Author Archives: energy

ევროსა და დოლარის გავლენა ნავთობის ფასებზე

გასული კვირის განმავლობაში ევრომ დოლართან მიმართებაში პოზიციები დაკარგა, თუმცა მისი დასუსტება ხანმოკლე აღმოჩნდა. ევროპის 19 ქვეყნის ნაციონალურმა ვალუტამ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ მარიო დრაგის მიერ ოფიციალური განცხადების გაკეთებიდან სულ ცოტა ხანში პოზიციციების აღდგენა მოახერხა და 1.12 ნიშნულზე დაფიქსირდა. ევროპის მთავარი ბანკის პირველმა პირმა ოფიციალურ გამოსვლაში არ გამორიცხა, რომ ეკონომიკის წასახალისებლად და ინფლაციის სასურველ ნიშნულზე გასასვლელად სტიმულაციის დამატებითი პაკეტის შემუშავება გახდეს საჭირო. ...

Read More »
ფაქტები ჰიდროენერგეტიკის შესახებ

ფაქტები ჰიდროენერგეტიკის შესახებ

ჰიდროელექტროსადგურებს ევროპაში განახლებადი ენერგიის წყაროებს შორის ჯერ-ჯერობით წამყვანი ადგილი უკავია. ასოციაცია Eurelectric-ის მონაცემებით, 2013 წელს ჰიდრო რესურსების მეშვეობით ევროპის ელექტროენერგიის დაახლოებით 16% იქნა გამომუშავებული, რაც მთლიან განახლებად რესურსებში 54%-ია. ჰიდროენერგეტიკა ევროპაში ფართომასშტაბიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა შესაბამის წყლის რესურსებს მოითხოვს. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი, საფრანგეთი და ავსტრია ჰიდროენერგეტიკის წილი ძალიან მაღალია. ევროპაში ჰიდროენერგეტიკის კუთხით ყველაზე განვითარებული ქვეყანა ნორვეგიაა. აქ მთლიან ენერგოსექტორში ჰიდრორესურსებს ...

Read More »
მთავრობის უარის მიუხედავად პრეზიდენტი სემეკ-ის წევრობის იმავე კანდიდატებს ხელახლა წარადგენს

მთავრობის უარის მიუხედავად პრეზიდენტი სემეკ-ის წევრობის კანდიდატებს ხელახლა წარადგენს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებად პრეზიდენტის მიერ დასახელებული სამი კანდიდატიდან, საქართველოს მთავრობამ ორის პარლამენტში წარდგენაზე უარი განაცხადა. როგორც ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავრობამ გიორგი ფანგანის კანდიდატურა შეათანხმა, მარინა გულედანისა და დავით ასლანიშვილის კანდიდატურების შეთანხმებაზე კი უარი განაცხადა. აბაშიშვილის განმარტებით, აღნიშნულ კანდიდატებზე უარი ყოველგვარი არგუმენტაციიის გარეშე ითქვა. “საქართველოს პრეზიდენტმა 8 სექტემბერს, ექსპერტებთან კონსულტაციის ...

Read More »
ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება (ფოტოები)

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება (ფოტოები)

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ლითანიშვილი ქობულეთის შემოვლითი გზის 18 კილომეტრიან მონაკვეთზე (ლოტი 2) მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნულ მონაკვეთზე  შენდება: ორზოლიანი გზა ასფალტ-ბეტონის საფარით, 15 ხიდი,  2 გვირაბი და სხვა ხელოვნური ნაგებობები. ამ დროისათვის, 8 ხიდის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. დანარჩენი ხიდები აქტიურად შენდება. მიწების შესყიდვასთან დაკავშირებული პრობლემის გამო შეფერხებულია საქართველოში ყველაზე ...

Read More »
სვანეთში ახალ მესტიაჭალა ჰესს „სვანეთი ჰიდრო" ააშენებს

სვანეთში ახალ მესტიაჭალა ჰესს „სვანეთი ჰიდრო” ააშენებს

ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 1-ს კომპანია „სვანეთი ჰიდრო” ააშენებს. კომპანია ჰესის მშენებლობის ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად გამოცხადდა, მასთან უახლოეს პერიოდში მთავრობა ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებს. შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მდ. მესტიაჭალაზე ასაშენებელი „მესტიაჭალა 1 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ივლისის თვეში, „სვანეთი ჰიდრო”-ს განაცხადის საფუძველზე გამოაცხადა. მესტიაჭალა 1 ჰესის დადგმული სიმძლავრე 23.7 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი ...

