რიცხვებიდან არ გაუგზავნია, წერს Bloomberg თავის წყაროებზე დაყრდნობით. ევროკავშირის ახალი შეზღუდვები ძალაში 10 აგვისტოს შევიდა. ახლა ევროპულ კომპანიებს ეკრძალებათ უზრუნველყონ სადაზღვევო და ფინანსური მომსახურება რუსული ნახშირის მიწოდებისთვის. ახლა რუსეთში კომპანიები ეძებენ ალტერნატიულ საექსპორტო მარშრუტებს, მაგრამ მათი განხორციელება ძვირი და შრომატევადი იქნება. ეს ...

Read More »