ინფრასტრუქტურა

გოლეთიანი: ვიდრე ხეობა ბოლომდე არ გაიწმინდება ტექნიკისგან, აქ ვრჩებით

რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი მეტრონომთან საუბრისას კომპანია “ენკას” ფინანსურ ანგარიშს ეხმაურება, რომლის თანახმადაც კომპანიამ საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა. გოლეთიანის თქმით, კომპანიას დემონტაჟი ორი თვეა დაწყებული აქვს, მაგრამ ხელისუფლება ცდილობს, მუდმივად გაასაიდუმლოოს პროცესი. მისი თქმით, რიონის ხეობის მცველები ჯერჯერობით გუმათში რჩებიან. “ჩვენ ვრჩებით ჯერჯერობით გუმათში. ვიდრე ხეობა ბოლომდე არ გაიწმინდება ტექნიკისგან, აქ ვრჩებით. საზოგადოებას ჩვენ მაინც ხო უნდა მოვუყვეთ, ...

Read More »

კომპანია „ენკამ“ საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა

კომპანია „ენკამ“ მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა – ამის შესახებ ENKA Insaat-ის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ფინანსურ ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოსა და „ენკა რინიუებლზს“ შორის „ნამახვაჰნესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული საინვესტიციო ხელშეკრულება ოფიციალურად არის გაწყვეტილი. ამასთან, ფინანსურ ანგარიშში მითითებულია, რომ კომპანიამ „ნამახვანჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის გაწეული ინვესტიცია და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა 40.4 მილიონი დოლარის ოდენობით ჩამოწერა. „ნამახვანჰესის“ მშენებლობისთვის ჯამურად „ენკა“ საქართველოში 800 მილიონი ...

Read More »

გოლეთიანი: ნამოხვანში ვიმარჯვებთ, „ენკას“ ინფრასტრუქტურის დემონტაჟი დაწყებული აქვს

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელიც ნამახვანჰესს აშენებდა, ხეობას ტოვებს და საკუთარი ბაზების დემონტაჟს ახორციელებს. „აქ, ნამოხვანში ვიმარჯვებთ და სულ მალე ეს გამარჯვება გაფორმდება, იმიტომ, რომ „ენკას“ თავისი ინფრასტრუქტურის დემონტაჟი დაწყებული აქვს და გააქვს, ნაწილი ტექნიკისა გაიტანა კიდეც. ვიდრე ხეობა მთლიანად არ გათავისუფლდება და ჩვენი თვალით არ ვნახავთ, მანამდე არ ვტოვებთ აქაურობას, ...

Read More »
"ენგურჰესზე" ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების შეხვედრა გაიმართა

ენგურჰესი შეფერხებით მუშაობს – გამომუშავების 80%-ს ოკუპირებული აფხაზეთი მოიხმარს

წყლის სიმცირის გამო ენგურჰესი ისევ მინიმალური დატვირთვით მუშაობს. გამომუშავება დღე-ღამეში 2-2.5 მლნ კვტ/სთ-ს არ აღემატება. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა, გამომუშავებულ ელექტროენერგიის 80%-ს ოკუპირებული აფხაზეთი მოიხმარს. „წყალსაცავში წყლის დონე დაბალია. ზღვის დონიდან დაახლოებით 415 მეტრი. სანამ წყლის ჩამონადენი არ მოიმატებს, ანუ აპრილის შუა რიცხვებამდე, ენგურჰესი გამომუშავებას ვერ გაზრდის. ამჟამად ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგიის 80% აფხაზებს მიაქვთ, რაც ...

Read More »

ნიჟნი ნოვგოროდში ლუკოილის შვიდი საწვავის ტანკერი იწვის

ნიჟნი ნოვგოროდში, ქსტოვსკის რაიონში ლუკოილის ნავთობის საცავში შვიდი საწვავის ტანკერი იწვის. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ლუკოილის სტრუქტურის ნავთობის საცავში ცეცხლი გაუჩნდა საწვავის 7 ტანკერს. თითოეული ტანკერი შეიცავს დაახლოებით 30 კუბურ მეტრ ნავთობპროდუქტს. ლუკოილის  პრესსამსახურის ცნობით, ხანძარი ქსტოვოს ნავთობის საცავში გაჩნდა, როდესაც  საწვავის ტანკერი ივსებოდა. მსხვერპლი და დაშავებული არ ყოფილა. მიმდებარე შენობებსა და ნაგებობებს საფრთხე არ ემუქრება.

