Author Archives: energy

საქართველომ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტი შეამცირა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანმა საქართველოს 740.1 ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა, რომლის ღირებულებამაც მთლიანობაში 107.6 მილიონი დოლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ, სტატისტიკის ეროვნული სამსახური იუწყება, წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით. გამოქვეყენებული ანგარიშის თანახმად, მოცულობა 21%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. წლის პირველ ნახევარში, საქართველომ აზერბაიჯანიდან 96,6 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოიტანა, რომლის ღირებულებეამაც მთლიანობაში 48,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ნინო ...

Read More »
ირანი მზადაა ნავთობის მოპოვება სანქციების მოხსნიდან 1 კვირაში გაზარდოს

ირანმა ნავთობის ექსპორტი 137%-ით გაზარდა

ერთობლივი სამოქმედო გეგმის განხორციელება დაეხმარა ირანს ნავთობის ექსპორტის 137% -ით გაზრდაში. აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2,3 მილიონ ბარელს მიაღწია დღეში. აშშ–ს სანქციების დაწესებამდე ირანის ისლამურმა რესპუბლიკის ნავთობის იმპროტი დღეში 2,2 მილიონ ბარელ ნავთობს შეადგენდა. სანქციების შემოღების შემდეგ, 2013 წელს ირანის ნავთობის ექსპორტი დღეში 980 ათას  ბარელამდე შემცირდა, არსებობდა საფრთხე, რომ თუ აღნიშნული ტენდენცია 2016 წელსაც გაგრძელდებოდა, ირანის ნავთობის ექსპორტი ნულს მიაღწევდა. 2016 ...

Read More »

აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის ექსპორტი 17%-ით გაზარდა

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში,  აზერბაიჯანიდან გაზის ექსპორტმა 3.511 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) ანგარიშის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი  17,3%-ით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მოანცემებზე. 2020 წლის ორი კვარტლისთვის აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ბუნებრივი გაზის მოცულობამ 2.994 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

Read More »

აფბა ნათია თურნავას მიმართავს – გამჭვირვალობის პრობლემა, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს ენერგოსექტორისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას მოუწოდებს რეაგირება მოახდინოს ენერგეტიკის სექტორში არსებული გამჭვირვალობის პრობლემაზე და   უზრუნველყოს საკმაოდ მძიმე ვითარების გამოსწორება. აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ქალბატონო ნათია, გამჭვირვალობის პრობლემა დღეს სექტორში უმწვავესად დგას და ამ კუთხით არსებული არაჯანსაღი პოლიტიკის გამო, გამოუსწორებელი ზიანი ადგება როგორც საკუთრივ ენერგოსექტორის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური თუ ...

Read More »

რა ღირს საწვავი საქართველოში?

ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოში საწვავის ფასი იზრდება. მესამე თვეა, რაც ბრენდირებულ სადგურზე, პრემიუმის ტიპის საწვავის ფასი 3 ლარს გადაცდა. დღეის მდგომარეობით, „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი “პრემიუმის” ფასი 3.05 ლარია, ხოლო “რეგულარის” 2.93 ლარი. “ვისოლის” ავტოგასამართ სადგურებზე კი 1 ლიტრი”პრემიუმის” ფასი 3.09 ლარია, “რეგულარის” – 2.95 ლარი. “ლუკოილის” ბეზნინგასამართ ქსელში “პრემიუმის” ფასი 3.02 ლარია, “რეგულარის” – 2.91 ლარი. “რომპეტროლის” “პრემიუმის” ფასი 3.08 ლარია, “რეგულარის” – ...

Read More »

ბიტკოინის ღირებულება ისევ შემცირდა

Coindesk-ს მონაცემებით, კრიპტოვალუტების ყველაზე მსხვილ Binance-ის ბირჟაზე ბიტკოინის ფასი გასული 24 საათის განმავლობაში 1.14%-ით შემცირდა. ამ დროისათვის, ბიტკოინის ღირებულება 31 412.13 აშშ დოლარს შეადგენს. ბოლო კვირების განმავლობაში ბიტკოინის ფასი აპრილის რეკორდიდან განახევრდა. ფასზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მისი მოპოვების გარემოზე ზემოქმედების შესახებ დისკუსიამ და ჩინეთის კრიპტო რეგულაციებმა. ციფრულმა ვალუტამ რეკორდულ $65,000-იან ღირებულებას აპრილის შუა რიცხვებში მიაღწია, რაც ელონ მასკის მხრიდან ბიტკოინის ადვოკატირებას უკავშრდება, სანამ ...

