არატრადიციულ საბადოებსა და განახლებად ენერგიაზე გადასვლის დასაჩქარებლად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კოლუმბიის წამყვანი ნავთობკომპანია Ecopetrol-ი, 2040 წლამდე, ყოველწლიურად $6-მილიარდამდე ინვესტირებას განახორციელებს.
2040 წლამდე ნავთობკომპანია ყოველწლიურად $5.2 მილიარდიდან $6 მილიარდამდე ინვესტირებას გეგმავს, 2022-2024 წლებში კი ორგანული ინვესტიციების მოცულობა $17 მილიარდიდან $20 მილიარდამდე განისაზღვრება, საიდანაც 69% წარმოებისა და კვლევითი პროექტებისთვის გამოიყოფა. კომპანიის საბჭომ, მიმდინარე წლისთვის, $5.8 მილიარდამდე ინვესტიცია უკვე დაამტკიცა.
წყალბადის პროექტები, 2040 წლამდე, $200 მილიონამდე მოცულობის თანხას მიიღებენ, დაახლოებით $1.87 მილიონი აშშ-ში, ჩრდილოეთ ტეხასში მდებარე პერმული აუზის პროექტებზე, $80 მილიონი კი კოლუმბიაში, არატრადიციული საბადოების საპილოტე პროექტების განვითარებისთვის გამოიყოფა. ბუნებრივი აირის პროექტები, რომლებიც, კომპანიის განცხადებით, ენერგეტიკული გადასვლის ფუნდამენტური წყაროა, 2024 წლამდე $1.8 მილიარდით დაფინანსდება.
რაც შეეხება სატრანსპორტო სისტემებს, 2024 წლამდე, მათ შორის მილსადენებში $900 მილიონამდე ინვესტირება იგეგმება, ხოლო გადამმუშავებელი ქარხნები, Ecopetrol-ის ინფორმაციით, $1.4 მილიარდამდე მოცულობის თანხას მიიღებენ.
წყარო: forbes.ge