ინფრასტრუქტურა

თბილისში საერთაშორისო სატრანზიტო პროექტ VIKING Train-ში მონაწილეთა შეხვედრა გაიმართა

თბილისში საერთაშორისო სატრანზიტო პროექტ VIKING Train-ში მონაწილეთა შეხვედრა გაიმართა

თბილისში, საერთაშორისო სატრანზიტო პროექტის – “კომბინირებული მატარებელი ვიკინგის” (VIKINGI train) მონაწილე სარკინიგზო ადმინისტრაციებისა და ცნობილი ლოჯისტიკური კომპანიების ორდღიანი სამუშაო თათბირი გაიმართა. საქართველოს რკინიგზა VIKINGI train-ის სრულუფლებიანი წევრი 2015 წლის აპრილში, ვილნიუსში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გახდა. კომბინირებული სატრანსპორტო მატერებელი VIKINGI train წარმოადგენს ლიტვის, უკრაინის, ბელორუსის, რუმინეთის, ბულგარეთის, მოლდოვასა და თურქეთის ერთობლივ სარკინიგზო პროექტს. იგი ბალტიისპირეთის რეგიონის საზღვაო საკონტეინერო ჯაჭვს შავი ზღვისა და ...

Read More »
ქობულეთის შემოვლით გზაზე საავტომობილო გვირაბი ავსტრიული მეთოდით შენდება

ქობულეთის შემოვლით გზაზე საავტომობილო გვირაბი ავსტრიული მეთოდით შენდება

ქობულეთის შემოვლით გზაზე 295 მეტრიანი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა ახალი ავსტრიული მეთოდით მიმდინარეობს, რაც გვირაბის მშენებლობას ოპტიმალური სამაგრის შერჩევით ითვალისწინებს. სუსტი გრუნტის შემთხვევაში, ახალი ავსტრიული მეთოდის გამოყენებით, ხდება დროებითი სამაგრების მოწყობა, რომელიც ზუსტად აჩვენებს დეფორმაციის კუთხეებს და შესაძლებლობას იძლევა  საბოლოო სამაგრების მშენებლობამდე მოხდეს კორექტირება. ეს მეთოდი მსოფლიოს მრავალ, განვითარებულ ქვეყანაშია აპრობირებული. საავტომობილო გვირაბის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო ...

Read More »
მარშალ გელოვანის გამზირზე, საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია

მარშალ გელოვანის გამზირზე, საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია

მარშალ გელოვანის გამზირზე, სადაც მდინარე დიღმულაზე მდებარე ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა. ავარიულ ხიდს ჩაუტარდა კაპიტალური რეაბილიტაცია, გამოიცვალა საყრდენი ნაწილი, დასრულდა ასფალტის ზედა ფენის დაგება, დაიხაზა და მოეწყო ახალი თვალამრიდები. მარშალ გელოვანის გამზირზე არსებული ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შ.პ.ს „მამისონი“ აწარმოებდა. აღნიშნული სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 1 მლნ ლარი დაიხარჯა. მდინარე დიღმულაზე გადასასვლელი ხიდი 1958 წელს დაპროექტდა და აშენდა. ბოლო რეკონსტრუქცია 1970-ან ...

Read More »
სტიქიით დაზიანებული გზა ვერეს ხეობაში სრულად აღდგენილია

სტიქიით დაზიანებული გზა ვერეს ხეობაში სრულად აღდგენილია

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგა. სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო მაგისტრალის ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია. მზიურის მიმდებარედ, დაზიანებულ მონაკვეთზე, დასრულდა ხიდის მშენებლობა, სარეკონსტრუქციო სამუშაოები და დაიგო ასფალტის საფარი.  სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიებმა „ბლექ სი გრუპმა“ და „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ შეასრულეს. პროექტის ღირებულებამ 14.7 მლნ ლარი შეადგინა.

Read More »
საქართველოში დამზადებული ელმავლები ექსპორტზე აზერბაიჯანში გადის

საქართველოში დამზადებული ელმავლები ექსპორტზე აზერბაიჯანში გადის

საქართველოში დამზადებული ოთხი ელმავლი ექსპორტზე აზერბაიჯანში გავიდა. ამის შესახებ ქართული ელმავლების მწარმოებელ ქარხანაში „ელმავალმშენებელი” განაცხადეს. კომპანიის კომერციული სამსახურის ხელმძღვანელი, მამუკა ხუციშვილი აცხადებს, რომ ქარხანა აზერბაიჯანელი პარტნიორებისგან ექვსი ახალი ელმავალის შეკეთების შეკვეთასაც ელოდება. მისივე თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში კომპანიის მუშაობა, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა შეაფერხა, „თუმცა ქარხანა გაჭირვებული პერიოდიდან თავის დაძვრენას” საექსპორტო ბაზრების გაფართოებით ცდილობს. საქართველოში დამზადებული ელმავლები გასულ წლებში უკრაინასა და ...

