ინფრასტრუქტურა

სემეკი: რუსთავს, გარდაბანს და მარნეულს წყალმომარაგების პრობლემა არ შეექმნება

სემეკი: რუსთავს, გარდაბანს და მარნეულს წყალმომარაგების პრობლემა არ შეექმნება

სემეკ-ის განცხადებით, რუსთავის, გარდაბნისა და მარნეულის მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა არ შეექმნება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია შპს “რუსთავის წყალის” მიერ გავრცელებულ განცხადებას კიდევ ერთხელ პასუხობს და აცხადებს, რომ შპს “რუსთავის წყლის” მომხმარებლებს სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა არ შეექმნება. “კომპანია ვალდებულია განახორციელოს უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი წყალმომარაგება, რის საშუალებასაც მას აძლევს კომისიის მიერ დადგენილ ტარიფში გათვალისწინებული ხარჯები 2016 წლისათვის. ...

Read More »
რამდენიმე დღეში დაიწყება პუშკინის ქუჩაზე სამუშაოები ორმხრივი მოძრაობის აღდგენისთვის

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, რამდენიმე დღეში დაიწყება მუშაობა პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღსადგენად. როგორც დავით ნარმანიამ ერთწლიანი მუშაობის შედეგების შეჯამებისას განაცხადა, უკვე არსებობს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც სამუშაოებს შეასრულებს. „რამდენიმე დღეში დაიწყება პუშკინის ქუჩაზე სამუშაოები ორმხრივი მოძრაობის აღდგენისთვის. ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია და ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, ქალაქს მნიშვნელოვანი პროექტი შეემატება“, – განაცხადა ნარმანიამ. მისივე თქმით, დედაქალაქში არსებული ...

Read More »
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ავტომაგისტრალის პროექტისთვის 140$ მლნ გამოუყო

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ავტომაგისტრალის პროექტისთვის 140$ მლნ გამოუყო

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების მეხუთე პროექტისთვის 140 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება დაამტკიცა. როგორც მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის ამოცანებია მომხმარებელთა ხარჯების შემცირება პროექტით განახლებული გზის მონაკვეთის დერეფნის გასწვრივ. ასევე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდა. პროექტი ხელს შეუწყობს საგზაო ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი საქართველოს ტერიტორიაზე პრაქტიკულად, დასრულებულია

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი საქართველოს ტერიტორიაზე პრაქტიკულად, დასრულებულია

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი საქართველოს მონაკვეთზე, პრაქტიკულად, დასრულებულია – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია, რომელიც გააერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ხაზებს. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, თურქეთის გავლით, გაიხსნება სარკინიგზო დერეფანი აზიიდან ევროპისკენ. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა-ახალქალაქამდე სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე. “ჩვენ ...

Read More »
ბათუმის პორტი ჩინური და ყაზახური ტვირთების მოზიდვაზე მუშაობს

ბათუმის პორტი ჩინური და ყაზახური ტვირთების მოზიდვაზე მუშაობს

Batumi Sea Port Limited-ის დირექტორი ჟანატ კუსაინოვი აცხადებს რომ პორტი აქტიურად არის ჩართული რამდენიმე პროექტში, რაც ტვირთების მოზიდვის წინაპირობაა. „ჩვენ ახლა ვმუშაობთ ყაზახური ტვირთების მოზიდვაზე. მით უფრო, რომ ყაზახეთის ეკონომიკაში ამჟამად შექმნილი ვითარება, ვგულისხმობ ტენგეს ვარდნას, გარკვეულწილად გვაძლევს იმის წინაპირობას, რომ ამ მიმართულებით მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს“, – განმარტავს კუსაინოვი. მისივე ინფორმაციით, ბათუმის პორტი ინტენსიურად მუშაობს ასევე ჩინურ მხარესთანაც. „ბათუმის პორტი ...

Read More »
"რუსთავის წყლის" აბონენტთა ნაწილისთვის წყლის საფასური გაიაფდა

“რუსთავის წყლის” აბონენტთა ნაწილისთვის წყლის საფასური გაიაფდა

კომპანია “რუსთავის წყლის” მრიცხველის არმქონე აბონენტებს, ასევე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს წყლის ტარიფი შეუმცირდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. რაც შეეხება “რუსთავის წყლის” გამრიცხვილიანებულ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, მათთვის წყლის ტარიფი დარჩა უცვლელი და ერთ კუბურ მეტრზე ისევ 0.405 თეთრს შეადგენს. რაც შეეხება სემეკ-ის მიერ დღეს დამტკიცებულ ახალ შემცირებულ ტარიფებს, მრიცხველის არმქონე აბონენტები ერთ სულზე სამი ლარის ნაცვლად ...

