უკრაინული კომპანია „უკრენერგოს“ ინფორმაციით, ბოლო დღეებში განმავლობაში ენერგეტიკული ობიექტების დაზიანების მასშტაბი შესაძლოა, 10-12 ოქტომბერს განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმების შედეგებს აღემატებოდეს.
როგორც „ბიბისი“ წერს, კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტების მთავარი სამიზნე ამჯერად უკრაინის დასავლეთ რეგიონებში მდებარე ენერგეტიკული ობიექტები იყო. არსებული ვითარების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე რეგიონში შეიზღუდა, მათ შორის კიევში და კიევის ოლქში, ასევე ჩერნიგოვის, ჟიტომირის, სუმის, ხარკოვის, დნეპროტეროვსკის, ზაპოროჟეს, კიროვოგრადისა და ჩერკასის ოლქებში.
რუსეთმა უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე იერიშები ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ განსაკუთრებით გააძლიერა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 10 ოქტომბრის შემდეგ რუსებმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 30 პროცენტი სრულად გაანადგურეს.