Read More »
რუსთავის აზოტი ქარხნის მოდერნიზება-რეკონსტრუქციას გეგმავს

რუსთავის აზოტი ქარხნის მოდერნიზება-რეკონსტრუქციას გეგმავს

საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად მენეჯმენტმა საფინანსო ინსტიტუტებს მიმართა, მათ შორის, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულ ბანკს (EBRD). ევრობანკის ცნობით, განიხილება „რუსთავის აზოტის” დაფინანსების 200 მილიონ აშშ დოლარამდე გაზრდა. საფინანსო ორგანიზაციაში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიისთვის ახალი, სუბორდინირებული სესხის გამოყოფის საკითხის განხილვა აქტიურ ფაზაშია. EBRD -ის ცნობით, სესხის ნაწილი საწარმოო ხაზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზებას მოხმარდება. მეორე ნაწილი მიემართება კომპანიის სასესხო ვალდებულებების შემსუბუქებისთვის. ევრობანკი მიუთითებს, რომ ახალი ინვესტიცია ...

Read More »
მდინარე თერგზე დამცავი ჯებირები აშენდა

მდინარე თერგზე დამცავი ჯებირები აშენდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ” მდინარე თერგის კალაპოტში დამცავი ჯებირი ააშენა. დასრულებული სამუშაო დღეს მინისტრის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა და კომპანიის დირექტორმა, ვმა დაათვალიერეს. თერგის გამაგრება დარიალის ხეობაში შარშან მეორედ ჩამოწოლილი მეწყრის შედეგების ლიკვიდაციისა და მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების პრევენციის ფარგლებში განხორციელდა. გზა ჩამოწოლილი მასებისგან გაიწმინდა; დამონტაჟდა წყალგამტარი ლითონის მილი; გამაგრდა 150 მეტრი სიგრძის მიწის ვაკისი; ბუტობეტონის ...

Read More »
თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ლითანიშვილი და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები, თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის 12.7 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. სარეაბილიტაციო მონაკვეთი  ხევსურთსოფელში იწყება და სოფელ ველთან მთავრდება. პროექტის ფარგლებში ჩატარდა მიწის ვაკისის სამუშაოები. სულ მალე დასრულდება  გაბიონებისა და კიუვეტების მოწყობა და დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რის შემდეგაც,  მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ახალი საორიენტაციო ბოძების, ...

Read More »
რკინიგზა SAP AG ტექნოლოგიის ამუშავებას იწყებს

რკინიგზა SAP AG ტექნოლოგიის ამუშავებას იწყებს

“საქართველოს რკინიგზა” ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები კამპანიის სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია „მსოფლიო განვითარება ახალი გამომწვევების წინაშე – იმისათვის, რომ იყო კონკურენტუნარიანი და  შეეფერებოდე ბიზნესის მოთხოვნებს, აუცილებელია, ახალი ტექნოლოგიების განვითარების  ეპიცენტრში იმყოფებოდე. საქართველოს რკინიგზამ 2015 წელს მიიღო გადაწყვეტილება SAP AG-ის დანერგვის შესახებ – აღრიცხვიანობის გამჭვირვალობის და დაგეგმვის ხარისხის ამაღლების, ხარჯების ოპტიმიზაციის და შემოსავლების გაზრდის მიზნით. ...

Read More »
ვერეს ხეობაში გზა 3 ნოემბრამდე გაიხსნება

როდის გაიხსნება ვერეს ხეობაში გზა ორმხრივად?

მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო მაგისტრალის ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები, რომელიც დასასრულს უახლოვდება, თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ და მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ მოინახულეს. მზიურის მიმდებარედ, დაზიანებულ მონაკვეთზე, ხიდის მშენებლობა და სარეკონსტრუქციო სამუშაოები, დედაქალაქში საცობების თავიდან აცილების მიზნით, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი მაგისტრალი სრულ ექსპლუატაციაში ნოემბრის პირველ რიცხვებში შევა. „სამუშაოები, ფაქტობრივად, 24 საათიან რეჟიმში ...

Read More »