Read More »
PowerChina: მზად ვართ ანაკლია პორტის დაფინანსება და მშენებლობა დავიწყოთ

PowerChina: მზად ვართ ანაკლია პორტის დაფინანსება და მშენებლობა დავიწყოთ

PowerChina, რომელიც „ანაკლია პორტი და ინდუსტრიული ეკო პარკის“ კონსორციუმის წევრი და ქართული კომპანიის, შპს „ანაკლია ინდუსტრიული ეკო პარკი და პორტის“ სტრატეგიული პარტნიორია, ანაკლია პორტის პროექტის კაპიტალში ინვესტიციებს განახორციელებს და გარდა ამისა, ჩინეთიდან, საერთო საპროექტო ღირებულების 70%-ის ოდენობით სესხს მოიზიდავს. „PowerChina” უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც მომსახურებების ფართო სპექტრს უზრუნველყოფს, დაგეგმვის, შესწავლის, პროექტირების, კონსულტაციის, მშენებლობის, ჰიდროენერგეტიკის, ახალი ენერგიის, ინფრასტრუქტურის და სხვა მიმართულებით. ...

Read More »
კრწანისი - შინდისის გზა ქალაქისათვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია 

კრწანისი-შინდისის გზა ქალაქისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტია 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კრწანისი – შინდისის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. „კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია ქალაქისათვის, რომელიც  სატრანსპორტო ნაკადებისგან განტვირთავს დედაქალაქის ისტორიულ უბანს და ისეთ ცენტრალურ ქუჩებს, როგორიცაა: ლეონიძის, ლორთქიფანიძის, მაჩაბლის, ასათიანის, ამაღლების, იაშვილის ქუჩები და მათი მიმდებარე ტერიტორია. სწრაფი ურბანიზაციის ფონზე, მაშინ, როდესაც ქალაქსა და მის შემოგარენში მოსახლეობის რიცხვი პერმანენტულად მატულობს, ...

Read More »
თანამედროვე ტექნიკით დღეში 100 მეტრის სიგრძის გზის დაგებაა შესაძლებელი (ფოტო+ვიდეო)

თანამედროვე ტექნიკით დღეში 100 მეტრის სიგრძის გზის დაგებაა შესაძლებელი (ფოტო+ვიდეო)

ჰოლანდიელმა მექანიკოსებმა შექმნეს ახალი, თანამედროვე, მოსაპირკეთებელი მანქანა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ქვაფენილის დაგებას უზრუნველყობს. ქვაფენილის ფილების გზა ერთგვარად, ასფალტის გზის ალტერნატივად ითვლება, თუმცა ასეთი ტიპის გზის საფარის დაგებას მიმართავენ ისეთ ადგილებში სადაც მოძრაობა შედარებით ნაკლებად ინტენსიურია. ქვაფენილები, ასევე, გამოიყენება ესთეტიკური მიზნებისთვის, მაგალითად ბულვარებისა და ტურისტული ქუჩების მოსაპირკეთებლად. ეგრეთწოდებული “გზის პრინტერი” ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია და ჯერჯერობით ცოცხალი სამუშაო ძალის დახმარებას კიდევ საჭიროებს, თუმცა ...

Read More »
ფოთის მეგა-პორტის მშენებლობაში 250 მილიონის ინვესტირება იგეგმება

ფოთის მეგა-პორტის მშენებლობაში 250 მილიონის ინვესტირება იგეგმება

ფოთის პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, პირველ ეტაპზე, 250 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯება, – განაცხადეს პორტის მფლობელ APM Terminals Poti-ში. კომპანიის ცნობით, გარემოს დაცვის სამინისტროსგან პროექტის გზშ-ს ანგარიშის დადებითი შეფასების შემთხვევაში, განაცხადი მშენებლობის პირველ ეტაპზე წარედგინება ეკონომიკის სამინისტროს და  ნებართვის მიღების შემდგომ მოხდება  ფოთის მეგა-პორტის პროექტის მშენებლობის ეტაპების წარდგენა/გაცნობა. მენეჯმენტის ცნობით, პირველი ეტაპი ითვალისწინებს ორი ნავმისადგომის მშენებლობას, რომელთა სიგრძე იქნება 300 მეტრი, ...

Read More »