ალტერნატიული ენერგია

წყალბადის ენერგეტიკის განვითარებით რუსეთიც დაინტერესებულია

რუსეთის მთავრობამ მოამზადა წყალბადის ენერგიის განვითარების კონცეფციის პროექტი, რომლის განხორციელებაც რამდენიმე ეტაპად იგეგმება, განაცხადა რუსეთის პრემიერ მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა. ”მთავრობამ მოამზადა წყალბადის ენერგიის განვითარების კონცეფციის პროექტი. იგი განსაზღვრავს მიზნებს, სტრატეგიულ ინიციატივებსა და ძირითად ღონისძიებებს ქვეყანაში აღნიშნული ინდუსტრიის შესაქმნელად. დაგეგმილია მისი განხორციელება რამდენიმე ეტაპად: პირველი გათვლილია მომდევნო 3.5 წელზე, – აღნიშნა მიშუსტინმა ორშაბათს ვიცე-პრემიერებთან შეხვედრის დროს. მისივე თქმით, პირველი ეტაპი მოიცავს ...

Read More »

აზერბაიჯანი მწვანე წყალბადით დაინტერესდა

აზერბაიჯანი დაინტერესებულია უახლოეს მომავალში მწვანე წყალბადის განვითარებით და აქტიურად ცდილობს აღნიშნული მიმართულებით ევროპული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას. ხსენებული მიზნით, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროსა და ნორვეგიული კომპანია Equinor–ის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა, რომელიც ორგანიზებული იყო ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, მწვანე წყალბადის სფეროში ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლისა და გაზიარებისთვის. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა მდგრადი ენერგიის ახალი მიმართულებების, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიებისა და წყალბადის ენერგიის საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას. ...

Read More »
მზის ენერგიის ყველაზე დიდი სადგური 2017 წელს გაეშვება

მზის ენერგია აგრომეურნეობაში – სოფლის განვითარების პროგრამას “მწვანე გრანტები” დაემატა

„სოფლის განვითარების პროგრამის“ ახალი მიზნობრივი კომპონენტი – მწვანე გრანტები (GMG) დაემატა. მწვანე გრანტების კომპონენტი ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს: მარტივი მზის გამათბობელი და მზის წყლის გამაცხელებელების თანადაფინანსებას, (sSWH/sSAH) სადაც სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის ოდენობა 1,000 ლარამდეa (გრანტი 90 %-მდე),  პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის თანამონაწილეობა განისაზღვრა მთლიანი ღირებულების არანაკლებ 10%-ით; ვაკუუმური ტიპის მზის წყლის გამაცხელებელები (vSWH): სადაც სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა 3 ...

Read More »
ქარის ელექტროსადგურ ქართლის ტურბინები უკვე საქართველოშია

ქარის პირველი სადგური 1887 წ. შოტლანდიაში აშენდა, როდესაც ელექტროენერგია “ეშმაკის საქმედ” ითვლებოდა

მექანიკური ენერგიის მისაღებად ქარის ენერგიას კაცობრიობა ჯერ კიდევ ჩვენს წელთააღრიცხვამდე იყენებდა, ხოლო ელექტროენერგიის მისაღებად მისი გამოყენება XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო. ელექტროენერგიის წარმოებისთვის ქარის პირველი სადგური 1887 წ. შოტლანდიაში ინჟინერმა ჯეიმს ბლაითმა (James Blyth) ააშენა. მოწყობილობა გამოიყენებოდა იმ აკუმულატორის დასამუხტად, რომელიც აგარაკს ანათებდა. ბლაითმა მეზობლებს შესთავაზა, ჭარბი ელექტროენერგიით მათი სახლებიც გაენათებინა, მაგრამ უარი მიიღო: ადგილობრივები თვლიდნენ, რომ ელექტროენერგია “ეშმაკის საქმე” იყო ...

Read More »

საქართველო BP-სთან განახლებადი ენერგოწყაროების განვითარების თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს

საქართველო BP-სთან განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს, – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ნავთობისა და გაზის კომპანიის BP საქართველოს ხელმძღვანელს, აიტან ჰაჯიევას შეხვდა. ლევან დავითაშვილმა BP საქართველოს ხელმძღვანელს კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკა და განხორციელებული ღონისძიებები გააცნო. „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, კლიმატის ცვლილების შერბილების მიზნით და ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, ჩვენ ...

