ენერგოეფექტურობა

2021 წელს საფრანგეთმა ევროკავშირის ბირთვული ენერგიის 52% აწარმოვა

2021 წელს საფრანგეთმა ევროკავშირის მთლიანი ბირთვული ენერგიის 52% აწარმოვა, ევროკავშირში ბირთვული ენერგიის მწარმოებელმა დანარჩენმა 12-მა ქვეყანამ – 48%-ი. ინფორმაციას ევროსტატი აქვეყნებს. 2021 წელს, ევროკავშირის ატომური ელექტროენერგიის მწარმოებელმა 13-მა ქვეყანამ 731 701 გვატ.სთ ბირთვული ელექტროენერგია აწარმოვა. ეს ციფრი 2020 წლის მონაცემებს 7%-ით აღემატება. ევროსტატის მონაცემებით, 2021 წელს ატომური ელექტროენერგიის უმსხვილესი მწარმოებლები იყვნენ: საფრანგეთი, რომელმაც ევროკავშირის მთლიანი ბირთვული ენერგიის წარმოების 52%, 379 ...

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

ლიეტუვაში დენი და გაზი გაძვირდა

ლიეტუვის ენერგეტიკის რეგულირების სახელმწიფო საბჭომ 2023 წლის პირველი ნახევრისთვის ელექტროენერგიისა და გაზის გაზრდილი ტარიფები დაამტკიცა. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Ignitis grupe-ის (ყოფილი Lietuvos energija) ინფორმაციით, სტანდარტული ერთნაწილიანი ტარიფი 1-ლი იანვრიდან კვტ/სთ-ზე, სახელმწიფო კომპენსაციითა და დღგ-ს ჩათვლით, 28 ცენტი, ხოლო კომპენსაციის გარეშე 56,5 ცენტი იქნება, რაც ამჟამინდელ ოდენობაზე 17%-ით მეტია. საკვები პროდუქტების დამამზადებელი მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი სახელმწიფო კომპენსაციით ...

Read More »

რა ეფექტს ახდენს დასავლეთის სანქციები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორსა და საბიუჯეტო შემოსავლებზე?

რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არაერთი სადამსჯელო ზომა მიიღო, მათ შორის, ევროკავშირმა სანქციების რვა პაკეტი წარადგინა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, იაპონიამ და გაერთიანებულმა სამეფომ კი ანალოგიური შემზღუდავი რეგულაციები მიიღეს. დასავლეთის ერთიანობისა და სანქციების რეჟიმის თითქმის რვათვიანი მოქმედების შემდეგ, რუსეთის ეკონომიკაზე შემზღუდავი ზომების ეფექტი არაერთგვაროვანი და ბუნდოვანია, რაც, უმეტესწილად, სწორედ იმითაა ...

Read More »

ევროპის მაცხოვრებლები კრიზისის გამო ელექტროენერგიის დაზოგვის გზებს ეძებენ

გათბობისა და ელექტროენერგიის მზარდი გადასახადები ევროპელებს ენერგიის მოხმარებისა და ხარჯების შემცირების გზების ძიებისკენ უბიძგებს – ევროპელები სულ უფრო აქტიურად აყენებენ მზის პანელებს სახლის სახურავებზე. ავტორიტეტულ გამოცემა Bloomberg-ს მაგალითად მოყავს შვედი მატს იოჰანსონი, რომელმაც ჰალმსტადში საკუთარი სახლის სახურავზე 13,5 კილოვატი სიმძლავრის 30 მზის პანელი დაამონტაჟა. Bloomberg-ი განმარტავს, რომ ქვეყანას ევროპაში ერთ სულ მოსახლეზე ენერგიის მოხმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს – ...

