აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR–ი ირანში მიმდინარე პროექტებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განაცხადა.
“ჯერ კიდევ „ექვსიანის“ ქვეყნების შეთანხმებამდე ირანში ვიზიტით ვიყავი, სადაც ირანის ნავთობის მინისტრთან მქონდა შეხვედრები. განხილვის დროს გაიჟღერა ძალიან კარგმა იდეებმა ერთობლივი საქმიანობის თემაზე. მეტიც – უკვე ხორციელდება გარკვეული სამუშაოები ამ მიმართულებით,“ – განაცხადა SOCAR–ის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით SOCAR–ი თურქეთის უმსხვილეს ინვესტორად გადაიქცა.
„და რატომ არ უნდა ჩავდოთ ინვესტიციები ირანში? ვფიქრობ, SOCAR–ი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ირანის პროექტებში. აზერბაიჯან–ირანის ურთიერთობები არცთუ მაღალ დონეზეა და უკვე არსებობს საინვესტიციო პროექტების განხორციელების გეგმები. ასევე SOCAR–ი შეიძლება გამოვიდეს ოპერატორად მთელ რიგ პროექტებში. ჩვენ გვაქვს ტექნოლოგიები, გამოცდილება და ინოვაციები. ჩვენ დავაგროვეთ დიდი გამოცდილება ინვესტირების სფეროში და მას ირანში გამოვიყენებთ,“ – განაცხადა აბდულაევმა.
commersant.ge