Read More »
ჩინეთი და იპაონია მზის ენერგიის წარმოების ლიდერები არიან

სომხეთში ქვეყანაში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური აშენდება

სომხეთის მთავრობა ქვეყნის მასშტაბით, მზის ორი ახალი ელექტროსადგურის აშენებას აანონსებს. გეგმის განხორციელების შემდგომ, სომხეთის მიერ მოპოვებული განახლებადი ენერგიის მარაგი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მიმდინარე თვეში სომხეთის მთავრობამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2025 წლის ბოლომდე განახლებადი რესურსების კომპანია Masdar-ის მიერ პირველი ელექტროსადგური აშენდება. Ayg11-ი, 200 მეგავატი სიმძლავრის, შესაბამისად, სომხეთისთვის ყველაზე დიდი მზის ენერგიის ელექტროსადგური იქნება. სომხეთის მთავრობის ცნობით, ელექტროსადგურების ...

Read More »

საქართველოში ,,მწვანე წყალბადის“ წარმოებაში ინვესტირებით Toyota Tsusho Corporation დაინტერესდა

მალე საქართველოში შესაძლოა ახალი ინოვაციური საპილოტო პროგრამა დაიწყოს, რომელიც ,,მწვანე წყალბადის“ წარმოებას უკავშირდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ იაპონიის ერთ–ერთ უმსხვილეს კორპორაცია „ტოიოტა თსუშოს“ (Toyota Tsusho Corporation)  წარმომადგენლებთან შხვედრისა შემდეგ განაცხადა. მხარეებმა საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაზე მინისტრმა იაპონელ სტუმრებს საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციებისა და საინვესტიციო და საქმიანი გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, ...

Read More »
ახალი სიტყვა განახლებედი ენერგიის წარმოებაში

მზისა და ქარის ენერგიის მოხმარება რეკორდული სიჩქარით იზრდება

ნავთობისა და გაზის მულტინაციონალური კომპანია British Petroleum- (BP)-ის ახალი კვლევის თანახმად, 2020 წელს პანდემიის შედეგად მსოფლიოში ზოგადადენერგიის მოხმარების შემცირებისა და ნავთობზე მოთხოვნის ისტორიული ვარდნის ფონზე, მზისა და ქარის ენერგიის მოხმარება რეკორდული სიჩქარით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში მსოფლიოში მზის ენერგიის მოხმარება – 22%-ით, ხოლო ქარის ენერგიის 18%-ით გაიზარდა. მას შემდეგ, რაც BP-მ 70 წლის წინ მსოფლიო ენერგიის მოხმარების სტატისტიკური კვლევების გამოქვეყნება დაიწყო, წელს ...

Read More »
წყალბადი

“როდესაც გვექნება ჭარბი და იაფი ენერგია, მისი გადაყვანა მოხდეს წყალბადში და ამგვარად ვაწარმოოთ “მწვანე წყალბადი”“

მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების კლიმატურმა ამბიციებმა, გამოიყენონ მხოლოდ ნახშირბადის დაბალი ემისიის მქონე ენერგორესურსები, აიძულა ისინი კვლავ მიემართათ დედამიწაზე ყველაზე მსუბუქი და გავრცელებული ელემენტისთვის – წყალბადისთვის. საერთაშორისო ექსპერტების აზრით, წყალბადს, რომელსაც ორაწლიანი გამოყენების ისტორია აქვს, საბოლოოდ წარმატების შანსი სწორედ მისი ეკოლოგიური სისუფთავის გამო აქვს. წყალბადს გააჩნია 2,5-ჯერ მეტი ენერგია, ვიდრე ბუნებრივ აირსა და ბენზინს, თუმცა, მისი ძალიან მცირე წონა ნიშნავს, რომ ატმოსფერულ ...

Read More »

“თუ სომხეთის ელექტროსისტემა ახერხებს მთლიანი მოხმარების 10%-ის მზის ენერგიით დაკმაყოფილებას, რატომ ვერ უნდა მოვახერხოთ ჩვენ?”

2020 წელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წელი იყო, რომელსაც თან ახლდა მთელი რიგი გამოწვევები როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთელს მსოფლიოში. გამონაკლისი არც ენერგეტიკული სექტორი ყოფილა: ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, ელექტროენერგიის მომწოდებლების პრობლემები, ტარიფის ზრდა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის წინასწარ დაგეგმილი დროებითი გათიშვა. სწორედ ეს თემები მოექცა წელს ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მსოფლიოში, განსაკუთრებით აქტუალური იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასების ...

Read More »