ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინის გაზ-სატრანსპორტო სისტემაზე მიიტანოს იერიში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ რუსეთმა, ევროკავშირის შემდგომი შანტაჟის მიზნით, შესაძლოა, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე იერიში მიიტანოს, რათა შემდეგ ევროკავშირმა Nord Stream-2 აამოქმედოს.

“მათ მწყობრიდან გამოიყვანეს გაზსადენი Nord Stream-1. ამის მსგავსად, ისინი კიდევ რაღაცას ააფეთქებენ თავიანთ ტერიტორიაზე, რადგან ეს მათი სტილია. ისინი ამაში ჩვენ დაგვადანაშაულებენ და იერიშს მიიტანენ ჩვენს გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე. იტყვიან, ჩვენ რეაგირება მოვახდინეთო”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანის საზოგადოებრივ მაუწყებელ ZDF-თან ინტერვიუში.

ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, რუსეთი ასეთი შანტაჟით შეეცდება დააშინოს ევროკავშირი და აიძულოს ის გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის ამოქმედება, რაც, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროპამ არ უნდა დაუშვას.

წყარო: radiotavisupleba.ge

Leave a Reply