Read More »
ფოთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ექსპლუატაცია 2018 წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს

ფოთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ექსპლუატაცია 2018 წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს

საქართველოს მთავრობა ფოთის პორტში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობით კვლავ დაინტერესებულია. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა აზერბაიჯანულ სააგენტო “ტრენდისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ვალიშვილის შეფასებით, ქარხნის მშენებლობა საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. „ამ ეტაპზე კონკურსში გამარჯვებული არ გვყავს. მიღებული წინადადებების განსახილველად დამატებითი ინფორმაცია გამოვითხოვეთ“, – განაცხადა ვალიშვილმა და იქვე დასძინა, რომ გადაწყვეტილება კონკურსის მეორედ გამოცხადების შესახებ ჯერჯერობით არ მიღებულა. საქართველოს ენერგეტიკის ...

Read More »

FactCheck: კახა კალაძის განცხადება ელ.ენერგიის დეფიციტის ზრდის შესახებ მეტწილად სიმართლეა

მიმდინარე წლის 13 სექტემბერს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ელექტროენერგიის დეფიციტი, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. მინისტრის შეფასებით, დეფიციტის ზრდას ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა იწვევს, რაც თავის მხრივ ეკონომიკის განვითარებითაა გამოწვეული. ფაქტ-მეტრმა ელექტროენერგიის დეფიციტის ზრდის ტენდენცია და მიზეზები გააანალიზა. დეფიციტში საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის და მთლიანი შიდა მოხმარების სხვაობა იგულისხმება. საქართველოში ელექტროენერგიის შიდა წარმოების 80% ჰიდროსადგურებზე მოდის. აქედან გამომდინარე, შიდა წარმოება ...

Read More »
SOCAR Georgia Gas-ის აბონენტების რაოდენობამ 450 ათასს გადააჭარბა

SOCAR Georgia Gas-ის აბონენტების რაოდენობამ 450 ათასს გადააჭარბა

კომპანია SOCAR Georgia Gas-ის აბონენტების რაოდენობამ, მიმდინარე წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, 450 ათასს გადააჭარბა. კომპანია SOCAR Georgia Gas-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 თვეში კომპანიის აბონენტები 10,27%-ით გაიზარდა და 475 737 შეადგინა. 2014 წელს SOCAR Georgia Gas-ი 378 778 აბონენტს ემსახურებოდა. შარშან, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აბონენტების 14,39%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა. აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ...

Read More »
Wall Street Journal: „გაზპრომმა“ პირი აზიისკენ იბრუნა

Wall Street Journal: „გაზპრომმა“ პირი აზიისკენ იბრუნა

გაზეთ Wall Street Journal-ში დაიბეჭდა სტატია, რომლის ავტორის ენდრიუ პიიპლის ცნობით, სანამ რუსულ გაზზე ევროპაში მოთხოვნის სტაგნაციაა, „გაზპრომმა“ პირი იბრუნა აზიის მიმართულებით.  „გაზპრომის“ ფინანსური დირექტორი მოელის, რომ გაზმომარაგების თაობაზე მსხვილი გარიგება, რომელიც შარშან ჩინეთთან დაიდო, მომგებიანი იქნება მსოფლიო ბაზრებზე ენერგო-მატარებლებზე ფასების ვარდნის მიუხედავად. Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში „გაზპრომის“ ფინანსურ-ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანდრეი კრუგლოვმა განაცხადა, რომ ნავთობის ფასთა ამჟამინდელ ვარდნას კომპანია მიიჩნევს ნორმალურ ციკლურ ...

Read More »
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაეცა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაეცა

ნავთობის ჭარბი მოპოვების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე „შავი ოქროს“ ფასი დაეცა. დღევანდელი დღის მონაცემებით, „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასი 48 ცენტით შემცირდა და ბარელზე 48,44 დოლარი შეადგინა. ნიუ იორკის ბირჟაზე კი WTI-ის ნედლი ნავთობის ფასი 64 ცენტით გაიაფდა და ბარელზე 46.04 დოლარი შეადგინა. ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნავთობზე ფასების ვარდნა უახლოეს პერიოდში გაგრძელდება. ზოგიერთი ბანკი კი, მათ შორის Goldman Sachs და ...

Read More »