გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან განხორციელებული დაბომბვა ცეცხლთან თამაშია.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის თქმით, მთავარ ატომურ ელექტროსადგურთან აფეთქებები სრულიად მიუღებელია.
„ვინც ამის უკან დგას, ეს სასწრაფოდ უნდა შეწყდეს, როგორც უკვე ბევრჯერ მითქვამს, ცეცხლს ეთამაშებით!“, – განაცხადა რაფაელ გროსიმ.
დასავლური მედიის ინფორმაციით, რეაქტორები გამორთულია, მაგრამ არსებობს რისკი, რომ ბირთვული საწვავი შეიძლება, გადახურდეს, თუ ელექტროენერგია, რომელიც ამოძრავებს გაგრილების სისტემას, შეწყდება. დაბომბვას არაერთხელ გაუწყვეტია ელექტროგადამცემი ხაზები.
სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ გასული დღის განმავლობაში ევროპის ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურთან ათზე მეტი აფეთქება მოხდა. კიევი და მოსკოვი აფეთქებებში ერთმანეთს ადანაშაულებენ.