ინფრასტრუქტურა

რუსეთის დარტყმებმა მიზანში ამოიღო ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა მთელს უკრაინაში

22 ოქტომბერს რუსეთის იერიშების მორიგმა ტალღამ მიზანში ამოიღო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მთელი უკრაინის მასშტაბით, კიევის საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო უკრაინის დედაქალაქის თავზე. ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, დარტყმები განხორციელდა ელექტროსადგურებზე ოდესის, კივოგრადისა და ლუტსკის რეგიონებში, ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სხვა რეგიონებიც იუწყებიან. “[ეს იყო] მორიგი სარაკეტო თავდასხმა ტერორისტებისგან, რომლებიც ებრძვიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ხალხს” – წერს ტელეგრამით ანდრი იერმაკი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ...

Read More »

„უკრენერგო“ – ბოლო დღეებში ენერგეტიკული ობიექტების დაზიანების მასშტაბი შესაძლოა, 10-12 ოქტომბრის ფართომასშტაბიანი თავდასხმების შედეგებს აღემატებოდეს

უკრაინული კომპანია „უკრენერგოს“ ინფორმაციით, ბოლო დღეებში განმავლობაში ენერგეტიკული ობიექტების დაზიანების მასშტაბი შესაძლოა, 10-12 ოქტომბერს განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმების შედეგებს აღემატებოდეს. როგორც „ბიბისი“ წერს, კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტების მთავარი სამიზნე ამჯერად უკრაინის დასავლეთ რეგიონებში მდებარე ენერგეტიკული ობიექტები იყო. არსებული ვითარების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე რეგიონში შეიზღუდა, მათ შორის კიევში და კიევის ოლქში, ასევე ჩერნიგოვის, ჟიტომირის, სუმის, ხარკოვის, დნეპროტეროვსკის, ზაპოროჟეს, კიროვოგრადისა და ჩერკასის ოლქებში. რუსეთმა უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე იერიშები ყირიმის ხიდის აფეთქების ...

Read More »

ესპანეთი უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის

ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინას ოთხ კომპლექტ 400 კილოვატიან და ერთ კომპლექტ 150 კილოვატიან გენერატორებს მიაწვდის. გენერატორებს უკრინა სამი დღის განმავლობაში მიიღებს. რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას ბომბავს. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადგურებულია. უკრაინამ თავის მოსახლეობას საღამოს საათებში ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა.

Read More »

რუსეთს თურქეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება სურს

რუსულმა კომპანია Rosatom-მა თურქულ მხარესთან თურქეთის შავი ზღვის რეგიონში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელმა, ალექსეი ლიხაჩოვმა განაცხადა, წერს რუსული მედია. „ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები ჩვენს თურქ ბიზნეს პარტნიორებთან მიდგომების ჩამოყალიბებაზე ტექნოლოგიური ალიანსების, საინვესტიციო პოლიტიკისა და თურქეთის ენერგეტიკული ბაზრის ფორმირების კუთხით, დიდი ატომური ელექტროსადგურის მომავალი არსებობის გათვალისწინებით,” – მან თქვა. Rosatom-ის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ...

Read More »

დანილოვის თქმით, რუსეთის მიერ კახოვკის ჰესის აფეთქების შემთხვევაში, ყირიმისთვის წყლის მიწოდება წლების განმავლობაში შეუძლებელი გახდება

რუსული ძალების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემთხვევაში, ყირიმისთვის წყლის მიწოდება წლების განმავლობაში შეუძლებელი გახდება.  Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა უკრაინის ტელეარხ 24-ს განუცხადა. მისი თქმით, NSDC განიხილავს რუსების ასეთი ნაბიჯის ვარიანტებს. „ეს იქნება უზარმაზარი მასშტაბის კატასტროფა, რომელსაც დიდი რაოდენობით ადამიანური მსხვერპლი მოჰყვება”, – განაცხადა დანილოვმა. მანვე აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ყირიმის წყლით მომარაგება უახლოეს ...

