Author Archives: energy

ირაკლი ღარიბაშვილი: აზიის ენერგორესურსები საქართველოს გავლით ევროპას მიეწოდება

ირაკლი ღარიბაშვილი: აზიის ენერგორესურსები საქართველოს გავლით ევროპას მიეწოდება

საქართველოთი დაინტერესება მსოფლიოში დღითი დღე იზრდება, რაც ძირითადად გამოწვეულია ჩვენი სტრატეგიული მდებარეობითა და ხელსაყრელი ბიზნესგარემოთი , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “აბრეშუმის გზის ფორუმის” გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის განმარტებით, ეს ხაზს უსვამს საქართველოს ტრანსფორმაციას მულტირეგიონალურ სავაჭრო კარიბჭედ, რომელიც აკავშირებს ევროპას, აღმოსავლეთ აზიას, ინდოეთს, ცენტრალურ აზიასა და შუა აღმოსავლეთს. “სულ რამდენიმე კვირის წინ ვეწვიე ჩინეთს, სადაც ძალიან თბილად ...

Read More »
თბილისის ანძის განათება ბიუჯეტს 1 900 000 ლარი დაუჯდება

თბილისის ანძის განათება ბიუჯეტს 1 900 000 ლარი დაუჯდება

თბილისის ანძაზე განათების შეცვლა დედაქალაქის ბიუჯეტს 1 900 000 ლარი დაუჯდება. როგორც შპს “სინათლის ქალაქის” დირექტორმა ვასილ ხორავამ განაცხადა, 635 000 ევრო ჯდება იტალიური კომპანიის მომსახურება, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს, ხოლო 200 000 ლარი კაბელირებასა და სადემონტაჟო სამუშაოებს მოხმარდება. “იტალიურ კომპანია “გრივენს” ევალება მოგვაწოდოს სანათები ანუ მინათების პროჟექტორები. ამაში შედის ტრანსპორტირება, განბაჟება, მათი ტექნიკური პერსონალის აქ ყოფნა და ჩვენი იმ თანამშრომლების ...

Read More »
საქართველოსა და თურქეთს შორის კიდევ ერთი საბაჟო პუნქტი გაიხსნება

საქართველოსა და თურქეთს შორის კიდევ ერთი საბაჟო პუნქტი გაიხსნება

“აბრეშუმის გზის” ფორუმის ფარგლებში გამოითქვა რამდენიმე ძალიან საინტერესო წინადადება, რომ სხვადასხვა ქვეყანამ საქართველოს გავლით გაცვალოს ტვირთები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა რუსთაველის თეატრში განუცხადა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება. “თქვენ იცით, რომ ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივა გახლდათ ერთიანი გზა, ერთიანი სარტყელი, რომლის ფარგლებშიც დღეს ერთ-ერთი პირველი ღონისძიება იმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა ფორუმი, ...

Read More »
ივლიანე ხაინდრავა: "გაზპრომის" საქმიანობას პოლიტიკური რისკები ყოველთვის თან სდევს

ივლიანე ხაინდრავა: “გაზპრომის” საქმიანობას პოლიტიკური რისკები ყოველთვის თან სდევს

საქართველოს უშიშროების მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა, “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებებს საფრთხის შემცველად მიიჩნევს. მისი მოსაზრებით აღნიშნული მოლაპარაკებების დროს აუცილებლად უნა იყოს ყველა პოტენციური პოლიტიკური რისკი გათვალისწინებული. “იმ დროს, როცა მსოფლიო ცდილობს შეამციროს თავისი ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე, საქართველოს მიმართულებით ამ ქვეყნიდან გაზის მოცულობის ზრდა, კონტექსტიდან ამოვარდნილად გამოიყურება” – ივლიანე ხაინდრავა “რისკები ბუნებრივია არის, რადგან საქმე გვაქვს “გაზპრომთან”. ის არ არის ბულგარეთის ან ლუქსემბურგის ...

