ინფრასტრუქტურა

GWP მდინარე ვერეში საკანალიზაციო წყლების ჩადინება აღეკვეთა

GWP მდინარე ვერეში საკანალიზაციო წყლების ჩადინება აღკვეთა

დღეიდან, მდინარე ვერეში, საკანალიზაციო წყლების ჩადინება აღარ მოხდება. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” GWP საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, კომპანიამ მდინარე ვერეს ხეობაში, დროებით, ადგილობრივი მინი-გამწმენდი ნაგებობა მოაწყო, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანებულ საკანალიზაციო კოლექტორს მიუერთა. დანადგარი კომპანიამ სპეციალურად შექმნა იმ მიზნით, რომ მდინარე ვერეში საკანალიზაციო წყლების ჩადინება აღეკვეთა. მინი-გამწმენდ ნაგებობაში დაზიანებული კოლექტორიდან გამოსული საკანალიზაციო წყლები იკრიბება, მუშავდება და იქიდან, გაწმენდილი სახით ...

Read More »
GWP - კომპანია 24-საათიან რეჟიმში მუშაობს

GWP – კომპანია 24-საათიან რეჟიმში მუშაობს

კომპანია GWP, თბილისში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო, 13 ივნისის ღამიდან, გაძლიერებულ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გრძელდება სტიქიის შედეგად დაზიანებული წყალსადენისა და წყალარინების სისტემების სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რასაც კომპანია თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებთან კოორდინაციაში ახორციელებს. “მიმდინარეობს სამუშაოები მდინარე ვერეს ხეობაში, წყნეთის ქუჩაზე გამავალ დაზიანებულ 900 მმ-იან საკანალიზაციო კოლექტორზე, რომელიც 14 ივნისს ღამით, უეცრად მოვარდნილმა ღვარცოფმა ერთიანად მოგლიჯა ხიდ-აკვედუკთან და მიმდებარე ...

Read More »
სასმელი წყალი თბილისში უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის

სასმელი წყალი თბილისში უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ედნ ფაუერი“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ სასმელ წყალთან მიმართებაში გავრცელებულ მითითებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ თბილისში სასმელი წყალი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და მოსახლეობისთვის აღნიშნულ განცხადებაში მოყვანილი მითითებების შესრულება აუცილებლობას არ წარმოადგენს. „სასმელი წყლის სინჯების აღება და მათი ლაბორატორიული კვლევა ქალაქის სხვადასხვა უბანში ყოველდღიურად ხორციელდება.  წყლის ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიები განლაგებულია ყველა სათავე ნაგებობაზე და სასმელი წყალი 24-საათიან რეჟიმში კონტროლდება.   ...

Read More »
GWP -იმ საზაფხულო სტაჟირება დაიწყო

GWP -იმ საზაფხულო სტაჟირება დაიწყო

GWP სტუდენტებისა და კურსდამთავრებული ახალგაზრდებისთვის, უკვე მესამე წელია, საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამას ახორციელებს. გასული კვირიდან, პროგრამა კომპანიამ გახსნილად გამოაცხადა. წინა წელთან შედარებით, პროგრამა უფრო ფართომასშტაბიანია და მასში ჩართვას გაცილებით მეტი მსურველი შეძლებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ კადრების მოზიდვისა და წლევანდელ პროგრამაში ჩართვის მიზნით, თადარიგი წინასწარ დაიჭირეს და ყველა იმ უმაღლეს სასწავლებლებელს დაუკავშირდნენ, რომელთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვთ გაფორმებული. როგორც GWP –ის კადრების განვითარების ...

Read More »
თბილისის წყალმომარაგება შეფერხების საფრთხის წინაშეა

თბილისის წყალმომარაგება შეფერხების საფრთხის წინაშეა

სემეკის გადაწყვეტილების გამო თბილისს შესაძლოა წყალმომარაგების პრობლემა შეექმნას. ამ განცხადებას სემეკის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი აკეთებს. მისი განმარტებით, „თბილისის წყლის“ გაყიდვის დროს შეიქმნა გეგმა გრაფიკი, რომელიც ხელშეკრულებაშია გაწერილი და რომელშიც განსაზღვრულია, რა მოცულობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს კომპანიამ წლების მიხედვით და რაში უნდა ჩადოს თანხები. ჩალაგაშვილის თქმით, ესაა ჩვეულებრივი ბიზნესი და კომპანიამ, ცხადია, ჩადებული თანხა უკან უნდა ამოიღოს. შესაბამისად, სემეკის ყოფილი ...