Read More »
ბულგარეთმა ირანული გაზის იმპორტი, შესაძლოა სომხეთისა და საქართველოს გავლით განახორციელოს

საფრანგეთი, ესპანეთი და პორტუგალია ხმელთაშუა ზღვაში, „მწვანე ენერგიის მილსადენის“ შექმნაზე შეთანხმდნენ

საფრანგეთი, ესპანეთი და პორტუგალია ხმელთაშუა ზღვაში „მწვანე მილსადენის“ შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლითაც შესაძლებელი იქნება ბუნებრივი აირის, სამომავლოდ კი წყალბადის ამოტუმბვა. ამის შესახებ ქვეყნების ლიდერებმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის ფარგლებში ისაუბრეს. ერთობლივ განცხადებაში მითითებულია, რომ პროექტი, სახელწოდებით BarMar, საუკეთესო გზაა იბერიის ნახევარკუნძულისა და ცენტრალური ევროპის დასაკავშირებლად. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის თქმით, იდეა არის იბერიის ნახევარკუნძულის დანარჩენ ევროპასთან დაკავშირება (ხმელთაშუა ზღვის ქვეშ), მილსადენი  ზედაპირზე ...

Read More »

ზელენსკის სიტყვებით, რუსმა სამხედროებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს

„რუსეთი შეგნებულად აყალიბებს საფუძველს უკრაინის სამხრეთში მასშტაბური კატასტროფისთვის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსმა ტერორისტებმა დანაღმეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ენერგეტიკული ობიექტი. მისი კაშხალი შეიცავს დაახლოებით 18 000 000 კუბურ მეტრ წყალს. თუ რუსი ტერორისტები ააფეთქებენ ამ კაშხალს, 80-ზე მეტი დასახლება, მათ შორის ხერსონი აღმოჩნდება წყალდიდობის ზონაში. ასობით ათასი ადამიანი შეიძლება, დაზარალდეს. ზოგადად, ამ რუსული ტერაქტის დამღუპველი ეკოლოგიური, ...

Read More »

რუსეთმა შესაძლოა, ხერსონიდან უკან დახევის გადასაფარად, ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმა მოაწყოს

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, (ISW) რუსეთის ძალები სავარაუდოდ, ხერსონის დათმობას და დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან სამხედროების გაყვანას გეგმავენ, რისთვისაც ამზადებენ შესაბამის საინფორმაციო ველს, ამ ყველაფრის გასამართლებლად. მათ ასევე შეუძლიათ, მოამზადონ თავდასხმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე იმ იმედით, რომ კაშხლის ჯებირების რღვევა დაფარავს მათ უკან დახევას.  ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ასეთ დასკვნებს მათვე ანგარიში შეიცავს.

Read More »

ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 ელექტროსადგური გაანადგურა

რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის ინტენსიური დაბომბვა 19 ოქტომბერსაც გაგრძელდა. სამი ელექტროსადგური განადგურდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდემიმართისას განაცხადა. რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას ბომბავს. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადგურებულია. უკრაინამ თავის მოსახლეობას საღამოს საათებში ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა.

Read More »

უკრაინული მხარის ცნობით, ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40% სერიოზულად არის დაზიანებული

უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40% სერიოზულად არის დაზიანებული, – ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველმა, ალექსანდრ ხარჩენკომ განაცხადა. „სამწუხაროდ, ბოლო მონაცემებით, საერთო ინფრასტრუქტურის 40% სერიოზულად არის დაზიანებული. გრძელდება სარემონტო სამუშაოები, თუმცა დღეს და ხვალ მოსალოდნელია ენერგომომარაგების შეზღუდვა. ეს იქნება არა მხოლოდ ავარიული, არამედ გეგმური გათიშვაც, რათა ქსელზე დატვირთვა შევამციროთ“, – განაცხადა ხარჩენკომ. ომის 239-ე დღეს უკრაინა რუსეთის თავდასხმებს იგერიებს. ოკუპანტები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ...

Read More »