ენერგოეფექტურობა

VOLVO CARS-ი და NORTHVOLT-ი ელექტრობატარეების წარმოებას გეგმავენ

Volvo Cars-ი და Northvolt-ი ქარხანას დააფუძნებენ, რომელიც გამოუშვებს ბატარეების ახალ თაობას სრულად ელექტრო Volvo-სა და Polestar-ის ავტომობილებისთვის. 2025 წელს ქარხანა შვედეთის ქალაქ გეტებორგში გაიხსნება და 3000-მდე სამუშაო ადგილს შექმნის. ქარხანასთან ერთად, 30 მილიარდი შვედური კრონის ინვესტიციის ფარგლებში კვლევით-განმავითარებელი ცენტრიც შეიქმნება. Volvo Cars-ი 2030 წლისთვის მხოლოდ სრულად ელექტრო მანქანების წარმოებასა და გაყიდვას ისახავს მიზნად. კომპანიის ელექტროფიკაციის სტრატეგიას ახალი ქარხანა და მჭიდრო ...

Read More »

ბათუმში გარეგანათების სისტემის ენერგოეფექტური, LED სანათებით სრული განახლება იწყება

ბათუმში გარეგანათების სისტემის სრული განახლება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, გარეგანათების სისტემის ენერგოეფექტური, LED სანათებით განახლების სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. პროექტი გულისხმობს 14 555 ერთეული სანათის შეცვლას და შემდგომ მოვლა-ექსპლუატაციას 2027 წლამდე, რისთვისაც გათვალისწინებულია 28 963 288 ლარი. საგარანტიო პერიოდი 10 წლის ვადით განისაზღვრება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურები. სატენდერო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაფორმდება ...

Read More »

გერმანული მატარებლები 2040 წლისთვის დიზელის გამოყენებას შეწყვეტენ

2040 წლისთვის გერმანული მატარებლები სრულად შეწყვეტენ დიზელის გამოყენებას და გადავლენ ბიოსაწვავზე, როგორც წამყვან ალტერნატივაზე. 100%-იან ელექტროენერგიაზე გადასვლასთან ერთად, 2040 წლისთვის დიზელის ეტაპობრივი ლიკვიდაციაც  ქვეყნის ეკოლოგიური გეგმის შემადგენელი ნაწილია. სარკინიგზო ოპერატორის, Deutsche Bahn-ის განცხადებით, დიზელის 3.000-მდე სატრანსპორტო საშუალება, მიმდინარე წლიდან ეტაპობრივად ალტერნატიულ საწვავზე მუშაობას დაიწყებს. რაც შეეხება ახალ მანქანებს, ფირმის განცხადებით, სამომავლოდ, მხოლოდ წყალბადსა ან ბატარეაზე მომუშავე ძრავების შეძენა იგეგმება. აღსანიშნავია, ...

Read More »

Ecopetrol-ი 2040 წლამდე, ყოველწლიურად, $6-მილიარდამდე ინვესტირებას განახორციელებს

არატრადიციულ საბადოებსა და განახლებად ენერგიაზე გადასვლის დასაჩქარებლად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კოლუმბიის წამყვანი ნავთობკომპანია Ecopetrol-ი, 2040 წლამდე, ყოველწლიურად $6-მილიარდამდე ინვესტირებას განახორციელებს. 2040 წლამდე ნავთობკომპანია ყოველწლიურად $5.2 მილიარდიდან $6 მილიარდამდე ინვესტირებას გეგმავს, 2022-2024 წლებში კი ორგანული ინვესტიციების მოცულობა $17 მილიარდიდან $20 მილიარდამდე განისაზღვრება, საიდანაც 69% წარმოებისა და კვლევითი პროექტებისთვის გამოიყოფა. კომპანიის საბჭომ, მიმდინარე წლისთვის, $5.8 მილიარდამდე ინვესტიცია უკვე დაამტკიცა. წყალბადის პროექტები, 2040 ...

Read More »

ენერგოეტიკეტირებასთან დაკავშირებულ სიახლეებზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იმსჯელეს

ენერგოეტიკეტირებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების პროექტზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა ერთობლივ შეხვედრაზე იმსჯელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესმენთა ასოციაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ მთავრობის დადგენილებები, რომლებიც რიგი პროდუქტების მიმართ, ენერგოეტიკეტირების სავალდებულო მოთხოვნებს აწესებს, მიმდინარე წელს უნდა ამოქმედეს, ხოლო პროდუქტების ჩამონათვალში ხვდება კონდიციონერები, გამათბობლები, სავენტილაციო საშუალებები და სხვა დანადგარები, რომლებზეც სავალდებულო იქნება მომხმარებლის ინფორმირების ...

