ბელგოროდში, ჭურვის ჩამოვარდნის გამო, ნავთობის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. „ისევ დაბომბვა განხორციელდა. ერთ-ერთი ჭურვი ბელგოროდის რაიონში, ნავთობბაზაზე მოხვდა“,- წერს გუბერნატორი „ტელეგრამზე“. მისი ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.
Read More »