ინფრასტრუქტურა

რუსეთში, ბელგოროდში, დაბომბვის შედეგად, ნავთობბაზა კვლავ იწვის

ბელგოროდში, ჭურვის ჩამოვარდნის გამო, ნავთობის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. „ისევ დაბომბვა განხორციელდა. ერთ-ერთი ჭურვი ბელგოროდის რაიონში, ნავთობბაზაზე მოხვდა“,- წერს გუბერნატორი „ტელეგრამზე“. მისი ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.

Read More »

თურქეთში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

თურქეთის ქალაქ ბართინთან, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა. თურქული მედიის ცნობით, 58 დაშავებულიდან 11 საავადმყოფოშია გადაყვანილი. აფეთქება გუშინ ადგილობრივი დროით 18:15 საათზე, მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია. ინციდენტის დროს, 300 და 350 მეტრის სიღრმეზე ათობით ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე ათობით სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული.

Read More »
ვის დაწყდება გული „თურქულ ნაკადზე“ და რა გეგმები აქვს თურქეთს

უკრაინა: რუსეთი, გაზსადენ „თურქული ნაკადის“ საბოტაჟისთვის ემზადება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია თურქული ნაკადის გაზსადენის საბოტაჟისთვის ემზადება. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარტნიორებს, გამოხატონ მტკიცე პოზიცია და საჯაროდ განაცხადონ, რომ გაზსადენ Nord Stream 2-ის გაშვება ან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება არ მოხდება. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ გააფრთხილა, რომ რუსეთი ემზადება უკრაინის გაზის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის შესაძლო დაზიანებისთვის, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე პროვოკაციების საბაბით, ...

Read More »

პოლონეთში “დრუჟბას” ნავთობსადენის მონაკვეთის შეკეთება დაიწყო

პოლონეთმა “დრუჟბას” ნავთობსადენის დაზიანებული მონაკვეთის შეკეთება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ Reuters იტყობინება პოლონეთის მთავრობის კომისარზე სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საკითხებში, მატეუშ ბერგერზე დაყრდნობით. „მილსადენის სარემონტო სამუშაოები, რომლითაც რუსული ნავთობი გერმანიას მიეწოდებოდა, უკვე დაწყებულია, ასევე, პოლონეთს არ სჯერა, რომ ინციდენტი იყო დივერსია“, – განაცხადა მან. “ყველაფერი მიუთითებს ბუნებრივ მიზეზებზე, მატერიალურ პრობლემებზე, რა თქმა უნდა, გამოკვლეული იქნება ბზარის ადგილი. თუმცა, ამ დროისთვის ჩვენ არ ...

Read More »
აზერბაიჯანიდან საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი იზრდება

ცნობილია, რა რაოდენობის გაზი გაიტანა აზერბაიჯანმა ევროპაში

აზერბაიჯანმა 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ევროპაში 8,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა. აზერბაიჯანიდან თურქეთში, გაზის ექსპორტმა 6,1 მილიარდი, საქართველოში – 1,9 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. შაჰბაზოვმა აღნიშნა, რომ გაზის ექსპორტი 2022 წელს, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22,6 პროცენტით გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, ...

Read More »

“ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ძალების მობილიზაციას ახდენენ”

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში 400-მდე უცხოელი მებრძოლი გადაისროლეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „დანაკარგების ასანაზღაურებლად, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა დაქირავებულთა რეკრუტირების პრაქტიკას არ ეშვება. 9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, დაახლოებით, 400 უცხოელი მებრძოლი ჩაიყვანეს. სამომავლოდ, დაგეგმილია მათი ჩართვა საომარ მოქმედებებში“, – ნათქვამია ანგარიშში. გარდა ამისა, გენშტაბის ინფორმაციით, კრასნოდარის მხარეში პრიმორსკო-ახტარსკში, შეიარაღებული ძალების სასწავლო ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის დამცავი ზონის შექმნაზე პროგრესი მიღწეულია

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი უკრაინასა და რუსეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურისთვის დამცავი ზონის შექმნასთან დაკავშირებით პროგრესია მიღწეული. ამის შესახებ რაფაელ გროსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩავედი პოლონეთში ღამის მატარებლით უკრაინიდან, რუსეთთან და უკრაინასთან კონსულტაციების ინტენსიური კვირის შემდეგ. ვუახლოვდებით ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურისთვის დამცავი ზონის შექმნას – სიტუაცია სადგურზე მიუღებელია და ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებლივი ...

Read More »

ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინის გაზ-სატრანსპორტო სისტემაზე მიიტანოს იერიში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ რუსეთმა, ევროკავშირის შემდგომი შანტაჟის მიზნით, შესაძლოა, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე იერიში მიიტანოს, რათა შემდეგ ევროკავშირმა Nord Stream-2 აამოქმედოს. “მათ მწყობრიდან გამოიყვანეს გაზსადენი Nord Stream-1. ამის მსგავსად, ისინი კიდევ რაღაცას ააფეთქებენ თავიანთ ტერიტორიაზე, რადგან ეს მათი სტილია. ისინი ამაში ჩვენ დაგვადანაშაულებენ და იერიშს მიიტანენ ჩვენს გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე. იტყვიან, ჩვენ რეაგირება მოვახდინეთო”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ...

Read More »

პუტინი – „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე აფეთქებები საერთაშორისო ტერორიზმის აქტია

„ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენებზე აფეთქებები საერთაშორისო ტერორიზმის აქტია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რუსეთის ენერგეტიკის კვირის“ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. “ეჭვგარეშეა, რომ ეს არის საერთაშორისო ტერორიზმის აქტი, რომლის მიზანი მთელი კონტინენტის ენერგეტიკული უსაფრთხოების შერყევაა“, – აღნიშნა პუტინმა. მისი თქმით, მოსკოვს შეუძლია გაზის ტრანზიტი „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებიდან შავი ზღვისკენ გადაამისამართოს და თურქეთში ევროპული გაზის მთავარი კერა შეიქმნას. ...

Read More »

IAEA: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გარე ქსელიდან გაითიშა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარე კვების ქსელიდან გათიშვის გამო, შეშფოთებულია. „დღეს დილით, ჩვენმა გუნდმა, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე იმყოფება, მაცნობა, რომ ატომური ელექტროსადგური გარე კვების ქსელიდან 5 დღეში მეორედ გაითიშა. სარეზერვო დიზელ-გენერატორები, ამ დროისთვის ელექტროსადგურის ატომური და ფიზიკური უსაფრთხოების ფუნქციას, ელექტროენერგიის მიწოდების შედეგად უზრუნველყოფენ“, – დაწერა გროსმა Twitter-ზე. IAEA-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის გარე ...

Read More »