ოლივერ ვარჰეი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, დღეს, თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ის მნიშვნელოვანი პროექტები დაასახელა, რომლიც ევროკავშირისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ჩამოვთვალე ის საკვანძო პროექტები, რომელიც ფლაგმანურია ჩვენთვის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შავი ზღვის ელექტროკაბელი. რომელიც მწვანე ენერგიას მოიტანს საქართველოდან ევროპაში.

იმედი მაქვს, რომ ეს მყისიერად გამოიწვევს განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციებს საქართველოში. ჰიდრო, მზის და სხვა მიმართულებით და საქართველო გახდება სუფთა ენერგიის ექსპორტიორი.

მეორე პროექტია შავი ზღვის ინტერნეტკაბელი. რომელიც ჩახსნის საქართველოს ბოლო დამოკიდებულებას რუსეთზე და თავისუფლება დამყარდება ამ სფეროშიც.

ასევე საუბარი გვაქვს პორტების განვითარებასა და საზღვაო ტრანსპორტირების არსებულ მარშრუტებს აღვადგენთ. ეს მნიშვნელოვანია. ამას ექნება ახალი განზომილების მოცემის შესაძლებლობა“, – განაცხადა ვარჰეიმ.

Leave a Reply