ალტერნატიული ენერგია

HyGeorgia – საქართველოში „მწვანე წყალბადის“ წარმოების €11 მლრდ-იანი პროექტის განხორციელება იგეგმება

საფრანგეთში რეგისტრირებულმა საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია H2exagOn-მა, რომლის მმართველი პარტნიორი ქართველი დავით ოთარიშვილია, საქართველოში 11 მლრდ ევროს ღირებულების „მწვანე წყალბადის“ წარმოების პროექტი – HyGeorgia შეიმუშავა. პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ მისი შექმნისა და განხორციელების მიზანი საქართველოში არსებული ეკონომიკური გამოწვევების დაძლევა და ქვეყნის ენერგეტიკული კრიზისიდან გამოყვანაა. კომპანია H2exagOn – მა პროექტზე მუშაობა დაახლოებით 1 წლის წინ საერთაშორისო სპეციალისტებთან ერთად დაიწყო და პროექტის განხოციელების ტექნიკურ-ეკონომიკური ...

Read More »

Amazon-ი ნიდერლანდების ოფშორული ქარის ელექტროსადგურისგან დიდი რაოდენობით ენერგიას იყიდის

Amazon-ი აცხადებს, რომ გეგმავს, ნიდერლანდებში მშენებარე უმსხვილესი ახალი ქარის ელექტროსადგურისგან ენერგიის ნახევარი იყიდოს. ამის შესახებ CNBC წერს. ცნობისთვის, Shell-მა და Eneco-მ გასულ ივლისს ჩრდილოეთის ზღვაში  759-მეგავატიანი ქარის ენერგიის სადგურის აშენების უფლება მოიპოვეს. Amazon-ი კი ამბობს, რომ იქ გამომუშავებული ენერგიის ნახევარს ანუ 380 მეგავატს  იყიდის, რათა ევროპაში კომპანიის ოპერირება უზრუნველყოს. ზღვაში გაშენებული ქარის ელექტროსადგური ოპერირებას, სავარაუდოდ, 2023 წლისთვის დაიწყებს. სადგური ნიდერლანდების ...

Read More »

თურნავა: გარკვეული პირები „ნამახვანჰესის“ პროექტს გარემოსდაცვითი ლოზუნგებით ებრძვიან, მაგრამ გამოდის, რომ ელექტროენერგიის იმპორტს ლობირებენ

„ნამახვანჰესს“ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში დიდი წვლილი შეაქვს, ეს არის შესაძლებლობა, ჩვენი საკუთარი რესურსის გამოყენებით ვაწარმოოთ საკუთარი ელექტროენერგია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ენერგორესურსების მიმართულებით რაც მეტად დამოუკიდებელი იქნება ქვეყანა, მით უფრო ძლიერად იტყვის საკუთარ სიტყვას რეგიონში. მინისტრის თქმით, „ნამახვანი“ ჰესი არის 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია. „ნამახვანი“ ერთ-ერთი გამორჩეული სტრატეგიული ...

Read More »

2017-2020 წლებში ქართლის ქარის ელექტროსადგური დაგეგმილ სიმძლავრეზე გავიდა

საქართველოში ერთადერთი ქართლის ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის დეკემბერში შევიდა. 2017-2020 წლებში სადგურმა სულ 348 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. თვეში 200 კვტ/სთ-ის მოხმარების გათვალისწინებით ეს წლიურად 36 200 ოჯახის ელექტროენერგიით სრულ დაკმაყოფილებას ნიშნავს. ქარის ელექტროსადგურზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო და რადგან ინვესტორები ფრთხილობდნენ პროექტი საკუთარ თავზე სახელმწიფომ აიღო. მისი მშენებლობა $35 მლნ დაჯდა. თანხის უდიდესი ნაწილი სესხის სახით EBRD-მა გამოყო. ...

Read More »

დანიაში მსოფლიოს პირველ „ენერგოკუნძულს“ გააშენებენ

დანიის მთავრობამ დაამტკიცა პროექტი, რომელიც მსოფლიოში პირველი „ენერგოკუნძულის“ აშენებას გულისხმობს, – ამის შესახებ BBC წერს. ენერგოკუნძული 18 საფეხბურთო მოედნის ფართობის (120 ათასი კვადრატული მეტრი) იქნება და მასზე გათავსდება ქარის 200 გიგანტური ტურბინა, რომელიც 3 მილიონამდე ოჯახისთვის საკმარის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ეს დანიის ისტორიაში ყველაზე დიდი სამშენებლო პროექტია, რომლის ღირებულება დაახლოებით 210 მილიარდი კრონია (34 მილიარდი დოლარი). ენერგოკუნძული ატლანტის ოკეანეში, ჩრდილოეთის ზღვაში გაშენდება. ...