Read More »

14 ოქტომბერი ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების დღეა

ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად ოქტომბრის თვის მეორე ოთხშაბათს აღინიშნება. ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა, თუ როგორ შეიძლება ისეთი კატასტროფების რისკის შემცირება და დამანგრეველი ზემოქმედების შერბილება, როგორიცაა მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი, ღვარცოფი და სხვა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს გაეროსა და ევროკავშირის რეგიონალურ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოელ დონორებთან, რომელთა ფინანსური დახმარებითაც სხვადასხვა პროექტები ხორციელდება. ბუნებრივი კატასტროფების შემცირების ...

Read More »
საუდის არაბეთმა რუსული ნავთობის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი ბრძოლა დაიწყო

საუდის არაბეთმა რუსული ნავთობის წინააღმდეგ ახალი ბრძოლა დაიწყო

საუდის არაბეთმა ევროპული ნავთობ ბაზრის ასათვისებლად, რუსი მომწოდებლების წინააღმდეგ ახალი ბრძოლა დაიწყო . Saudi Aramco-მ სექტემბერში პოლონეთში ნავთობის მომარაგება დაიწყო და მომხმარებელს ახალი, დაბალი ტარიფი შესთავაზა, ვიდრე რუსულმა Urals-მა. საუდის არაბეთი ნავთობის ფასის აქტიურ დემპინგირებას ახდენს და პირველად შევიდა პოლონურ ბაზარში. პირველი ტვირთი პოლონეთის ქალაქ გდანსკში 21 სექტემბერს მიიღეს და მინიმუმ სამი პარტია მიაწოდა. რუსული Urals-ის პოზიციებს ევროპის ბაზარზე ახლო აღმოსავლეთი ...

Read More »
თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი იმართება

თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი იმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, 15-16 ოქტომბერს თბილისში პირველად “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” ჩატარდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მთავრობა, თანაორგანიზატორი – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა, მხარდამჭერი კი აზიის განვითარების ბანკი (ADB). ქართული მხრიდან ფორუმის საორგანიზაციო საკითხებს წარმართავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროები. “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში” მონაწილეობას მიიღებს 30-მდე ქვეყნის (ჩინეთი, ...

Read More »
კახა კალაძე: ჩემთვის გაუგებარია რატომ დგას ენერგოუსაფრთხოების საკითხი

კახა კალაძე: ჩემთვის გაუგებარია რატომ დგას ენერგოუსაფრთხოების საკითხი

რატომ დგას დღის წესრიგში ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი, არ მესმის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა. კალაძე აღნიშნული თემის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განხილვის საჭიროებას ვერ ხედავს და ამტკიცებს, რომ ენერგოუსაფრთხოებასთნ დაკავშირებით საქართველოს არანაირი პრობლემა არ გააჩნია. ამ განცხადებით ენერგეტიკის მინისტრი პრეზიდენტის პოზიციას გამოეხმაურა, იმასთან დაკავშირებით, რომ ენერგოუსაფრთხოების საკითხი მთავრობის სხდომაზე უნდა განიხილონ. ამასთან, ენერგეტიკის მინისტრი ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: გაზპრომის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები ხორციელდება

ირაკლი ღარიბაშვილი: გაზპრომის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები ხორციელდება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “გაზპრომთან” მოლაპარაკებების საკითხის წამოწევას “უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების სპეკულაციებს” უკავშირებს. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ისინი აღნიშნული თემით მიზანმიმართულად სპეკულირებენ. “სამწუხაროა, რომ როცა ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება, როგორიც “აბრეშუმის გზის” ფორუმია, ჩვენი მედიის ყურადღება მიმართულია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ წარმოწეული თემების აქტიურ გაშუქებაზე. ისეთზე, როგორიცაა სპეკულაციები ”გაზპრომის” საკითხზე. ჩვენ ამის თაობაზე გავაკეთეთ კომენტარი, მაგრამ ეს აჟიოტაჟი არ წყდება ...

Read More »

პრეზიდენტი მთავრობის სხდომაზე ენერგოუსაფრთხოების საკითხების განხილვას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  ენერგოუსაფრთხოების საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მოკლე ინფორმაციაშია ნათქვამი, გიორგი მარგველაშვილი მთავრობის სხდომაზე “საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობის” განხილვას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ვიცე-პრემიერმა, კახი კალაძემ “გაზპრომის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართა.

Read More »