მაკეევკაში ოკუპანტების ნავთობის ბაზას ცეცხლი გაუჩნდა

ოკუპირებულ მაკეევკაში, ნავთობსაცავის ტერიტორიაზე ცეცხლი საწვავის ორი ავზსა და სამ სტაციონარულ კონტეინერს გაუჩნდა, – იუწყებიან რუსი სამხედროები.

მათი ცნობით, მიზეზი იერიში გახდა.

საწვავის ბაზა ანტროპოვას ქუჩაზე, ქალაქის ჩერვონოგვარდეისკის რაიონშია განთავსებული.

შეტყობინება ხანძრის შესახებ კიევში დილის 3:06 საათზე მიიღეს. მას სირთულის მესამე ხარისხის კვალიფიკაცია მიენიჭა.

Leave a Reply