ინფრასტრუქტურა

ირანი, პაკისტანი და ჩინეთი ენერგოპარტნიორები ხდებიან

ყაზახეთი საკუთარი ნავთობის ექსპორტისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს აქტიურად განიხილავს

ყაზახი ექსპერტების მიერ ნავთობის ექსპორტის ალტერნატიული გზების განხილვა გრძელდება. ისინი ითვალისწინებენ თავიანთ შესაძლებლობებს კასპიის მილსადენის კონსორციუმიდან შემოსული ნაკადების გადანაწილების მიზნით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას 24.kz ავრცელებს. წყაროს ცნობით, ეს არ არის ერთდღიანი სამუშაო, ამას დრო და გარკვეული ინვესტიცია სჭირდება. ყაზახეთი ფიქრობს, რომ რამდენიმე მარშრუტს პოტენციალი აქვს. სამომავლოდ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გამოყენებით, ყაზახეთს შეუძლია სულ მცირე 20 მილიონი ტონა შავი ოქროს გადაზიდვა. „ამჟამად, ამ მარშრუტის პოტენციალი მხოლოდ ...

Read More »

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, ნავთობის მოპოვების მოცულობა სახალინ-1 პროექტზე 22-ჯერ შემცირდა

რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა იური ტრუტნევმა სახალინში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სანქციების და სხვადასხვა სახის შეზღუდვების შედეგად სახალინ-1 პროექტზე ნავთობის მოპოვების მოცულობა დღეში 220 000 ბარელიდან 10 000-მდე დაეცა. მისი თქმით, სიტუაცია გავლენას ახდენს როგორც სახალინის რეგიონის, ისე შორეული აღმოსავლეთისა და რუსეთის მთლიან ეკონომიკაზე. 2022 წლის შედეგების მიხედვით, რეგიონის ბიუჯეტში მიუღებელი თანხების ოდენობა 38 მილიარდ რუბლს გაუტოლდება, – აღნიშნა ტრუტნევმა. პროექტიდან ...

Read More »

ევროკავშირი მსოფლიოში ყველაზე მაღალი, როგუნის კაშხლის მშენებლობის დაფინანსებას გეგმავს

საინფორმაციო სააგენტო „როიტერი” ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროკავშირი გეგმავს გახდეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი კაშხლის უმსხვილესი ინვესტორი რათა ტაჯიკეთისა და მისი მეზობლების რუსეთისგან სრული ენერგეტიკული დამოუკიდებლობა უზრუნველყოს. ტაჯიკეთმა გიგანტური, 335 მ სიმაღლის როგუნის კაშხლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და დღემდე მის მშენებლობაზე ~3 მილიარდი დოლარია დახარჯული. მისი სავარაუდო ღირებულება კი ~8 მილიარდი დოლარია. ევროპის საინვესტიციო ბანკი მის დაფინანსებაში დღემდე ...

Read More »

ფრანგულმა TotalEnergies-მა რუსეთში, ნავთობის საბადოს პროექტი დატოვა

ფრანგულმა ენერგოკომპანია TotalEnergies-მა რუსეთში, ხარიაგინსკში ნავთობის საბადოს პროექტში 20%-იანი წილი, რუსულ კომპანიას დაუთმო და ბიზნესიდან გავიდა. ამის შესახებ Reuters წერს. ხარიაგინსკის ნავთობის საბადო რუსეთის ფედერაციაში, ნენეცკის ავტონომიურ ოლქში მდებარეობს. საბადოს საერთო მარაგები 160,4 მილიონ ტონადაა შეფასებული. საკონტრაქტო ზონაში კი მარაგები 97 მილიონ ტონას შეადგენს.

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

მარნეულის გაზგამანაწილებელ სადგურში ოდორიზაციის ახალი კვანძი დამონტაჟდა

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მარნეულის გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოები დაასრულა, კერძოდ, დამონტაჟდა ოდორიზაციის ახალი კვანძი. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის – მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალაქ მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში, ბუნებრივი გაზის მიწოდებას ეტაპობრივად განახორციელებს შესაბამისი სადისტრიბუციო კომპანია. “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ ...