Read More »
მცხეტელებს წყლის ტარიფი გაეზარდათ

მცხეთელებს წყლის ტარიფი გაეზარდათ

მცხეთაში, გამრიცხველიანებულ აბონენტებს წყლის საფასური გაუძვირდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე დღეს მიიღეს. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, შპს “მცხეთის წყლის” აბონენტებს, რომლებიც მრიცხველით სარგებლობენ, წყლის საფასური 1 კუბურ მეტრზე 0,10 ლარიდან 0,204 ლარამდე გაეზარდათ. რაც შეეხება გაუმრიცხველიანებულ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, მათთვის წყლის ტარიფი არ შეცვლილა და დარჩა 2.40 ლარი, ერთ სულზე თვეში. ასევე, წყლის ტარიფი უცვლელი დარჩა არასაყოფაცხოვრებო ...

Read More »
სემეკმა მცხეთის წყლის ტარიფი დაადგინა

სემეკმა მცხეთის წყლის ახალი ტარიფი დაადგინა

2015 წლის 20 მაისის საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „მცხეთის წყალისათვის“ წყალმომარაგების ზღვრული ტარიფების დადგენაზე იმსჯელა. კომისიის გადაწყვეტილებით შპს „მცხეთის წყალის“ მომხმარებლებისათვის განისაზღვრა წყალმომარაგების შემდეგი ტარიფები: გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფია – 0,173 ლარი/მ3., მათ შორის: სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 0,145 ლარი/მ3; წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0,028 ლარი/მ3. გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ...

Read More »
სემეკის გადაწყვეტილება GWP-ის საფინანსო ბირჟაზე გასვლას აფერხებს

სემეკის გადაწყვეტილება GWP-ის საფინანსო ბირჟაზე გასვლას აფერხებს

GWP არ ეთანხმება სემეკის მიერ დადგენილ ტარიფს და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებით დაირღვა ტარიფის ცვლილების შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოსა და კომპანიას შორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო წყლის ტარიფის ცვლილება 2015 წელს, მაგრამ სემეკმა ტარიფის დადგენისას არ გამოიყენა კანონით (“ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ”, თავი მე-3, მუხლი ...

Read More »
სსე ახალ ქვესადგურ "ხორგა"–ს აშენებს

სსე ახალ ქვესადგურ “ხორგა”–ს აშენებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, ქვეყნის ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვანი, ახალი, 220/110 კვ-იანი ქვესადგურ “ხორგა“–ს პროექტის მშენებლობის განხორციელება დაიწყო. პროექტი “აზიის განვითარების ბანკი”–ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 11,9 მლნ ევროს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია Siemens-ი აწარმოებს. „ – მოხარული ვარ, რომ ჩვენი კომპანიის ძალისხმევით ქვეყნის ენერგეტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო. პროექტი ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრის ...

Read More »
სემეკმა წყლის ტარიფზე გადაწყვეტილება მიიღო

სემეკმა წყლის ტარიფზე გადაწყვეტილება მიიღო

თბილისში წყლის ტარიფი არ გაძვირდება. შესაბამისი გადაწყვეტილება სემეკმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით არის. “კომპანიის მხრიდან იყო მოთხოვნა, უფრო მეტ შემოსავალზე, დაახლოებით 4 მილიონით უფრო მეტ შემოსავალზე, თუმცა ჩვენი გაანგარიშებით მათ უფრო მეტი არ ეკუთვნოდათ. კომპანიას აქვს უფლება გაასაჩივროს გადაწყვეტილება. შემდეგ უკვე სასამართლოში მოხდება მისი განხილვა”, – განაცხადა სემეკის წევრმა გოჩა შონიამ. ამის შემდეგ ...

Read More »