ინფრასტრუქტურა

გაერო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე: შესაძლოა, კატასტროფამდე მივიდეთ

გაეროს გენერალური მდივანი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარებით „სერიოზულად შეშფოთებულია”. ანტონიო გუტერეშის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებულმა ცნობებმა „უფრო ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტების“ შესახებ, შესაძლოა, „კატასტროფამდე მიგვიყვანოს“.  ის მხარეებს მოუწოდებს, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან. „მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ ზაპორიჟიეს ან უკრაინის სხვა ბირთვული ობიექტის ნებისმიერ პოტენციურ დაზიანებას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს არამხოლოდ უშუალოდ სადგურების სიახლოვეს, არამედ, რეგიონსა ...

Read More »

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურთან ხიდი ააფეთქეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურთან, მდინარე დნეპრზე მდებარე ხიდი სარაკეტო თავდასხმისას ააფეთქეს, რის შედეგადაც ნაგებობა იმდენად დაზიანდა, რომ სარგებლობა შეუძლებელია. რამდენიმე კვირის წინ, უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული „ჰაიმარსის“ სისტემის საშუალებით, მდინარე დნეპრზე მდებარე ანტონოვსკის ხიდიც ააფეთქეს, რომელსაც რუსული ძალები რაიონის მომარაგებისთვის იყენებდა.

Read More »

პოლონეთში ატომური ელეტროსადგურის მშენებლობის მომხრეთა რიცხვი 64%-მდე გაიზარდა

ბაზრის შემსწავლელი ინსტიტუტის ბოლო გამოკითხვის თანახმად, პოლონელებსი მატულობს იმ პირა რიცხვი, რომლების ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის მიმართულებით მუშაობის ტემპის გაზრდას ემხრობა. ARC Rynek i Opinia-ს თქმით, პოლონელთა 64% თვლის, რომ ასეთი სამუშაოები გაბედულად უნდა დაჩქარდეს და მხოლოდ 13% მიიჩნევს, რომ ატომური ელექტროსადგურები არ უნდა აშენდეს. ARC Rynek i Opinia აღნიშნავს, რომ ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა რიცხვი წლიდან წლამდე მცირდება. 2006 ...

Read More »

IAEA: რადიაციის დონე ზაპოროჟიეს დაზიანებულ ატომურ ელექტროსადგურზე ნორმაშია

6 აგვისტოს რუსეთის თავდასხმამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს გარკვეული ზიანი მიაყენა, თუმცა რადიაციის დონე ნორმაშია. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი, უკრაინის ატომური ენერგიის სააგენტოს მიერ მიწოდებულ ცნობებზე დაყრდნობით აცხადებს. გაერო კვლავ იმედოვნებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სადგურზე წვდომის საშუალებას მისცემენ. დაზიანებულია ელექტრომომარაგების სისტემა, კედლები, სახურავი, ფანჯრები, გაყვანილობა, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს სამი სენსორის მუშაობაზე. ...

Read More »

„დიდი შვიდეული“ რუსეთს მოუწოდებს , უკრაინას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი დაუბრუნოს

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი დაუყოვნებლივ გადასცეს. „რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიას და სუვერენიტეტს. ამ კონტექსტში, მოვითხოვთ, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ გადასცეს სრული კონტროლი მის კანონიერ სუვერენულ მფლობელს, უკრაინას, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყველა ატომურ ობიექტზე, რათა უზრუნველყოს ...

Read More »

ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ქალაქებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უნამუსოდ ამოფარებული ბომბავს

ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ქალაქებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უნამუსოდ ამოფარებული ბომბავს. აღნიშნულის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა საკუთარ სოციალურ გვერდზე დაწერა. „80 რეაქტიული ჭურვი საცხოვრებელ სახლებზე. ტერორისტი ქვეყანა განაგრძობს მშვიდობიან მოსახლეობასთან ბრძოლას. მშიშარა რუსებს მეტი არაფერი შეუძლიათ, ამიტომ ისინი ურტყამენ ქალაქებს, უნამუსოდ იმალებიან რა ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე“, – წერს ერმაკი. ​უკრაინული მხარის ცნობით, დღეს რუსეთმა დარტყმები განახორციელა დნიპროს რაიონში, რომლის შედეგადაც, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის ოფიციალური ...

