რა ცდები ტარდებოდა მცხეთის ბირთვულ რეაქტორში, რომელიც ოდესღაც საქართველოს ატომური ფიზიკის კერა იყო

იყო დრო, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში მეც­ნი­ე­რე­ბა ერთ-ერთ მო­წი­ნა­ვე სფე­როდ ით­ვლე­ბო­და. ქვე­ყა­ნა მსოფ­ლიო პროგ­რესს ფეხ­და­ფეხ მიყ­ვე­ბო­და. ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის, ინ­ჟინ­რე­ბი­სა და კონ­სტრუქ­ტო­რე­ბის ქმნი­ლე­ბე­ბი და გა­მო­გო­ნე­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბას ჰპო­ვებ­დნენ. მცი­რე ზო­მის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მან­ქა­ნათმშე­ნებ­ლო­ბის ინ­დუსტრი­ის ათე­უ­ლო­ბით ობი­ექტს ფლობ­და. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და, ბირ­თვუ­ლი რე­აქ­ტო­რიც გვქონ­და.

მცხე­თას­თან გან­თავ­სე­ბულ კვლე­ვით ლა­ბო­რა­ტო­რი­ას და იქ მდე­ბა­რე ბირ­თვულ რე­აქ­ტორს, საბ­ჭო­თა ატო­მუ­რი მრეწ­ვე­ლო­ბის და ბირ­თვუ­ლი ფი­ზი­კის სფე­რო­ებ­ში თა­ვი­სი ად­გი­ლი ეკა­ვა.

ბირ­თვუ­ლი რე­აქ­ტო­რის მშე­ნებ­ლო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კოსს, სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის ლა­უ­რე­ატ ელეფ­თერ ან­დრო­ნი­კაშ­ვილს ეკუთ­ვნო­და. შე­სა­ბა­მი­სი წი­ნა­და­დე­ბით ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი 1957 წელს გა­მო­ვი­და. იდე­ას ბევ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ყავ­და. თუმ­ცა რე­აქ­ტო­რის არ­სე­ბო­ბას თა­ვი­სი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბიც ჰქონ­და. სა­ქარ­თვე­ლოს მი­ე­ცე­მო­და ფარ­თო სა­მოქ­მე­დო არე­ა­ლი ფი­ზი­კის, ბი­ო­ლო­გი­ის, ქი­მი­ი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბა­თა სხვა დარ­გებ­ში.

კვლე­ვი­თი რე­აქ­ტო­რის ექ­სპლუ­ა­ტა­ცია შე­უ­ფერ­ხებ­ლად და ყო­ველ­გვა­რი ინ­ცი­დენ­ტე­ბის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რე­აქ­ტო­რის ინ­ტენ­სი­უ­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის შე­დე­გად, ის თან­და­თან ბირ­თვულ ტექ­ნო­ლო­გი­ურ კომ­პლექ­სად ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

აქ სრულ­დე­ბო­და სა­კავ­ში­რო სა­მეც­ნი­ე­რო პროგ­რა­მე­ბი. სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით ძა­ლი­ან და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბის (მაქ­სი­მა­ლუ­რი -269 გრა­დუ­სი) მიღ­წე­ვის წყა­ლო­ბით, ტარ­დე­ბო­და კოს­მო­სურ ტექ­ნი­კა­ში გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბის უნი­კა­ლუ­რი კვლე­ვე­ბი. ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის შე­დე­გე­ბის მა­ღალ სი­ზუს­ტეს რა­დი­ა­ცი­უ­ლი ფო­ნიც უწყობ­და ხელს.

ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე მომ­ხდა­რი კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ, სსრკ-ს ბირ­თვულ ობი­ექ­ტებ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი გამ­კაცრ­და.

1980-იანი წლე­ბის ბო­ლოს, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­წყე­ბულ­მა ეროვ­ნულ­მა მოძ­რა­ო­ბამ, მცხე­თას­თან ატო­მუ­რი რე­აქ­ტო­რის არ­სე­ბო­ბას სა­ბო­ლოო წერ­ტი­ლი და­უს­ვა. ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბით მარ­თუ­ლი ხალ­ხი, ქვე­ყა­ნა­ში ატო­მუ­რი რე­აქ­ტო­რის არ­სე­ბო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას ეჭ­ვის ქვეშ აყე­ნებ­და. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში რე­აქ­ტო­რის გა­ჩე­რე­ბას და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­დან გა­მოყ­ვა­ნას მო­ი­თხოვ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნის არმ­ქო­ნე ხალ­ხის მა­სე­ბი მო­სა­ლოდ­ნელ “საფრ­თხე­ებ­ზე” სა­უბ­რობ­დნენ. არა­და, ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის 30 წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ობი­ექ­ტზე ერთი მცი­რე ავა­რი­აც არ მომ­ხდა­რა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზე­წო­ლით, რო­მე­ლიც თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო მო­მა­ვალ­ზე ზრუ­ნავს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, 1990 წელს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ამ ობი­ექ­ტის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­დან გა­მოყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტა. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ბირ­თვუ­ლი რე­აქ­ტო­რი­სა და დიდი სა­მეც­ნი­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა.

სა­ჭი­რო თან­ხე­ბის არ­ქო­ნის გამო, დე­მონ­ტა­ჟის ნაც­ვლად, გა­თი­შუ­ლი რე­აქ­ტო­რი და მისი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი და­ა­ბე­ტო­ნეს. მარ­თვის პუნ­ქტში რე­აქ­ტო­რის გა­ჩე­რე­ბის დროა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

რე­აქ­ტო­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში 1960 წელს შე­ვი­და. მცხე­თის რე­აქ­ტო­რად ცნო­ბი­ლი ობი­ექ­ტი “მუ­ხათ­გვერ­დის გა­მო­ყე­ნე­ბი­თი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრი” იყო. თა­ვად რე­აქ­ტო­რი­სა და მისი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო ინფრა­ს­ქტრუქ­ტუ­რის გარ­და, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თხე­ვა­დი აზო­ტი­სა და ჰე­ლი­უ­მის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის სად­გუ­რე­ბი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სე­ბი მდე­ბა­რე­ობ­და. ერთ დროს ეს ად­გი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ატო­მუ­რი ფი­ზი­კის კერა იყო. ობი­ექ­ტზე მო­მუ­შა­ვე 300-მდე ადა­მი­ა­ნი სხვა­დას­ხვა ცდებ­სა და ექ­სპე­რი­მენ­ტებს ატა­რებ­და.

წყარო: ambebi.ge

Leave a Reply