ნიჟნი ნოვგოროდში, ქსტოვსკის რაიონში ლუკოილის ნავთობის საცავში შვიდი საწვავის ტანკერი იწვის. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ლუკოილის სტრუქტურის ნავთობის საცავში ცეცხლი გაუჩნდა საწვავის 7 ტანკერს. თითოეული ტანკერი შეიცავს დაახლოებით 30 კუბურ მეტრ ნავთობპროდუქტს.
ლუკოილის პრესსამსახურის ცნობით, ხანძარი ქსტოვოს ნავთობის საცავში გაჩნდა, როდესაც საწვავის ტანკერი ივსებოდა. მსხვერპლი და დაშავებული არ ყოფილა. მიმდებარე შენობებსა და ნაგებობებს საფრთხე არ ემუქრება.