Read More »

რუსეთის ქალაქ ეისკში აფეთქება მოხდა – იწვის ნავთობის საცავი

რუსეთის ქალაქ ეისკში, რომელიც მარიუპოლთან ახლოს მდებარეობს, აფეთქების შედეგად, ნავთობპროდუქტების ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. როგორც მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრე ანდრიუშჩენკომ აღნიშნა, „ასეთი უეცარი ხანძარი, შესაძლოა საერთოდაც არ იყოს მოულოდნელი“, რადგან “ის მარიუპოლიდან 30 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. იწვის ნავთობის საცავი. ეისკი არის ის ქალაქი, საიდანაც გეგმავენ საბრძოლო მასალის შემოტანას მარიუპოლის პორტში. ეისკში, პორტის გარდა, არის სატვირთო საჰაერო ტერმინალი”. შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს, ...

Read More »

რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყირიმზე გადართვის პროცესი დაიწყო – „ენერგოატომი“

რუსეთმა დაიწყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის ენერგოსისტემასთან დაკავშირებისა და უკრაინულიდან ჩახსნის გეგმის განხორციელება, – განაცხადა ენერგოატომის პრეზიდენტმა პეტრ კოტინმა. მისი თქმით, რუსები შეეცდებიან სამხრეთ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების გათიშვას ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან და შემდეგ ელექტროგადამცემი ქსელის გაყვანას ყირიმიდან: „როსატომის პერსონალმა სადგურს გადასცა სპეციალური პროგრამა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ყირიმთან დაკავშირების თაობაზე. ამ პროგრამის საფუძველია სადგურის უკრაინის ენერგეტიკულ სისტემასთან დამაკავშირებელი ხაზების დაზიანება. ზაპოროჟიეს ატომური სადგური ...

Read More »
ირანი, პაკისტანი და ჩინეთი ენერგოპარტნიორები ხდებიან

16 წელში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა 4 მლრდ-მდე ბარელი ნავთობი გაატარა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა 16 წლის განმავლობაში 3.87 მლრდ ბარელი (516 ტონაზე მეტი) ნედლი ნავთობი გაატარა, 5087 ტანკერი დაიტვირთა და გაიგზავნა მსოფლიო ბაზრებზე, – ანგარიშს კომპანია BP ავრცელებს. კომპანიის მონაცემებით, 2022 წლის პირველ ნახევარში, დაახლოებით 107 მილიონი ბარელი (14.1 მილიონ ტონაზე მეტი) BTC-ის მიერ ექსპორტირებული ნედლი ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალზე 148 ტანკერში ჩაიტვირთა. 2022 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, BTC-ის საოპერაციო დანახარჯი 49 მილიონ დოლარზე მეტი ...

Read More »

კვიპროსის იმ ტერიტორიაზე, რომლეზეც გაზის დიდი მარაგი აღმოაჩინეს თურქეთს პრეტენზიები აქვს

იტალიურმა და ფრანგულმა ენერგოკომპანიებმა Eni-მ და Total-მა, რომლებიც ერთობლივად არიან დაკავებულნი კვიპროსის შელფზე ბუნებრივი აირის მოძიებაში, აღმოაჩინეს ლურჯი საწვავის დიდი მარაგი კვიპროსის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის (EEZ) მეექვსე ბლოკში. ამის შესახებ კვიპროსის სამაუწყებლო კორპორაცია (RIK) იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება დამატებითი კვლევის შემდეგ არის მოსალოდნელი. აღნიშნულია, რომ აღმოჩენილ ახალ საბადოს მიმდებარედ შესაძლოა მდებარეობდეს გაზის სხვა მარაგები. გაზის მარაგების აღმოჩენის ...

Read More »