Read More »
ნაკადი

“ჩრდილოეთის ნაკადი 2–ით პუტინი ევროპის გაყოფას და უკრაინის მოგუდვას ცდილობს”

უკრაინის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი კომპანიის, “ნაფტოგაზის” აღმასრულებელი დირექტორი ჩრდილოეთის ნაკადი 2 -ს გეოპოლიტიკური პროექტს უწოდებს. მისი აზრით ამ პროექტით ვლადიმერ პუტინი ევროპის გაყოფას და უკრაინის მოგუდვას ცდილობს. „ნაფტოგაზის“ აღმასრულებელი დირექტორი, უირი ვიტრენკო კი აცხადებს, რომ პროექტის შეჩერების შემთხვევაში რეგიონში სტაბილურობა დამყარდება. „ჩვენ გვჯერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტს შეაჩერებს. ამ გადაწყვეტილების შედეგად უკრაინისა და რეგიონის უსაფრთხოება ...

Read More »

ევროკავშირის ეკოლოგიური გეგმა ევროპის მძიმე მრეწველობას დააზარალებს

ევროკომისიამ წარადგინა ეკოლოგიური გეგმა EU Green Deal,  რომელიც 2030 წლისთვის ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოყოფას 55%-ით, 1990 წლის დონემდე შემცირებას გულისხმობს. პირველ რიგში ამისთვის შემოღებულ იქნება ტრანსსასაზღვრო სანახშირბადო გადასახადი  (Carbon Border Adjustment Mechanism, CBAM), რომელიც ევროკავშირში ფოლადის, ალუმინის, ცემენტის, სასუქების და ელექტროენერგიის იმპორტს შეზღუდავს. სქემა სატესტო რეჟიმში 2023 წლის 1–ლი იანვრიდან ამოქმედდება, ხოლო იმპორტიორები 3-წლიან მოსამზადებელ პერიოდს მიიღებენ – საბოლოოდ გადასახადი ...

Read More »

ბაიდენი: რუსეთმა ენერგორესურსები მეზობლების წინააღმდეგ იარაღად არ უნდა გამოიყენოს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი შეთანხმდნენ, რომ შეეწინააღმდეგებიან რუსეთის მცდელობებს, გამოიყენოს “ჩრდილოეთ ნაკადი-2”-ის მილსადენი იარაღად მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ, როგორიცაა უკრაინა. ამის შესახებ CNBC იტყობინება. “ერთობლივად დავიცავთ ნატო-ს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის აგრესიისგან. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი შეშფოთება “ჩრდილოეთ ნაკად-2″-თან დაკავშირებით. კანცლერი მერკელი და მე ერთნი ვართ იმ პოზიციაში, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოიყენოს ...

Read More »

გრენლანდიაში ნავთობს აღარ მოიპოვებენ

დანიიის მთავრობამ გრენლანდიის ნავთობის ჭაბურღილებზე საძიებო სამუშაოები შეაჩერა. მთავრობა აცხადებს რომ გლობალური დათბობა პრიორიტეტია და ამიტომ ნავთობის მოპოვებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ Associated Press წერს. გრენლანდიის წყლებში ნავთობის მოპოვების შეჩერების შესახებ ხელისუფლებამ გადაწვეტილება 24 ივნისს მიიღო, თუმცა ინფორმაცია 15 ივლისს გაასაჯაროვა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით ქვეყანაში ნავთობის არსებული მარაგი დაახლოებით 17,5 მილიარდი ბარელია, ხოლო ბუნებრივი აირის მარაგი ოთხ ტრილიონ კუბურ ...

Read More »