ოკუპანტებმა კრივი-რიჰში ნავთობბაზა დაბომბეს

უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰში, ნავთობის საცავი იწვის – ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.

“ძლიერი ხანძარია ნავთობის საცავში. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ნგრევის მასშტაბები და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება”, – წერს რეზნიჩენკო.

მანამდე კრივი-რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვილკულმა სარაკეტო თავდასხმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და ხალხს თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდა.

Leave a Reply