რუსეთის ორლოვსკის ოლქის სოფელ სტალნოი კონში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 180 კილომეტრში მდებარეობს, ნავთობბაზა იწვის.
რეგიონის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მისი თქმით, “გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, სავარაუდოდ, დრონმა სტალნოი კონში ნავთობბაზა ააფეთქა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ”.
მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, ნავთობსადენის “დრუჟბას” ტერმინალი დაზიანდა.