Read More »
Tesla ელექტრომობილებისთვის საჭირო აკუმილატორების ქარხანას აშენებს

Tesla, შანხაის ქარხანაში წარმოებას აჩერებს

Tesla, შანხაის ქარხანაში დეკემბრის ბოლო კვირაში წარმოეას აჩერებს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც COVID-19 ინფექცირების მაჩვენებელი გაიზარდა, რადგან ჩინეთში COVID19-თან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები შერბილდა. ელექტრომობილების გიგანტი გეგმავს შეაჩეროს Model Y წარმოება ქარხანაში 25 დეკემბრიდან 1 იანვრამდე, რადგან ქარხნის მუშები და მისი მომწოდებლები ავადდებიან COVID19-ის ახალი ტალღის ფარგლებში.

Read More »

არაბთა გაერთიანებული საამიროები უკრაინის მოსახლეობას 2,5 ათას ელექტროგენერატორს გადასცემს

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლება უკრაინის მოსახლეობას 2,5 ათას ელექტროგენერატორს გადასცემს. ამის შესახებ სააგენტო WAM-ი წერს. მისი ინფორმაციით, 1,2 ათასი გენერატორი ვარშავაში 24 დეკემბერს გაიგზავნა, დარჩენილი ნაწილი კი უკრაინაში 2023 წლის იანვარში ჩავა. ელექტროგენერატორების მიწოდება ხორციელდება 100 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარების პაკეტის ფარგლებში, რომელიც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უკრაინის მოსახლეობას გამოუყო.

Read More »

საქსტატი შინამეურნეობებში ენერგორესურსების მოხმარების შესახებ პუბლიკაციას აქვეყნებს

2016 წლის 14 ოქტომბერს საქართველო გახდა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, რაც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, შექმნას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ენერგეტიკული სექტორი, განავითაროს კონკურენტული ბაზარი, გააუმჯობესოს საინვესტიციო გარემო, აამაღლოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხი და ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგეტიკული წყაროების განვითარებასა და ენერგოეფექტურობას. ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით საქართველო ახორციელებს ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს რეგულაციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას, ენერგეტიკის სტატისტიკის შესახებ. ერთ-ერთი ზემოთ აღნიშნული რეგულაციით გათვალისწინებული მოთხოვნების ...

Read More »

ბრიტანეთმა უკრაინას 900-ზე მეტი გენერატორი გადასცა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 900-ზე მეტი გენერატორი, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კი ცივი ამინდისთვის 15 000-მდე ჯარისკაცის კომპლექტი გაუგზავნა. უკრაინისთვის მიწოდებული დახმარების შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა. „დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 900-ზე მეტი გენერატორი გადასცა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაუგზავნა 15 000 კომპლექტი ექსტრემალური ცივი ამინდის კომპლექტი, მათ შორის ცივი ამინდის ტანსაცმელი, მძიმე საძილე ტომრები და იზოლირებული კარვები“, – განაცხადა უოლესმა. ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისად, როგორც ელექტროენერგიაზე, ისე გაზზე ტარიფები უცვლელია

მიმდინარე ზამთარში, როდესაც ყველაზე მწვავედ დგას ენერგომატარებლების ფასები, საქართველოს მოსახლეობისთვის ის შენარჩუნებული იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისად, როგორც ელექტროენერგიაზე, ისე გაზზე უცვლელია ტარიფები – ეს არის სემეკის შეფასება. ჩვენ მოვახერხეთ ენერგორესურსების იმგვარად გადანაწილება, რომ დამატებითი წნეხი არ შეექმნა ენერგოდისტრიბუტორ კომპანიებს და აქედან გამომდინარე, მიმდინარე ...

Read More »

უკრაინამ ყაზახეთისგან სამედიცინო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი 41 მძლავრი გენერატორი მიიღო

უკრაინამ ყაზახეთის რესპუბლიკიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი 41 მძლავრი გენერატორი მიიღო. შესაბამისი განცხადება უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ Facebook-ზე გაავრცელა. „ჩვენ მივიღეთ შესანიშნავი საშობაო საჩუქარი ყაზახეთის ხალხისგან: 41 მძლავრი გენერატორი ჩვენი ჯანმრთელობის დაწესებულებებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Read More »