ინფრასტრუქტურა

ლევან დავითაშვილი – ​AGRI-ის პროექტმა, რომელიც გულისხმობდა ევროპისთვის საქართველოს გავლით კასპიის ზღვის გაზის მიწოდებას, წელს განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა

პროექტმა AGRI-მ, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს ჯერ კიდევ 2015 წელს ჰქონდათ დაწყებული და გულისხმობდა საქართველოს გავლით კასპიის ზღვის გაზის მიწოდებას ევროპისთვის, მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელმაც „NLG ტერმინალის“ მშენებლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. ლევან დავითაშვილის ...

Read More »

მაკეევკაში ოკუპანტების ნავთობის ბაზას ცეცხლი გაუჩნდა

ოკუპირებულ მაკეევკაში, ნავთობსაცავის ტერიტორიაზე ცეცხლი საწვავის ორი ავზსა და სამ სტაციონარულ კონტეინერს გაუჩნდა, – იუწყებიან რუსი სამხედროები. მათი ცნობით, მიზეზი იერიში გახდა. საწვავის ბაზა ანტროპოვას ქუჩაზე, ქალაქის ჩერვონოგვარდეისკის რაიონშია განთავსებული. შეტყობინება ხანძრის შესახებ კიევში დილის 3:06 საათზე მიიღეს. მას სირთულის მესამე ხარისხის კვალიფიკაცია მიენიჭა.

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაბომბვა ცეცხლთან თამაშია

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან განხორციელებული დაბომბვა ცეცხლთან თამაშია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის თქმით, მთავარ ატომურ ელექტროსადგურთან აფეთქებები სრულიად მიუღებელია. „ვინც ამის უკან დგას, ეს სასწრაფოდ უნდა შეწყდეს, როგორც უკვე ბევრჯერ მითქვამს, ცეცხლს ეთამაშებით!“, – განაცხადა რაფაელ გროსიმ. დასავლური მედიის ინფორმაციით, რეაქტორები გამორთულია, მაგრამ არსებობს რისკი, რომ ბირთვული საწვავი შეიძლება, გადახურდეს, თუ ელექტროენერგია, რომელიც ამოძრავებს ...

Read More »

ესტონეთი უკრაინას 13 ელექტროგენერატორს საჩუქრად გადასცემს

ესტონეთი უკრაინას, 27 საქალაქო ავტობუსსა და 13 ელექტროგენერატორს საჩუქრად გადასცემს. უკრაინაში ავტობუსების გაგზავნის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, და აღნიშნა, რომ უკრაინას სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, ჰუმანიტარული დახმარებაც სჭირდება. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ტალინის ხელისუფლებასთან ერთად, უახლოეს მომავალში უკრაინაში, სასწრაფო დახმარების ორი მანქანის გაგზავნას გეგმავს. წყარო: europetime.eu

Read More »
ნორვეგიელები მცურავი გვირაბების აშენებას აპირებენ

შავ ზღვაში გაზსადენის მილების გაყვანის პროცესი დასრულდა

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ფატიჰ დონმეზის თქმით, შავი ზღვაში, საქარიას საბადოს მიმართულებით გაზსადენის მილების გაყვანის პროცესი დასრულდა. ფატიჰ დონმეზის ინფორმაციით, შავ ზღვაში აღმოჩენილი თურქეთის საბადოების რესურსების გამოყენება 25-30 წლის განმავლობაშია შესაძლებელი. დონმეზმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთს ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემა ზამთრის სეზონზე არ შეექმნება. „არ არის მოსალოდნელი ტარიფების ცვლილებაც“. მინისტრი ასევე შეეხო რუსეთთან ერთად შავი ზღვის სანაპიროზე, სინოპში, კიდევ ერთი ...

Read More »

ძლიერი აფეთქება სანკტ-პეტერბურგში – წინასწარი მონაცემებით, აფეთქებულია გაზსადენი

19 ნოემბერს დღისით აფეთქება მოხდა „ბელოუსოვო-ლენინგრადის“ მაგისტრალის გაზსადენზე, რასაც შემდგომში ხანძარი მოჰყვა. კომპანია „გაზპრომ სანქტ-პეტერბურგის“ ცნობით, რაც შემდეგ გუბერნატორმა, ალექსანდრ დროზდენკომაც დაადასტურა თავის ტელეგრამის არხში, – აფეთქება მოხდა პეტერბურგის საზღვართან სოფლებს, ბერნგარდოვკასა და კოვალიოვოს შორის. ლენინგრადის რეგიონის გუბერნატორი დარწმუნებულია, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და არ არსებობს ხანძრის საცხოვრებელ ადგილებში გავრცელების საშიშროება.

Read More »

მსოფლიო IAEA მოუწოდებს რუსეთს, თავისი ჯარები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან დაუყოვნებლივ გაიყვანოს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან. გაერო-ს 35 ქვეყნის საბჭომ, რომელიც ქვეყნების ატომურ ენერგეტიკას აკვირდება, უკრაინაში ომის დაწყებიდან მესამე რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მოუწოდებს რუსეთს – უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე ყველა საქმიანობა შეწყვიტოს. ამის შესახებ დახურულ შეხვედრაში მონაწილე დიპლომატებმა განაცხადეს. ამასთან, Reuters-მა რეზოლუციის ტექსტი მოიპოვა, რომელშიც ნათქვამია, რომ „მმართველთა საბჭო გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას იმის ...

Read More »

რუსებმა აღმოსავლეთ უკრაინაში გაზის მწარმოებელი კომპანია Naftogaz Ukrainy დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში გაზის მწარმოებელი კომპანია Naftogaz Ukrainy დაბომბეს. კომპანიის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ხუთშაბათს დაიწყო გაზის საწარმო “უკრასდობიჩის” მასიური დაბომბვა. განადგურებულია რამდენიმე ობიექტი, ზოგი კი დაზიანებულია. ხანძარი საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა ჩააქრო. Naftogaz Ukrainy-ის გამგეობის თავმჯდომარის, ოლექსი ჩერნიშევის ინფორმაციით, დაზიანებულ ობიექტებზე სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც თავდასხმის შედეგებსა და მასშტაბებს შეაფასებენ და დადგინდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.

Read More »

შვედეთის პროკურატურა – „ჩრდილოეთ ნაკადის“ დაზიანებულ მონაკვეთებზე აღმოჩენილია ასაფეთქებლის კვალი

გამოძიებამ „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენების დაზიანებული მონაკვეთების ადგილას ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინა, რაც ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა დივერსიას. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ შვედეთის პროკურატურაში განაცხადეს. „ჩრდილოეთ ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ მილსადენებზე ოთხ ადგილას დაზიანების მიზეზებს შვედეთისა და დანიის ხელისუფლებები იძიებენ. გაზსადენები ბალტიის ზღვის გავლით რუსეთსა და გერმანიას აკავშირებენ. როგორც გასულ თვეს დანიის პროკურატურამ განაცხადა, წინასწარმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ...

Read More »

გუდაურის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” გუდაურის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ტექნიკური ჯგუფის მიერ ძველი დაზიანებული ამორტიზებული ონკანების ნაცვლად ახალი დამონტაჟდა. რეაბილიტაცია შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ წინასაავარიო მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის განხორციელდა. ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში უკვე მიმდინარეობს, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ...

Read More »