ინფრასტრუქტურა

ზელენსკი: უკვე მეორედ, რუსეთის პროვოკაციის შედეგად, ზაპოროჟიეს სადგურზე რადიაციულ კატასტროფამდე ერთი ნაბიჯი რჩებოდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას და მის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითხოვს, რათა თავიდან იყოს აცილებული რადიაციული კატასტროფა უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე (ZNPP). ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის შეჭრის 194-ე დღეს, ვიდეომიმართვაში განაცხადა. „რუსეთის მორიგი პროვოკაციული თავდასხმის გამო, ენერგოგადაცემის უკანასკნელი ხაზი დაზიანდა, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს უკრაინის ენერგოსისტემასთან აკავშირებდა. მეორე შემთხვევაა, როდესაც რუსეთის პროვოკაციის შედეგად, ზაპოროჟიეს სადგურზე რადიაციულ კატასტროფამდე ...

Read More »

უკრაინა ზაპოროჟიეს მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუაციისთვის ჰუმანიტარულ დერეფანს ითხოვს

უკრაინა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციისთვის რუსეთისგან ჰუმანიტარულ დერეფანს ითხოვს. ამ თემაზე ვიცეპრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა ფრანგულ ტელეარხ LCI-ზე ისაუბრა. ვერეშჩუკის ინფორმაციით, მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან მშვიდობიან მოსახლეობას რაც შეიძლება მალე სურს ევაკუაცია. მისივე თქმით, ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ვითარება კვლავ დაძაბულია დაბომბვის გამო. “ხალხი მასობრივად მოგვმართავს დახმარებისთვის. ისინი ცდილობენ დატოვონ სახიფათო ტერიტორია. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ რუსეთის ფედერაციას მოთხოვნით, უზრუნველყოს ...

Read More »

ოკუპანტებმა კრივი-რიჰში ნავთობბაზა დაბომბეს

უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰში, ნავთობის საცავი იწვის – ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა. “ძლიერი ხანძარია ნავთობის საცავში. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ნგრევის მასშტაბები და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება”, – წერს რეზნიჩენკო. მანამდე კრივი-რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვილკულმა სარაკეტო თავდასხმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და ხალხს თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდა.

Read More »

რუსმა ჰაკერებმა იტალიის ენერგეტიკის სააგენტო გატეხეს

ჰაკერულმა დაჯგუფებამ, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული, იტალიის ენერგეტიკულ დარგზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. დაჯგუფება BlackCat-მა განაცხადა, რომ ქსელიდან 700 გიგაბაიტი მონაცემები გაიტანა, რომელიც იტალიის ენერგეტიკის სააგენტოს GSE-ს მიერ კონტროლდებოდა. ჰაკერები ინტერნეტსივრცეში ინფორმაციის გავრცელებით იმუქრებოდნენ, თუკი მათი მოთხოვნები არ შესრულდებოდა. აღნიშნულ შეტყობინებას რამდენიმე შიდა საბუთის გამოსახულება ახლდა. რამდენიმე დღით ადრე GSE-მა გამოაცხადა, რომ ჰაკერული თავდასხმის ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს 2 წარმომადგენელი დარჩა

5 სექტემბერს IAEA-ს ინსპექტირების ჯგუფის ექვსი წარმომადგენლიდან ოთხმა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობა დაასრულა. მოსალოდნელია, რომ ობიექტზე ორი ექსპერტი დარჩება. ინფორმაციას „ენერგოატომი“ავრცელებს. მანამდე ცნობილი იყო, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 12-კაციანი ჯგუფიდან, რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ექვსი ექსპერტი დარჩა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიზიტის შედეგებიპარასკევს საღამოს, უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ, ვენის აეროპორტში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა. რაფაელ გროსის თქმით, უკრაინული და რუსული მხარეები შეთანხმდნენ, რომ ...

Read More »
TAP-ის მშენებლობა 2016 წლის 16 მაისს დაიწყება

Gascade ააგებს პირველ მილსადენს, რომელიც თხევად გაზს გერმანულ გაზის ქსელთან დააკავშირებს

გერმანიის მილსადენების ოპერატორმა Gascade-მა სამშაბათს განაცხადა, რომ ის უზრუნველყოფს პირველი მილსადენის აგებას, რომელიც დააკავშირებს გათხევადებულ ბუნებრივ აირს გერმანულ ქსელთან. Gascade-ის თანახმად, მილსადენი, რომლის სიგრძე რამდენიმე ასეული მეტრი იქნება, დააკავშირებს მცურავ საცავებს სადგურთან, რომელიც მდებარეობს ქალაქ ლუბმინთან ახლოს. მილსადენის მშენებლობა, რომლის მიწოდების სიმძლავრე დაახლოებით 6 გიგავატი იქნება საათში, უნდა დასრულდეს 2022 წლის ბოლომდე, განაცხადა Gascade-მა.

Read More »

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან სამხედრო ტექნიკის გატანა დაიწყეს

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან რუსეთის ატომენერგომაშის ქარხანაში ან მიმდებარე ტერიტორიებზე, დაახლოებით, 100 ერთეული სამხედრო ტექნიკაა გატანილი.  „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ოკუპანტებმა ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან მთელი სამხედრო ტექნიკა ამოიღეს. 100-მდე  ერთეული სამხედრო ტექნიკა გადანაწილდა ატომენერგომაშის ქარხანაში, დანარჩენი კი, უახლოეს დასახლებებში გადანაწილდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Read More »

ატომური სააგენტოს გენერალური დირექტორი: ყველაფერი ვნახეთ, გუნდზე ზეწოლა არ განხორციელებულა

საერთაშორისო ატომური სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე მუშაობის დროს გუნდზე ზეწოლა არ განხორციელებულა. „ვნახე რამდენიმე კომენტარი, რომ ჩვენ მოგვიწყვეს აღლუმი, თითქოს რაღაც არ გვანახეს. ჩვენ ვნახეთ ყველაფერი, რაც ვითხოვე, რომ მენახა. ვნახეთ ყველაფერი, რისი ნახვაც გვსურდა“, – განაცხადა გროსიმ. ჟურნალისტმა საერთაშორისო ატომური სააგენტოს გენერალურ დირექტორს ჰკითხა, რატომ არ ეთანხმება სააგენტო უკრაინის მოთხოვნას, ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციასთან დაკავშირებით. ...

Read More »

ატომური ენერგიის სააგენტოს ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ქსელიდან კვლავ გაითიშა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კავშირი ელექტროენერგიის მთავარ ქსელთან კვლავ გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს. „ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა კვლავ დაკარგა კავშირი ბოლო დარჩენილ გარე გადამცემ მთავარ ხაზთან, მაგრამ სადგური განაგრძობს ელექტროენერგიის მიწოდებას სარეზერვო ხაზის მეშვეობით“, – ნათქვამია განცხადებაში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სადგურის ორი მოქმედი ბლოკიდან დღეს ერთი გაითიშა ქსელის შეზღუდვების გამო. „ერთი რეაქტორი კვლავ მუშაობს და აწარმოებს ელექტროენერგიას, ...

Read More »

Reuters: უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად, რუსეთის პოზიციებს დაარტყეს

Reuters-ის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადე, რომ ქალაქ ენერგოდარის ირგვლივ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად, რუსეთის პოზიციებს დაარტყეს. გენშტაბის ცნობით, ქალაქ ხერსონისა და ენერგოდარის მიმდებარე რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შედეგად, მტრის სამი საარტილერიო სისტემა, საბრძოლო მასალის საწყობი და სამხედროები გაანადგურეს.

Read More »