ბიტკოინის ღირებულება ისევ შემცირდა

Coindesk-ს მონაცემებით, კრიპტოვალუტების ყველაზე მსხვილ Binance-ის ბირჟაზე ბიტკოინის ფასი გასული 24 საათის განმავლობაში 1.14%-ით შემცირდა.

ამ დროისათვის, ბიტკოინის ღირებულება 31 412.13 აშშ დოლარს შეადგენს.

ბოლო კვირების განმავლობაში ბიტკოინის ფასი აპრილის რეკორდიდან განახევრდა. ფასზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მისი მოპოვების გარემოზე ზემოქმედების შესახებ დისკუსიამ და ჩინეთის კრიპტო რეგულაციებმა. ციფრულმა ვალუტამ რეკორდულ $65,000-იან ღირებულებას აპრილის შუა რიცხვებში მიაღწია, რაც ელონ მასკის მხრიდან ბიტკოინის ადვოკატირებას უკავშრდება, სანამ მან ბიტკოინის მოპოვების გარემოზე ზემოქმედება გააკრიტიკა.

ამავდროულად, გაერთიანებულ სამეფოში, Binance-ს ფინანსურმა დამკვირვებელმა ქვეყანაში რეგულირებადი ბიზნესის წარმოება აუკრძალა, რაც მარეგულირებლის მიერ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია კრიპტო ინდუსტრიაში გლობალური რეგულაციების ფონზე.

Leave a Reply