Read More »

ბათუმის საბავშვო ბაღები ევროსტანდარტების შესაბამისი ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებით აღიჭურვება

ბათუმი პირველი ქალაქი იქნება საქართველოში, სადაც საბავშვო ბაღები ევროსტანდარტების შესაბამისი ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებით აღიჭურვება, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბათუმის საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კონსულტანტი კომპანიის მიერ წარმოდგენილი ენერგოეფექტურობის შეფასების ანგარიშები განიხილეს. პროექტი პირველ ეტაპზე ითვალისწინებს სხვადასხვა უახლესი ტექნოლოგიის ტესტირებას ბათუმის საბავშვო ბაღებში. პირველ ეტაპზე გათვალისწინებული იყო შერჩეული 25 საბავშვო ...

Read More »

საფრანგეთი ინდუსტრიის დეკარბონიზაციისთვის €5.6 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექსის განცხადებით, France 2030-ის გეგმის ფარგლებში, ინდუსტრიის დეკარბონიზაციისთვის €5.6 მილიარდის ინვესტირება იგეგმება. ახალი გეგმით, ინვესტირებული თანხის უდიდესი ნაწილი, €5 მილიარდი, ინდუსტრიულ ობიექტებზე ახალი ტექნოლოგიების განთავსებას მოხმარდება, დანარჩენი €610 მილიონი კი ინოვაციებისა და კვლევების დაფინანსებას ნახშირბადის დაბალი შემცველობის ინდუსტრიისთვის. ArcelorMittal-ის ჯგუფმა საკუთარი პროექტი, €1.7 მილიარდის ინვესტირებით Fos-sur-mer-სა და Dunkirk-ში ფოლადის ქარხნების ტრანსფორმაციის შესახებ, პრემიერ კასტექსს წარუდგინა. ArcelorMittal-ის გეგმით, ...

Read More »

ევროპაში ჰიბრიდულმა მანქანებმა გაყიდვებით დიზელზე მომუშავე ავტომობილებს პირველად გადაასწრო

ჰიბრიდულმა მანქანებმა, რომლებიც ერთდროულად შიდაწვისა და ელექტრონულ ძრავაზე მუშაობენ, გაყიდვებით დიზელზე მომუშავე ავტომობილებს ევროპაში პირველად გადაასწრო. 2021 წლის განმავლობაში, ევროპის მასშტაბით, 48 მანქანით მეტი ჰიბრიდი გაიყიდა. ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მონაცემებით, გაყიდული 11 მანქანიდან ერთი ელექტრობატარეით იყო აღჭურვილი. ჯამში თითქმის 880 ათასი ავტომობილი გაიყიდა. თვითდამუხტვადი ჰიბრიდების გაყიდვები კი, რომლებიც შიდაწვის ძრავით დამუხტულ ბატარეაზე მუშაობს და მხოლოდ მცირე მანძილის დაფარვას ახერხებს ...

Read More »

ნათია თურნავამ EBRD-ის წარმომადგენელთან საქართველოში განახლებადი ენერგიის ათვისების პოტენციალი განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) განახლებადი ინფრასტრუქტურის ჯგუფის ენერგეტიკის მიმართულების დირექტორ აიდა სიტდიკოვას შეხვდა და მასთან საქართველოში განახლებადი ენერგიის ათვისების პოტენციალი განიხილა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური მხარდამჭერია. ...

Read More »

იენს სტოლტენბერგი: ევროპას ენერგომომარაგების დივერსიფიცირება სჭირდება

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ევროპას ენერგომომარაგების დივერსიფიცირება სჭირდება. „ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ევროპაში ენერგეტიკული სიტუაციით, რადგან ეს ცხადყოფს ბუნებრივი აირის ერთ მიმწოდებელზე ზედმეტად დამოკიდებულების მოწყვლადობას და ამიტომ ნატოს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ ჩვენ გვჭირდება მუშაობა და ფოკუსირება მომარაგების დივერსიფიცირებაზე“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს ...

Read More »