ინფრასტრუქტურა

საქართველოს ენერგოსისტემა ენგურჰესის ელექტროენერგიას თანდათანობით კარგავს

პროექტ DAMAST-ის ფარგლებში გერმანელმა და ქართველმა მეცნიერებმა ენგურჰესზე ინოვაციური მონიტორინგის ტექნოლოგიები დანერგეს

გერ­მა­ნულ-ქარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ერო პრო­ექ­ტი DAMAST-ის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი დას­რუ­ლე­ბუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰიდ­რო­ელ­ექ­ტრო­სად­გუ­რე­ბის უს­აფ­რთხო და ეფ­ექ­ტუ­რი მუ­შა­ობ­ის­თვის მო­ნი­ტო­რინ­გის უახ­ლე­სი სის­ტე­მა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია. 5 წლი­ანი კვლე­ვი­თი და სა­ვე­ლე სა­მუ­შაოების შე­დე­გად გერ­მა­ნელ­მა და ქარ­თველ­მა მეც­ნი­ერ­ებ­მა ენ­გურ­ჰეს­ზე ინ­ოვ­აცი­ური მო­ნი­ტო­რინ­გის ტექ­ნო­ლო­გი­ები და­ნერ­გეს — დაკ­ვირ­ვე­ბა ხმე­ლეთ­ზე, წყალ­ზე და კოს­მო­სი­დან უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და მკვლევ­რებს ენ­გუ­რის კაშ­ხლის მდგო­მა­რე­ობ­ის შე­სა­ხებ ზუსტ მო­ნა­ცე­მებს აწ­ვდის. „კაშ­ხა­ლი, რო­გორც წე­სი, ძველ­დე­ბა და ეს არ არ­ის სა­ოც­რე­ბა, ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “ხობი 2 ჰესის” გვირაბის გაყვანის სამუშაოები დასრულდა

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყლის მიმდებარედ „ხობი 2 ჰესის“ გვირაბის გაყვანის სამუშაოები წარმატებით დასრულდა. საქართველოს ბანკის მიერ პროექტის მხარდასაჭერად 28 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია გამოიყო. სოფელ მუხურიდან  1.2 კმ-ის დაშორებით განთავსებული ჰესის სიმძლავრე 46.7 მეგავატს უტოლდება. პროექტი 6,658 მეტრის სიგრძის გვირაბს და სხვა ინფრასტრუქტურას აერთიანებს. პროექტს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია“ ახორციელებს. “ხობი 2 ჰესის” პროექტს საფუძველი 2015 ...

Read More »

Novatek Green Energy პოლონეთში გაზის ავზების აფეთქების საშიშროების შესახებ აცხადებს

პოლონეთში თხევადი ნავთობით სავსე 500-მდე სარკინიგზო ავზის უმოქმედობის გამო, შესაძლოა აფეთქება მოხდეს, განაცხადა Novatek Green Energy-მ. “სერიოზული და ძალიან რეალური საფრთხე დაკავშირებულია კომპანიის კონტროლის ჩამორთმევასთან და თხევადი გაზით სავსე 500-მდე ვაგონის შემდგომი ტრანსპორტირებისა და გადმოტვირთვის შეუძლებლობასთან”, – ნათქვამია განცხადებაში. კომპანია აქტორებს სასწრაფო მოქმედებისკენ მოუწოდებს, რათა პროპან-ბუტანის გაზი გადაზიდვის ტერმინალში დაუყოვნებლად შევიდეს. 26 აპრილს პოლონეთმა სანქციები დააწესა ფიზიკური და იურიდიული პირის ...

Read More »

კიევმა გაეროს ატომურ სააგენტოს აცნობა, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე თავისი ექსპერტები მიავლინა

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო იტყობინება, რომ კიევმა მას აცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთმა ატომური ენერგეტიკის სპეციალისტები მიავლინა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ზაპოროჟიის ელექტროსადგურზე სამეთვალყურეოდ. ატომურ სადგურს, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშაა, ჯერ კიდევ მართავს უკრაინული პერსონალი. ამის ფონზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს რუსეთისა და უკრაინის ჯარებს შორის. ზაპოროჟიის ატომური სადგური გაეროს ატომური სააგენტოს შეშფოთების ობიექტად რჩება. სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ მარიანო გროსიმ 29 აპრილს ...

