ენერგეტიკაში მრავალი წლის წინ დაწყებული სტრატეგიული თანამშრომლობა გრძელდება

ენერგეტიკაში მრავალი წლის წინ დაწყებული სტრატეგიული თანამშრომლობა გრძელდება

კომპანია SOCAR Georgia Gas-ი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოსათვის აზერბაიჯანის მხრიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ, არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამება.
SOCAR Georgia Gas-ი აცხადებს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, ენერგეტიკის სფეროში მრავალი წლის წინ დაწყებული სტრატეგიული თანამშრომლობა გრძელდება და არანაირი საფრთხე ამ ურთიერთთანამშრომლობას არ ემუქრება, რასაც გაზმომარაგების კუთხით სახელმწიფო კომპანიებს შორის გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებები ადასტურებს.

“კომპანია განმარტავს, რომ ადგილობრივი ბაზრის სტაბილური გაზმომარაგების, ასევე, რეგიონალური და საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის კუთხით, საქართველოსთვის აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან მეგობრული ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია და ამ კუთხით ორი სახელმწიფო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. SOCAR Georgia Gas-ი თხოვნით მიმართავს მედიასაშუალებებს გადამოწმების გარეშე აღნიშნული ტიპის ინფორმაციების გავრცელებისგან თავი შეიკავონ, რადგან არასწორად გავრცელებულმა ინფორმაციამ, შესაძლოა, საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა გამოიწვიოს”, – ნათქვამია SOCAR Georgia Gas-ის განცხადებაში.

Leave a Reply