PowerChina: მზად ვართ ანაკლია პორტის დაფინანსება და მშენებლობა დავიწყოთ

PowerChina: მზად ვართ ანაკლია პორტის დაფინანსება და მშენებლობა დავიწყოთ

PowerChina, რომელიც „ანაკლია პორტი და ინდუსტრიული ეკო პარკის“ კონსორციუმის წევრი და ქართული კომპანიის, შპს „ანაკლია ინდუსტრიული ეკო პარკი და პორტის“ სტრატეგიული პარტნიორია, ანაკლია პორტის პროექტის კაპიტალში ინვესტიციებს განახორციელებს და გარდა ამისა, ჩინეთიდან, საერთო საპროექტო ღირებულების 70%-ის ოდენობით სესხს მოიზიდავს.

„PowerChina” უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც მომსახურებების ფართო სპექტრს უზრუნველყოფს, დაგეგმვის, შესწავლის, პროექტირების, კონსულტაციის, მშენებლობის, ჰიდროენერგეტიკის, ახალი ენერგიის, ინფრასტრუქტურის და სხვა მიმართულებით.

კომპანიის ბიზნესი ასევე მოიცავს უძრავ ქონებას, ინვესტიციებსა და ფინანსებს. 2015 წლის ივნისის მონაცემებით, “PowerChina” 70,4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს და დასაქმებული ჰყავს 200 000 ადამიანი.

როგორც „PowerChina“-ს საზღვარგარეთის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა, დუ ჩუნგუომ განაცხადა, საქართველო ჩინეთისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა.

„PowerChina“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს ბაზარს. საქართველომ ძალიან კარგი გარემო შეუქმნა უცხოურ კომპანიებს, რაც მოიცავს სხვადასხვა პოლიტიკურ კურსებს და ასევე საინვესტიციო გარემოს. აქედან გამომდინარე, „PowerChina“ თანახმაა, რომ ანაკლია პორტის პროექტის კაპიტალში ინვესტიცია განახორციელოს. ჩვენ ასევე ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ აგილობრივ პარტიორთან, შპს „ანაკლია ინდუსტრიულ ეკო პარკ და პორტთან“ და გვჯერა, რომ ნაყოფიერ სამუშაოებს ჩავატარებთ და ანაკლიის პროექტი საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ და საზოგადოებრივ განვითარებაში.

ჩვენ გვჯერა, რომ ტენდერში წარმატებას მივაღწევთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ „PowerChina“ საკმაოდ მდიდარი გამოცდილება გააჩნია უცხოეთის ბაზარზე მუშაობისა. ჩვენ საქართველოში ოთხი გზის მშენებლობის პროექტი გვაქვს განხორციელებული. ჩვენ ასობით ადამიანი გვყავს მზადყოფნაში, რომლებიც მზად არიან პორტის ასაშენებლად. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს ძალიან კარგი პარტნიორი, შპს „ანაკლია ეკო პარკი და პორტი“. თავად ბატონმა თეიმურაზ ქარჩავამ ამ პროექტისათვის ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ორი კომპანიის კომბინაციით ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის მოგებას“ – განაცხადა „PowerChina“-ს საზღვარგარეთის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა დუ ჩუნგუომ.

Leave a Reply