Read More »

Shell-მა დაიწყო მოლაპარაკებები “გაზპრომთან” ერთობლივ პროექტში “სახალინ-2”-ში წილის გაყიდვის თაობაზე

აქტივით ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაინტერესებული იყოს სხვა ვინმე, გარდა ჩინეთის სახელმწიფო კორპორაციებისა, ამიტომ გარიგება, სავარაუდოდ, ბრიტანული კომპანიისთვის არახელსაყრელი პირობებით დაიდება, აღნიშნავენ ისინი. კომპანია მოლაპარაკების ადრეულ ეტაპებზეა ჩინურ სახელმწიფო კორპორაციებთან – Cnooc-თან, CNPC-თან და Sinopec-თან 27.5%-იანი წილის გაყიდვის შესახებ, განაცხადეს FT-ის წყაროებმა. Shell-მა “გაზპრომთან” ერთობლივი პროექტებიდან, მათ შორის “სახალინ-2”-დან და “ჩრდილოეთ ნაკადი-2”-დან გასვლის შესახებ, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში განაცხადა. ჯგუფმა ...

Read More »

გაერო-ს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი: ჩერნობილში რადიაციის დონე ნორმაზე მაღალია

ჩერნობილში რადიაციის დონე ნორმალურ ზღვარს აღემატება, – ამის შესახებ გაერო-ს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი საუბრობს. სააგენტოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ რადიაციის დონე ჩერნობილის ყოფილ ატომურ ელექტროსადგურზე, რუსეთის შეჭრის შემდეგ, “არანორმალურია”. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის მიერ ობიექტის ერთკვირიანი ოკუპაცია იყო “ძალიან, ძალიან საშიში”.

Read More »

პროექტში „სახალინ-2“, Shell-ის წილის ყიდვას ჩინეთი გეგმავს – იაპონია წინააღმდეგია

იაპონია შეშფოთებულია „სახალინ-2“-ის პროექტში ნავთობისა და გაზის წილის შესყიდვასთან დაკავშირებული ჩინეთის გეგმებით იაპონია აკვირდება ვითარებას Sakhalin-2 ნავთობისა და გაზის პროექტის გარშემო და ჩინეთის სახელმწიფო კომპანიების მიერ მასში ბრიტანული კორპორაცია Shell-ის წილის შესაძლო შესყიდვას. ამის შესახებ ჟურნალისტებს 22 აპრილს ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა, კოიჩი ჰაგიუდამ განუცხადა. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ სიტუაციას,” – თქვა მან. მისი თქმით, იაპონიის პროექტიდან გასვლა არ ...

Read More »

უკრაინა რუსული გაზის Nord Stream 1-ით გატარების შეწყვეტას ლობირებს

უკრაინა ცდილობს დაარწმუნოს დასავლელი მოკავშირეები, უარი თქვან რუსული ბუნებრივი აირის Nord Stream 1-ის გავლით მიღებაზე, უკრაინული გაზსადენის სასარგებლოდ. ეს ხელს შეუწყობს კიევის ბერკეტების გაძლიერებას, იუწყება Reuters-ი ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლებზე დაყრდნობით. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ევროპის არჩევანი უკრაინული გაზსადენის სასარგებლოდ, აიძულებს რუსეთს, მეტი გაზი გაატაროს სწორედ უკრაინის ტერიტორიაზე, რაც ერთი მხრივ, გაზრდის სატრანზიტო გადასახადის მოცულობას და მეორე მხრივ, ერთგვარ გარანტიადაც იქცევა იმისთვის, რომ უკრაინაზე ...

Read More »

“ოკუპანტების რაკეტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს კრიტიკულ სიახლოვეს ჩაუარეს”

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტების მიერ დღეს გასროლილმა ორმა რაკეტამ სადგურს კრიტიკულად სახიფათო სიახლოვეს ჩაუარა. ამის შესახებ ელექტროსადგურის პრესსამსახური იტყობინება. “დაბალ სიმაღლეზე რაკეტების ფრენა, სადაც – დიდი რაოდენობით ბირთვული მასალებით – 7 ატომური დანადგარია განთავსებული, ქმნის უზარმაზარ რისკებს. რაკეტები ერთ-ერთ ბირთვულ დანადგარს რომ მოხვდეს, შეიქმნება  ბირთვული და რადიაციული კატასტროფა მთელი მსოფლიოსთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში. რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე გამთენიისას ...

Read More »

რუსეთში, ბრიანსკში იწვის ორი ობიექტი – სარაკეტო-საარტილერიო არსენალი და ნავთობ-ბაზა

რუსეთის ქალაქ ბრიანსკში მდებარე ნავთობბაზას დღეს დილით ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ „როიტერი“ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი ნავთობსადენების კომპანია „ტრანსნეფტის“ საკუთრებაში არსებულ ობიექტზე, მოსკოვის დროით 02:00 სთ-ზე გაჩნდა, მაგრამ ქალაქის რომელიმე ნაწილის მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა. ბრიანსკი უკრაინის საზღვრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რუსეთის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც უკრაინის სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონებისკენ მდებარეობს.

Read More »