ინფრასტრუქტურა

რუსეთის მასირებულმა სარაკეტო შეტევამ საფრთხე შეუქმნა უკრაინის 2 ატომურ ელექტროსადგურს

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე 15 ნოემბერს განხორციელებულმა მასირებულმა სარაკეტო შეტევამ საფრთხე შეუქმნა ხმელნიცკის და როვნოს ატომურ ელექტროსადგურებს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის თანახმად, უკრაინიდან მიღებული ინფორმაციით, ენერგოობიექტებზე დარტყმების შედეგად, ხმელნიცკის ატომურმა ელექტროსადგურმა კავშირი დაკარგა ყველა ელექტროგადამცემ ხაზთან და სადგურის ორი რეაქტორი გამოირთო. 16 ნოემბერს ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურს ენერგომომარაგება აღუდგა ორი სარეზერვო ხაზით. ერთ-ერთ ელექტროგადამცემ ...

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

აზერბაიჯანი ხანკენდში გაზსადენს ააშენებს

აზერბაიჯანი, აღდამიდან ხანკენდამდე, გაზსადენს ააშენებს. პროექტის განხორციელება 2025 წლიდანიგეგმება. გაზსადენის განშტოებებზე კონტროლის პუნქტები გაიხსნება. აღნიშნული პროექტის განხორციელებას, „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დიდი დაბრუნების სახელმწიფო პროგრამა“ ითვალისწინებს, რომელიც, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დაამტკიცა.

Read More »

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა კიდევ უფრო გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობამ 24.4 მლნ ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 12,2%-ით მეტია. ამის შესახებ „ინტერფაქს-აზერბაიჯანს“ აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტში განუცხადეს. იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური მილსადენებით ტრანსპორტირებული ნავთობის მთლიანი მოცულობიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნედლეულის 78,8% გადაიქაჩა. ამ მილსადენის გავლით ტრანზიტული ნავთობის მოცულობამ 4.1 მლნ ტონა შეადგინა, რაც 46,8%-იანი ზრდის მაჩვენებელია. ამჟამად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოთა ბლოკის ნავთობისა და ...

Read More »

რუსეთში, უკრაინის მოსაზღვრე ორლოვსკში ნავთობბაზა იწვის – გუბერნატორი დრონებით თავდასხმაზე საუბრობს

რუსეთის ორლოვსკის ოლქის სოფელ სტალნოი კონში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 180 კილომეტრში მდებარეობს, ნავთობბაზა იწვის. რეგიონის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მისი თქმით, “გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, სავარაუდოდ, დრონმა სტალნოი კონში ნავთობბაზა ააფეთქა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ”. მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, ნავთობსადენის “დრუჟბას” ტერმინალი დაზიანდა.

Read More »

ზელენსკი – რუსეთმა ძირითადად ენერგეტიკულ ობიექტებზე მიიტანა იერიში, დარტყმები კიდევ მოსალოდნელია

რუსეთმა ძირითადად ენერგეტიკულ ობიექტებზე მიიტანა იერიში, დარტყმები კიდევ მოსალოდნელია, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა. ზელენსკის თქმით, უკრაინა ყველაფერს გაუძლებს. „85 რაკეტა გამოუშვეს უკრაინის მიმართულებით, დაარტყეს ჩვენს ქალაქებს და ძირითადად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. გასაგებია, რაც მტერს სურს. ის ამას ვერ მიაღწევს. კიდევ წინ არის 20 დარტყმა. რაკეტები მოფრინავს. ასე რომ გთხოვთ, თავს გაფრთხილდით და ...

Read More »

უნგრეთს უკრაინის გავლით ნავთობის მიწოდება შეუწყდა

უნგრეთს „მილსადენ „მეგობრობის“ გავლით ნავთობის მიწოდება შეუწყდა. პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, უნგრეთში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაინიშნა. ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლთან კოვაჩი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ავრცელებს. „მილსადენ „მეგობრობის“ გავლით ნავთობის მიწოდების შეწყვეტასთან და პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდანასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თავდაცვის საბჭოს შეხვედრა მოიწვია“, – წერს ზოლთან კოვაჩი.

Read More »

ოლივერ ვარჰეი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, დღეს, თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ის მნიშვნელოვანი პროექტები დაასახელა, რომლიც ევროკავშირისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. „ჩამოვთვალე ის საკვანძო პროექტები, რომელიც ფლაგმანურია ჩვენთვის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შავი ზღვის ელექტროკაბელი. რომელიც მწვანე ენერგიას მოიტანს საქართველოდან ევროპაში. იმედი მაქვს, რომ ეს მყისიერად გამოიწვევს განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციებს საქართველოში. ჰიდრო, მზის და სხვა მიმართულებით და საქართველო ...

Read More »

მტკვარი ჰესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო – თანაინვესტირების ფონდი მიზეზებს განმარტავს

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი მტკვარი ჰესს ექსლუატაციაში 2024 წლის პირველ კვარტალში გაუშვებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ფონდში განუცხადეს, ჰესზე ძირითადი სამუშოების დასრულება 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა, თუმცა, ვადების გადაწევა გამოწვეული იყო პანდემიის პერიოდში წარმოქმნილი შეფერხებებით როგორც მშენებლობის პროცესში ასევე მასალების მოწოდების კუთხით. მათივე განმარტებით,  პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება შეადგენს $232 მილიონს შეადგენს. 2014 წელს თანაინვესტირების ფონდმა მრავალი წლის მანძილზე გაჩერებული პროექტი სრულად შეისყიდა ...

Read More »

რა ცდები ტარდებოდა მცხეთის ბირთვულ რეაქტორში, რომელიც ოდესღაც საქართველოს ატომური ფიზიკის კერა იყო

იყო დრო, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში მეც­ნი­ე­რე­ბა ერთ-ერთ მო­წი­ნა­ვე სფე­როდ ით­ვლე­ბო­და. ქვე­ყა­ნა მსოფ­ლიო პროგ­რესს ფეხ­და­ფეხ მიყ­ვე­ბო­და. ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის, ინ­ჟინ­რე­ბი­სა და კონ­სტრუქ­ტო­რე­ბის ქმნი­ლე­ბე­ბი და გა­მო­გო­ნე­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბას ჰპო­ვებ­დნენ. მცი­რე ზო­მის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მან­ქა­ნათმშე­ნებ­ლო­ბის ინ­დუსტრი­ის ათე­უ­ლო­ბით ობი­ექტს ფლობ­და. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და, ბირ­თვუ­ლი რე­აქ­ტო­რიც გვქონ­და. მცხე­თას­თან გან­თავ­სე­ბულ კვლე­ვით ლა­ბო­რა­ტო­რი­ას და იქ მდე­ბა­რე ბირ­თვულ რე­აქ­ტორს, საბ­ჭო­თა ატო­მუ­რი მრეწ­ვე­ლო­ბის და ბირ­თვუ­ლი ფი­ზი­კის სფე­რო­ებ­ში თა­ვი­სი ად­გი­ლი ეკა­ვა. ბირ­თვუ­ლი ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი „ნენსკრა-ჰესის“ ინვესტორი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ნენსკრა-ჰესის“ ინვესტორი კომპანიის, K-Water-ის აღმასრულებელ დირექტორს პარკ ჯე-ჰიონს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. „ხაზი გაესვა მდგრადი და განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ინვესტორებს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს სთავაზობს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დიდი ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს მონაწილეობა. მთავრობის მეთაურის თქმით, „ნენსკრა -ჰესი“ ...

Read More »