რამდენიმე დღეში დაიწყება პუშკინის ქუჩაზე სამუშაოები ორმხრივი მოძრაობის აღდგენისთვის

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, რამდენიმე დღეში დაიწყება მუშაობა პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღსადგენად.

როგორც დავით ნარმანიამ ერთწლიანი მუშაობის შედეგების შეჯამებისას განაცხადა, უკვე არსებობს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც სამუშაოებს შეასრულებს.

„რამდენიმე დღეში დაიწყება პუშკინის ქუჩაზე სამუშაოები ორმხრივი მოძრაობის აღდგენისთვის. ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია და ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, ქალაქს მნიშვნელოვანი პროექტი შეემატება“, – განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, დედაქალაქში არსებული გზების რამდენიმე მნიშვნელოვან მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები უკვე დასრულებულია.

Leave a Reply