Read More »

სამხრეთ კორეა მსოფლიოში უდიდეს ოფშორულ ქარის ფერმას ააგებს

სამხრეთ კორეამ ახალი გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ოფშორული ქარის ტურბინების ფერმის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 48.5 ტრილიონი ვონია (43.2 მილიარდი დოლარი). პროექტის შესაბამისად, მშენებლობა 2030 წლამდე უნდა დასრულდეს. პროექტი პრეზიდენტ მუნ ჯაე-ინის „ახალი მწვანე კურსის“ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. მისი მიზანი, აზიის მეოთხე უდიდესი ეკონომიკის ორგანულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებაა. ამავე კურსის შესაბამისად, სამხრეთ კორეა 2050 წლისთვის გამონაბოლქვისგან თავისუფალი ქვეყანა ...

Read More »

ბათუმის 13 საჯარო სკოლა მზის ენერგიის გამოყენებას მარტიდან დაიწყებს

ბათუმის ცამეტ საჯარო სკოლაში მზის მიკროელექტროსისტემების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოყენებას უკვე მარტის თვიდან დაიწყებენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში უთხრეს. მზის მიკროელექტროსისტემები, როგორც ფონდში გვითხრეს, უკვე დამონტაჟებულია 13-ვე სკოლაში და დარჩენილია დამიწების წრედის მოწყობა. ეს საჯარო სკოლებია – N: 1, 6, 8, 9, 10, 13, 14, 16, 17, 22, 23, 28 და 30. აქედან, ათ საჯარო სკოლაში [N: ...

Read More »

საქართველოს ბანკის ენერგოკრედიტი მზის ელექტროსადგურებისთვის

გარემოზე ზრუნვისა და ელექტროენერგიის ხარჯების შემცირების მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებელს მზის პანელების შესაძენად, ენერგოკრედიტს სთავაზობს. ბანკი ეკომეგობრულ პროდუქტს ელექტროენერგიასთან დაკავშირებული ტარიფების ზრდის საპასუხოდ  ნერგავს – ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.  ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები, შედეგად კი მიიღოს ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო. აღნიშნული საბანკო პროდუქტი ბიზნეს სესხს წარმადგენს და შესაბამისად განკუთვნილია მხოლოდ იურდიული პირებისთვის. ...

Read More »
განახლებადი ენერგიის წყაროები საქართველოში

ყოველდღიურად ვღარიბდებით, რადგან იმპორტირებულ ენერგორესურსებში უამრავ თანხას ვიხდით

ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ბუნებრივი აირი მთლიანად, ხოლო ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლოებით 11%) მეზობელი სახელმწიფოებიდანაა იმპორტირებული. ელექტროენერგიის მთლიანი იმპორტის დაახლოებით 50% აზერბაიჯანიდან, თითქმის 40% კი იმპორტირებულია რუსეთიდან. ეს იმ დროს, როცა ქვეყანაში განახლებადი ენერგიის რესურსის ნახევარიც არ არის ათვისებული. ამ ტიპის ენერგიის გამოყენება განსაკუთრებით საჭიროა ახლა, როცა საქართველოში ენერგომატარებლებზე ტარიფები გაიზარდა და გაძვირება კიდევ მოსალოდნელია. ქარის ენერგია ...

Read More »

საუდის არაბეთს სურს წყალბადის წარმოებაში ლიდერის პოზიცია დაიკავოს

საუდის არაბეთს სურს განახლებადი ენერგიის მიმართულებით გერმანიის წარმატება გაიმეოროს და წყალბადის წარმოებაში ლიდერის პოზიცია დაიკავოს. ამით მსოფლიოში ნავთობის უდიდესი ექსპორტიორი ცდილობს ეკონომიკის დივერსიფიკაცია მოახდინოს. ”ჩვენ ვიქნებით მეორე გერმანია, როდესაც საქმე განახლებადი ენერგიის წყაროებს შეეხება” – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა პრინცმა აბდულაზიზ ბინ სალმანმა. გერმანია, ქვეყანა, რომელიც არ არის ცნობილი მზიანი ამინდით,  მზის ენერგიის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი გახდა, ძირითადად მსხვილი სამთავრობო ...

Read More »