საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ენერგოუსაფრთხოების საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა
როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მოკლე ინფორმაციაშია ნათქვამი, გიორგი მარგველაშვილი მთავრობის სხდომაზე “საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობის” განხილვას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ვიცე-პრემიერმა, კახი კალაძემ “გაზპრომის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართა.