Author Archives: energy

ენერგეტიკის განვითარება არის ჩვენი ხელსუფლების ძირითადი მიმართულება

ენერგეტიკის განვითარება არის ჩვენი ხელსუფლების ძირითადი მიმართულება

საპარტნიორო ფონდმა გარდაბანში ენერგო პროექტი დაასრულა – გარდაბნის 237 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა და სადგურის ტექნიკური გაშვება უზრუნველყო. ტექნიკური გაშვების ცერემონიას პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ტანერ ილდიზი, ჩალიკ ენერჯის დამფუძნებელი აჰმედ ჩალიკი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. სადგური ყოველწლიურად 1.6 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. „ ენერგეტიკის განვითარება არის ჩვენი ხელსუფლების ...

Read More »
გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგური გაიხსნა

გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგური გაიხსნა

საპარტნიორო ფონდმა გარდაბანში ენერგო პროექტი დაასრულა – გარდაბნის 237 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა და სადგურის ტექნიკური გაშვება უზრუნველყო. ტექნიკური გაშვების ცერემონიას პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ტანერ ილდიზი, ჩალიკ ენერჯის დამფუძნებელი აჰმედ ჩალიკი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. გარდაბანში მდებარე თბოსადგური ყოველწლიურად 1.6 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მისი ...

Read More »
ტარიფის გაზრდის საჭიროება ვალუტის კურსის გაზრდის გამო დადგა

ტარიფის გაზრდის საჭიროება ვალუტის კურსის გაზრდის გამო დადგა

ტარიფის გაზრდის საჭიროება დღის წესრიგში დადგა იმის გამო, რომ გაიზარდა ვალუტის კურსი, – სწორედ ამ სიტყვით ხსნის სემეკის წევრი, გოჩა შონია თბოელექტროსადგურების მიმართვას ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თბოელექტროსადგურებს თვითონ უწევთ შეიძინონ ბუნებრივი აირი იმისთვის, რომ აწარმოონ ელექტროენერგია. “კომისიაში შემოტანილი ჰქონდათ სატარიფო განაცხადები სამივე თბოელექტროსადგურს ტარიფის კორექტირებაზე. საქმე ეხება ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებას, შესაბამისად, კომისიამ დაიწყო ამასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ...

Read More »
ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკა

ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკა

საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, ენერგეტიკის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და ენერგოინფრასტრუქტურის განვითარება. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ენერგორესურსებისა და მათი მომწოდებლების შემდგომ დივერსიფიკაციას და საერთაშორისო და რეგიონულ ენერგოპროექტებში მონაწილეობის გაფართოებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება მიესალმება სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის ფარგლებში ახალი პროექტების განხორციელებას, მათ შორის, იმ პროექტებისას, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ევროპისათვის ნავთობისა და ბუნებრივი აირის კასპიის ...

Read More »
საქართველოდან უკრაინაში გაზის მიწოდება შესაძლოა 2-3 წელიწადში დაიწყოს

საქართველოდან უკრაინაში გაზის მიწოდება შესაძლოა 2-3 წელიწადში დაიწყოს

ამერიკულმა კომპანია “Frontera Resources Corporation”-მა შესაძლოა, საქართველოდან უკრაინაში ბუნებრივი აირის მიწოდება 2-3 წელიწადში დაიწყოს. “უკრინფორმის” ინფორმაციით , ამის შესახებ “ნაფტოგაზ უკრაინას” დირექტორმა იური ვიტრენკომ განაცხადა. “ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი და გრძელი გზის დასაწყისში ვართ. გავა ორი-სამი წელი, ვიდრე ჩვენ შევძლებთ დეტალურად ვისაუბროთ უკრაინისთვის გაზის მიწოდებაზე და ეს ის ვადებია, რომლებსაც “ფრონტერასთან” ერთად განვიხილავთ, ეს 2017 წელია”, – აღნიშნა ვიტრენკომ. მისივე თქმით, ვიდრე ...

Read More »
ენერგეტიკაში მრავალი წლის წინ დაწყებული სტრატეგიული თანამშრომლობა გრძელდება

ენერგეტიკაში მრავალი წლის წინ დაწყებული სტრატეგიული თანამშრომლობა გრძელდება

კომპანია SOCAR Georgia Gas-ი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოსათვის აზერბაიჯანის მხრიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ, არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამება. SOCAR Georgia Gas-ი აცხადებს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, ენერგეტიკის სფეროში მრავალი წლის წინ დაწყებული სტრატეგიული თანამშრომლობა გრძელდება და არანაირი საფრთხე ამ ურთიერთთანამშრომლობას არ ემუქრება, რასაც გაზმომარაგების კუთხით სახელმწიფო კომპანიებს შორის გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებები ადასტურებს. “კომპანია განმარტავს, ...

Read More »
ნენსკრაჰესი ყველა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროექტია

ნენსკრაჰესი ყველა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროექტია

ნენსკრა ჰესის ინვესტორმა კორეულმა „ქეი ვოთერმა“ (K Water) ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაასახელა. სვანეთში ნენსკრას 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს ცნობილი იტალიური კომპანია „სალინი-იმპრეჯილო“ (Salini Impregilo) ააშენებს. გადაწყვეტილება სამშენებლო ტენდერში მონაწილე საერთაშორისო კომპანიებიდან „სალინი იმპრეჯილოს“ (Salini Impregilo) არჩევის თაობაზე „ქეი ვოთერმა“ (K Water) საპარტნიორო ფონდსა და საერთაშორისო კონსულტანტების მონაწილეობით სეულში სამუშაო შეხვედრაზე მიიღო. ნენსკრაჰესის საკითხთან დაკავშირებით საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე საუბრობს. პირველ რიგში რომ ...

Read More »
სვანეთში ნენსკრა ჰესს იტალიური კომპანია Salini Impregilo ააშენებს

სვანეთში ნენსკრა ჰესს იტალიური კომპანია Salini Impregilo ააშენებს

ნენსკრა ჰესის ინვესტორმა კორეულმა „ქეი ვოთერმა“ (K Water) ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაასახელა. სვანეთში ნენსკრას 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს ცნობილი იტალიური კომპანია „სალინი-იმპრეჯილო“ (Salini Impregilo) ააშენებს. გადაწყვეტილება სამშენებლო ტენდერში მონაწილე საერთაშორისო კომპანიებიდან „სალინი იმპრეჯილოს“ (Salini Impregilo) არჩევის თაობაზე „ქეი ვოთერმა“ (K Water) საპარტნიორო ფონდსა და საერთაშორისო კონსულტანტების მონაწილეობით სეულში სამუშაო შეხვედრაზე მიიღო. „ქეი ვოთერსა“ (K Water) და „სალინი-იმპრეჯილოს“ (Salini Impregilo) შორის ...

Read More »
SOCAR–ი ირანში შედის

SOCAR–ი ირანში შედის

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია  SOCAR–ი ირანში მიმდინარე პროექტებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განაცხადა. “ჯერ კიდევ „ექვსიანის“ ქვეყნების შეთანხმებამდე ირანში ვიზიტით ვიყავი, სადაც ირანის ნავთობის მინისტრთან მქონდა შეხვედრები. განხილვის დროს გაიჟღერა ძალიან კარგმა იდეებმა ერთობლივი საქმიანობის თემაზე. მეტიც – უკვე ხორციელდება გარკვეული სამუშაოები ამ მიმართულებით,“ – განაცხადა SOCAR–ის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით SOCAR–ი თურქეთის უმსხვილეს ...

Read More »
აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას საფრთხე არ ემუქრება

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას საფრთხე არ ემუქრება

ენერგეტიკის სამინისტრო ეხმაურება მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობკომპანიების დაჯარიმების მიზეზით შესაძლოა, ქვეყანას აზერბაიჯანიდან გაზმომარაგების პრობლემა შეექმნას და აცხადებენ, რომ ეს ცალსახად არ შეესაბამება სინამდვილეს. ამის შესახებ ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “ამასთან დაკავშირებით კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მრავალწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში გრძელდება და არანაირი საფრთხე ამ ურთიერთთანამშრომლობას არ ემუქრება, რასაც ადასტურებს სახელმწიფო ...

Read More »