Read More »

ყაზახეთის ნავთობის ერთ-ერთ უდიდეს საბადოზე აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

ყაზახეთში, ერთ-ერთ უდიდეს საბადოზე – “თენგიზში” აფეთქება მოხდა. Forbes-ის ცნობით, ადგილზე ჰიდრავლიკური ცდები მიმდინარეობდა და ერთ-ერთმა მილმა წნევას ვერ გაუძლო. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად, ორი მუშა დაიღუპა და სამი დაშავდა. “თენგიზის” ნავთობისა და გაზის საბადო ერთ-ერთი უდიდესია ყაზახეთში, მისი ნავთობის მარაგი 3,2 მილიარდ ტონას შეადგენს. საბადოს ამუშავებს Tengizchevroil, რომელშიც შედის Chevron-ი, Exxon Mobil Kazakhstan Ventures Inc-ი, ყაზახეთის ეროვნული კომპანია ...

Read More »

ტოკიო ზომებს იღებს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა სახალინ 2-ის ენერგოპროექტი სხვა უწყებას გადასცა

იაპონიის მთავრობამ რუსეთი გააფრთხილა და თქვა, რომ ქვეყნის “ენერგეტიკული ინტერესები დაცული უნდა იყოს”. განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ნავთობისა და გაზის მრავალი მილიარდის ღირებულების პროექტების – სახალინ-2-ის, მართვის ბერკეტი სხვა რუსულ კომპანიას გადასცა. დადგენილების თანახმად, რუსული გაზპრომი პროექტებში თავის წილს შეინარჩუნებს (გაზპრომი პროექტების 50%-ს ოპერირებს), მაგრამ სხვა აქციონერებმა რუსეთის მთავრობას ახალ ფირმაში წილისთვის ერთი თვის ვადაში უნდა მიმართონ. ამის შემდეგ კი, კრემლი თავად ...

Read More »
ტანაპ

თურქეთი, თურქმენული გაზის TANAP-ის გაზსადენით ტრანსპორტირებას განიხილავს

თურქეთი, თურქმენეთიდან ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) გავლით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ აშხაბადის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში თურქეთ-თურქმენული ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის (NEK) სხდომის გახსნაზე განაცხადა. „თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის თანამშრომლობის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია თურქმენული გაზის ანატოლიაში გადატანა TANAP-ის მეშვეობით მისი ამოტუმბვით“, – განაცხადა ფუატ ოქტაიმ. მანამდე თურქულმა კომპანია BOTAŞ-მა განაცხადა, რომ 2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, TANAP-ის ...

Read More »

გერმანია Nord Stream 2 მილსადენის თხევადი ბუნებრივი აირისთვის გამოყენებას განიხილავს

გერმანიის მთავრობა Nord Stream 2-ს ბალტიის ზღვის სანაპიროზე არსებული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალთან დასაკავშირებლად გამოიყენებს. გამოცემა Der Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მილსადენის სისტემის ექსპროპრიაციასა და დანარჩენი ნაწილისგან გათიშვას გეგმავს. გერმანიის მთავრობის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში რუსეთი სამართლებრივ გზას მიმართავს. უკანასკნელი კვირების განმავლობაში რუსეთიდან ბუნებრივი აირის ნაკადი ეტაპობრივად მცირდება, რის გამოც გერმანია, ენერგოდეფიციტის რისკების გათვალისწინებით, ...

Read More »

საქართველოს გავლით ენერგეტიკული „მწვანე დერეფანი“ შეიქმნება – რუმინეთი პროექტზე უკვე აქტიურად მუშაობს

რუმინეთის მთავრობას სურს, კასპიისა და შავი ზღვების ქარის საზღვაო ელექტროსადგურები საქართველოს გავლით რუმინეთამდე წყალქვეშა კაბელით დააკავშიროს, რასაც „მწვანე დერეფანს“ უწოდებს. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, ვირგილ-დანიელ პოპესკუმ აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ექსკლუზიურად სააგენტო Trend-ს განუცხადა. მინისტრის შეფასებით, ეს პროექტი „რუმინეთიდან ევროპის სხვა ქვეყნებში მწვანე ენერგიის ექსპორტს შეუწყობს ხელს, მითუმეტეს, ამჟამად ევროპაში ენერგიაზე დიდი მოთხოვნაა.“ „ეს მეტად საინტერესო პროექტია აზერბაიჯანს, რუმინეთსა და ...

Read More »