საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მარნეულის გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოები დაასრულა, კერძოდ, დამონტაჟდა ოდორიზაციის ახალი კვანძი.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის – მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალაქ მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში, ბუნებრივი გაზის მიწოდებას ეტაპობრივად განახორციელებს შესაბამისი სადისტრიბუციო კომპანია.
“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.