Read More »

ჩერნობილის მახლობლად, ტყეში ხანძარია

უკრაინის პარლამენტის ინფორმაციით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან არსებულ ტყესთან ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტყის ხანძარი, სავარაუდოდ, გამოწვეულია საარტილერიო დაბომბვით ან განზრახ ცეცხლის წაკიდებით. მათივე ცნობით, ხანძარი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა გაჩენილი და ამ ეტაპზე რუსული შენაერთების მხრიდან მისი ჩაქრობის მცდელობა არ ყოფილა. უკრაინის სპეციალური კომუნიკაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ეს ზრდის შეშფოთებას, რომ რადიაციული კვამლი შეიძლება, გავრცელდეს.

Read More »

იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ენერგო-ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

20 მარტს იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ენერგო-ინფრასტრუქტურაზე ინტენსიური იერიში მიიტანეს. ჰუსიტების დაჯგუფებამ უპილოტო საფრენი აპარატების და რაკეტების საშუალებით იერიში განახორციელა ქალაქ ჯედაში მდებარე ნავთობ-გადამამუშავებელ ტერმინალზე. საუდის არაბეთის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ჰუსიტებმა მიზანში ამოიღეს თხევადი გაზის გადამამუშავებელი და ზღვის წყლის დესალინაციის სადგურები. წყაროს თანახმად, სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შიიტური დაჯგუფება ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ესხმის თავს საუდის არაბეთის და საამიროების კრიტიკულ ...

Read More »

გაერო: ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალის ნაწილის ჩანაცვლება მოხერხდა

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტექნიკური და უსაფრთხოების პერსონალის ნახევარი სხვა უკრაინელმა თანამრომლებმა ჩაანაცვლეს. ინფორმაციას გაეროს ბირთვული მეთვალყურე ავრცელებს. პერსონალმა ადგილზე უწყვეტ რეჟიმში, 3 კვირაზე მეტი გაატარეს, მას შემდეგ რაც რუსმა ოკუპანტებმა ატომური ელექტროსადგური დაკავება მოახერხეს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) უკრაინულ მხარეზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ბოლო კვირებში მათი მდგომარეობა კრიტიკული იყო, რადგან საკვებზე, წყალსა და აუცილებელ მედიკამენტებზე წვდომა ახლო მომავალში აღარ ექნებოდათ. “მათ იქ ძალიან დიდი დრო ...

Read More »

ალექსეი დანილოვი – ტერორისტებმა ორი ატომური ელექტროსადგური დაიკავეს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო კი, დუმს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სთხოვს, ჩავიდნენ რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურებში, იქ არსებული ნორმების შესაბამისობაზე დასაკვირვებლად. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. „რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა, ეს უკვე დადასტურდა. მაგრამ ახლა ის ასევე არის ბირთვული ტერორისტული ქვეყანა და დღეს ინსტიტუცია, რომელსაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ჰქვია, უნდა ჩარეულიყო ამ ...

Read More »
ახალი გაზსადენი ევროპას რუსული ზეწოლისგან გაათავისუფლებს

გერმანია ნორვეგიასთან წყალბადის მილსადენის მშენებლობას განიხილავს

გერმანია და ნორვეგია განიხილავენ ორი ქვეყნის დამაკავშირებელი წყალბადის მილსადენის მშენებლობას, რათა შეამცირონ ევროპის დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე. ქვეყნები უახლოეს მომავალში ჩაატარებენ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას პროექტზე, რომელიც მწვანე წყალბადს ნორვეგიიდან გერმანიაში გადაიტანს. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გაჰრ შტორმა აღნიშნული საკითხი შეხვედრაზე განიხილეს. “მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში, ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ევროპისთვის ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარების დაჩქარება რუსული გაზისა ...

Read More »